მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207821.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
იატაკზე იწვა მისტერ მარჩი და პატივცემული ფეხები ჰაერში აეშვირა, გვერდით, ასევე ეწვა დემი და ცდილობდა პაპასთვის მიებაძა მოკლე, ალისფერწინდებიანი ფეხებით; მწოლიარენი ისე იყვნენ გართულნი, რომ მაყურებლებს ვერ ამჩნევდნენ, სანამ მისტერ ბეერს თავისებური როხროხა სიცილი არ აუტყდა, ხოლო ჯომ აღშფოთებით არ წამოიძახა:
Prone upon the floor lay Mr. March, with his respectable legs in the air, and beside him, likewise prone, was Demi, trying to imitate the attitude with his own short, scarletstockinged legs, both grovelers so seriously absorbed that they were unconscious of spectators, till Mr. Bhaer laughed his sonorous laugh, and Jo cried out, with a scandalized face...
207822.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
შავწინდიანი ფეხები დაეშვა, ჭაღარა თავი წამოიწია და მოძღვარმა უშფოთველი ღირსებით თქვა: – საღამო მშვიდობისა, მისტერ ბეერ. ერთი წამით მომითმინეთ.
Down went the black legs and up came the gray head, as the preceptor said, with undisturbed dignity, "Good evening, Mr. Bhaer. Excuse me for a moment".
207823.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
უკვე ვამთავრებთ გაკვეთილს. აბა, დემი, გააკეთე ასო და მითხარი, რა ჰქვია.
We are just finishing our lesson. Now, Demi, make the letter and tell its name.
207824.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– ნამდვილი უელერია! – გაეცინა ჯოს, როცა მისი მშობელი ფეხზე წამოდგა, დისშვილმა კი თავზე დადგომა სცადა და ასე გამოხატა გაკვეთილის დამთავრებით გამოწვეული სიხარული.
"He's a born Weller," laughed Jo, as her parent gathered himself up, and her nephew tried to stand on his head, as the only mode of expressing his satisfaction that school was over.
207825.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– დღეს რას საქმიანობდი, bübchen?– ჰკითხა მისტერ ბეერმა ტანმოვარჯიშეს და ხელში აიყვანა.
"What have you been at today, bubchen?" asked Mr. Bhaer, picking up the gymnast.
207826.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– პატალა მელისთან ვიკავი. – მერე, იქ რა აკეთე?
"Me went to see little Mary." "And what did you there?"
207827.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– ვაკოთე, – უეშმაკო პირდაპირობით დაიწყო დემიმ.
"I kissed her," began Demi, with artless frankness.
207828.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– უჰ! ადრიანად იწყებ. რაო, რა თქვა პატარა მერიმ? – განაგრძო მისტერ ბეერმა პატარა ცოდვილის გამოკითხვა, რომელიც მუხლზე ეჯდა და ჟილეტის სანუკვარ ჯიბეს უჩხრეკდა.
"Prut! Thou beginnest early. What did the little Mary say to that?" asked Mr. Bhaer, continuing to confess the young sinner, who stood upon the knee, exploring the waistcoat pocket.
207829.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– მოეტონა და თითონათ მაკოთა და მეთ მომეტონა. პატალა ბიწებს ქო უკვალთ პატალა გოგოები? – კმაყოფილი იერით იკითხა პირგამოტენილმა დემიმ.
"Oh, she liked it, and she kissed me, and I liked it. Don't little boys like little girls?" asked Demi, with his mouth full, and an air of bland satisfaction.
207830.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ეგ ვინ ჩაგიდო თავში? – ჰკითხა ჯომ, რომელმაც პროფესორზე არანაკლები სიამით მოისმინა ეს უმანკო აღიარება.
"Who put that into your head?" said Jo, enjoying the innocent revelation as much as the Professor.
207831.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– ცოტა შენი პატარა მეგობრისთვისაც უნდა გადაგენახა. ტკბილი ტკბილს, mannling, – მისტერ ბეერმა ჯოსაც გაუწოდა რამდენიმე დრაჟე და ისე შეხედა, ჯომ გაიფიქრა, ნეტავი შოკოლადი ხომ არ არის ის ნექტარი, ღმერთები რომ შეექცევიანო.
"Thou shouldst save some for the little friend. Sweets to the sweet, mannling," and Mr. Bhaer offered Jo some, with a look that made her wonder if chocolate was not the nectar drunk by the gods.
