მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207801.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ღმერთი გქოქავს და მერე შენც დადიხარ, სანამ არ გაგაჩერებს.
God winds you up, and you go till He stops you.
207802.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ამას მოჰყვა გულდასმითი განმარტება, რასაც ბიჭი ისეთი ყურადღებით ისმენდა, რომ დიდედა შეშფოთდა: – ჩემო კარგო, ვითომ ჭკვიანურია პაწია ბავშვთან ასეთ რამეზე ლაპარაკი?
A careful explanation followed, to which he listened so attentively that his anxious grandmother said, "My dear, do you think it wise to talk about such things to that baby?
207803.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
აიკეცავს ხოლმე შუბლზე ნაოჭებს და ისეთ შეკითხვებს გისვამს, პასუხს რომ ვერ სცემ.
He's getting great bumps over his eyes, and learning to ask the most unanswerable questions.
207804.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– თუკი უკვე იმ ხნისა არის, რომ შეკითხვა დამისვას, იმ ხნისაცაა, რომ მართალი პასუხი მიიღოს.
If he is old enough to ask the question he is old enough to receive true answers.
207805.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ამ იდეებს თავში ხომ არ ვუდებ: მხოლოდ იმ აზრების გამომჟღავნებაში ვეხმარები, რომლებიც უკვე აქვს.
I am not putting the thoughts into his head, but helping him unfold those already there.
207806.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ეს ბავშვები ჩვენზე ჭკვიანები არიან და ეჭვიც არა მაქვს, ბიჭი ყველაფერს იგებს ჩემი ნათქვამიდან.
These children are wiser than we are, and I have no doubt the boy understands every word I have said to him.
207807.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
აბა, დემი, მითხარი, სადა გაქვს გონება?
Now, Demi, tell me where you keep your mind.
207808.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– გეყოფა ქიშმიში, დემი, გული აგერევა, – ეუბნება დედა ახალგაზრდა ადამიანს, რომელიც მუდამ სთავაზობს სამზარეულოში მიხმარებას იმ დღეებში, როცა ქიშმიშიანი პუდინგი კეთდება.
"No more raisins, Demi. They'll make you sick," says Mamma to the young person who offers his services in the kitchen with unfailing regularity on plum-pudding day.
207809.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– მათლა, დე? – ეკითხება დემი და უხვად გაფქვილულ თავში ბრწყინვალე აზრი მოსდის.
"Truly, Marmar?" asks Demi, with a brilliant idea in his well-powdered head.
207810.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– ჰო, მართლა, რასაც იტყვით, – მიუგებს წინდაუხედავი მშობელი.
"Yes, truly. Anything you say," replies the shortsighted parent.
207811.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
მაგრამ დემი მშვიდი პასუხით ჩიხში ამწყვდევს: – მასინ წავიდეთ და სულ სევწამოთ ქისმისი.
But Demi corners her by the cool reply... "Then we'll go and eat up all the raisins".
207812.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
დეიდა „დო“ ორივე ბავშვის თამაშების მთავარი თანამონაწილე და მესაიდუმლე იყო და ეს სამეული პატარა სახლს სულ თავდაყირა აყენებდა.
Aunt Dodo was chief playmate and confidante of both children, and the trio turned the little house topsy-turvy.
207813.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
დეიდა ემის დღემდე მხოლოდ სახელით იცნობდნენ, ხოლო დეიდა ბეთი მალევე გადაიქცა საამურ, თუმცა ბუნდოვან მოგონებად, სამაგიეროდ დეიდა „დო“ ცოცხალი სინამდვილე იყო და, რაც შეეძლოთ, იყენებდნენ, ისიც დიდად მადლიერი რჩებოდა ამ თავაზიანობისთვის.
Aunt Amy was as yet only a name to them, Aunt Beth soon faded into a pleasantly vague memory, but Aunt Dodo was a living reality, and they made the most of her, for which compliment she was deeply grateful.
207814.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
თუმცა, მისტერ ბეერის ჩამოსვლის შემდეგ ჯოს სულმთლად გადაავიწყდა ბავშვებთან თამაში და იმათაც მღელვარებითა და დარდით აევსოთ პაწია გულები.
But when Mr. Bhaer came, Jo neglected her playfellows, and dismay and desolation fell upon their little souls.
207815.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
დეიზიმ, რომელსაც ჩამოვლა და კოცნებით ვაჭრობა უყვარდა, საუკეთესო მყიდველი დაკარგა და გაკოტრდა.
Daisy, who was fond of going about peddling kisses, lost her best customer and became bankrupt.
207816.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
დემი ბავშვური გამჭრიახობით მალევე მიხვდა, რომ „დოს“ მასთან თამაშს „დათვთან“ თამაში ერჩია და ნაწყენი კი დარჩა, მაგრამ მაინც მალავდა ტანჯვას, რადგან ვერ გადაეწყვიტა იმ მეტოქის შეურაცხყოფა, ვისაც ჟილეტის ჯიბეში შოკოლადის დრაჟეს საბადო ჰქონდა და, გარდა ამისა, საათი, რომელიც მგზნებარე თაყვანისმცემლებს შეეძლოთ ბუდიდან ამოეღოთ და რამდენიც უნდოდათ, იმდენი ენჯღრიათ.
Demi, with infantile penetration, soon discovered that Dodo like to play with 'the bear-man' better than she did him, but though hurt, he concealed his anguish, for he hadn't the heart to insult a rival who kept a mine of chocolate drops in his waistcoat pocket, and a watch that could be taken out of its case and freely shaken by ardent admirers.
207817.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ზოგჯერ ჯენტლმენები მოულოდნელად აღივსებიან ხოლმე იმ ბანოვანთა ნორჩი ნათესავებისადმი თაყვანისცემით, რომელთაც პატივს სდებენ თავიანთი ყურადღებით, მაგრამ ეს ცრუ ბავშვთმოყვარეობა თვითონვე ამძიმებთ, სხვებს კი იოტისოდენადაც ვერ ატყუებს.
Gentlemen are sometimes seized with sudden fits of admiration for the young relatives of ladies whom they honor with their regard, but this counterfeit philoprogenitiveness sits uneasily upon them, and does not deceive anybody a particle.
207818.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
მისტერ ბეერის სიყვარული წრფელი იყო და ამიტომაც შედეგიანი, რადგან პატიოსნება ყველაზე სწორი კურსია სიყვარულსა და სასამართლოში.
Mr. Bhaer's devotion was sincere, however likewise effective—for honesty is the best policy in love as in law.
207819.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ცდომილებაში მყოფ ჩინებულ მამასაც ეგონა, სწორედ ასეაო და მონათესავე სულთან გრძელ-გრძელი დისკუსიებით ტკბებოდა, სანამ მასზე უფრო დაკვირვებული შვილიშვილის შემთხვევით ნათქვამმა შენიშვნამ არ აუხილა თვალი.
The excellent papa labored under the delusion that he was, and reveled in long discussions with the kindred spirit, till a chance remark of his more observing grandson suddenly enlightened him.
207820.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ერთ საღამოს სტუმრად მისული მისტერ ბეერი კაბინეტის ზღურბლზე შედგა თვალწინ გადაშლილი სანახაობით განცვიფრებული.
Mr. Bhaer came in one evening to pause on the threshold of the study, astonished by the spectacle that met his eye.