207832.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
დემიმ თვალი შეასწრო მის ღიმილს, გაუკვირდა და მიამიტად იკითხა:
Demi also saw the smile, was impressed by it, and artlessy inquired.
207833.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
– დიდ ბიწებსაც მოსწონთ დიდი გოგოები, პოფეთოლო?
"Do great boys like great girls, to, 'Fessor?"
207834.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
ყმაწვილი ვაშინგტონისა არ იყოს, ვერც მისტერ ბეერი ახერხებდა ტყუილის თქმას, ამიტომაც ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი პასუხი გასცა – ზოგჯერ მართლაც ხდებაო, თანაც ისეთი უცნაური ტონით, რომ მისტერ მარჩმა დადო ტანსაცმლის ჯაგრისი, ახედა დამორცხვებული ჯოს სახეს და ისე ჩაჯდა სავარძელში, თითქოს რაღაც აზრი ჩააგონა, რომელიც კიდეც ეტკბილა და კიდეც ემწარაო.
Like young Washington, Mr. Bhaer 'couldn't tell a lie', so he gave the somewhat vague reply that he believed they did sometimes, in a tone that made Mr. March put down his clothesbrush, glance at Jo's retiring face, and then sink into his chair, looking as if he had put an idea into his head that was both sweet and sour.
207835.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 22
რატომ მოხდა, რომ ნახევარი საათის შემდეგ, როცა „დომ“ ბუფეტთან მიუსწრო დემის, ისე ნაზად ჩაიხუტა, რომ ლამის სული ამოაძრო იმის მაგივრად, რომ ერთი კარგად შეეჯანჯღარებინა, მანდ რა გინდაო და რატომ მოაყოლა ამ ახლებურ საქციელს საჩუქარი – ხილფაფაგადასმული პურის დიდი ნაჭერი, ერთ იმ გამოცანად დარჩა, რომელზეც დემიმ თავი იმტვრია და იძულებული გახდა, სამუდამოდ ამოუხსნელი დაეტოვებინა.
Why Dodo, when she caught him in the china closet half an hour afterward, nearly squeezed the breath out of him with a tender embrace, instead of shaking him for being there, and why she followed up this novel performance by the unexpected gift of a big slice of bread and jelly, remained one of the problems over which Demi puzzled his small wits, and was forced to leave unsolved forever.
207836.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ქოლგის ქვეშ.
UNDER THE UMBRELLA.
207837.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
სანამ ლორი და ემი ცოლქმრულად დარონინებდნენ რბილ ხალიჩებზე, სახლს აწესრიგებდნენ და ბედნიერი მომავლის გეგმებს აწყობდნენ, მისტერ ბეერი და ჯო სულ სხვა ადგილებში – ტალახიან გზებსა და სველ მინდვრებში – სეირნობით ტკბებოდნენ.
While Laurie and Amy were taking conjugal strolls over velvet carpets, as they set their house in order, and planned a blissful future, Mr. Bhaer and Jo were enjoying promenades of a different sort, along muddy roads and sodden fields.
207838.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
„საღამოს პირას მუდამ სასეირნოდ გამოვდივარ და მარტო იმიტომ ხომ არ უნდა ვთქვა უარი სეირნობაზე, რომ გზაში პროფესორი მხვდება ხოლმე?“ თავისთვის თქვა ჯომ ორი-სამი შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ.
"I always do take a walk toward evening, and I don't know why I should give it up, just because I happen to meet the Professor on his way out," said Jo to herself, after two or three encounters.
207839.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მუდამ მოიჩქაროდა და თითქოს ვერასოდეს ხედავდა მას, სანამ მთლად ახლოს არ მოვიდოდა, მერე კი ისე მიაცქერდებოდა, თითქოს ბეცი თვალებით აქამდე ვერ იცნო მოახლოებული ქალბატონიო.
He was always walking rapidly, and never seemed to see her until quite close, when he would look as if his short-sighted eyes had failed to recognize the approaching lady till that moment.
207840.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ასეთ ვითარებაში რაღა რჩებოდა ჯოს გარდა იმისა, რომ თავაზიანად მისალმებოდა და შინ შეეპატიჟა.
Under the circumstances, what could Jo do but greet him civilly, and invite him in?