მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207841.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
თუკი მართლა დაღალა მისმა სტუმრობამ, ამ დაღლილობას უზადო ოსტატობით მალავდა და მუდამ ზრუნავდა, რომ ვახშმად ყავა ყოფილიყო „იმიტომ რომ ფრიდრიხს – უფრო სწორად მისტერ ბეერს – ჩაი არ უყვარს“.
If she was tired of his visits, she concealed her weariness with perfect skill, and took care that there should be coffee for supper, "as Friedrich—I mean Mr. Bhaer—doesn't like tea".
207842.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მეორე კვირის დასაწყისში ყველამ მშვენივრად იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ცდილობდნენ ისე დაეჭირათ თავი, თითქოს ბრმები იყვნენ და ვერ ამჩნევდნენ, როგორ შეეცვალა ჯოს სახე.
By the second week, everyone knew perfectly well what was going on, yet everyone tried to look as if they were stone-blind to the changes in Jo's face.
207843.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
და, თითქოს, ვერც იმას გუმანობდა ვინმე, რომ როცა პროფესორი ბეერი მამას ფილოსოფიაზე ესაუბრებოდა, იმავდროულად ქალიშვილს სიყვარულის გაკვეთილებს უტარებდა.
And no one seemed to have the slightest suspicion that Professor Bhaer, while talking philosophy with the father, was giving the daughter lessons in love.
207844.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
შიშით გული უსკდებოდა, დამცინებენ ამ კაპიტულაციისთვის მას მერე, რაც ამდენჯერ გააფთრებით გამოვაცხადე დამოუკიდებლობაო.
She was mortally afraid of being laughed at for surrendering, after her many and vehement declarations of independence.
207845.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ორი კვირის განმავლობაში პროფესორი ერთგულად მიდიმოდიოდა, როგორც შეყვარებულს შეჰფერის.
For a fortnight, the Professor came and went with lover-like regularity.
207846.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მერე კი მთელი სამი დღით დაიკარგა და არც არაფერი შემოუთვლია, რამაც ყველანი დაასერიოზულა, ჯო კი ჯერ ფიქრიანი გახდა, მერე კი – რომანისდა სავალალოდ – ძალიან გაბრაზდა.
Then he stayed away for three whole days, and made no sign, a proceeding which caused everybody to look sober, and Jo to become pensive, at first, and then—alas for romance—very cross.
207847.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ალბათ, გაღიზიანდა და ისე მოულოდნელად წავიდა შინ, რა მოულოდნელადაც ჩამოვიდა.
Disgusted, I dare say, and gone home as suddenly as he came.
207848.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
"ჩემთვის, ეგ, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ ხომ უნდა მოსულიყო და ჯენტლმენივით დაგვმშვიდობებოდა“, გაიფიქრა და უიმედო მზერა ესროლა ჭიშკარს, როცა იცვამდა, რომ ერთ მოღრუბლულ ნაშუადღევს, ჩვეულებისამებრ, სასეირნოდ წასულიყო.
"It's nothing to me, of course, but I should think he would have come and bid us goodbye like a gentleman," she said to herself, with a despairing look at the gate, as she put on her things for the customary walk one dull afternoon.
207849.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– პატარა ქოლგა წაიღე, შვილო, წვიმას აპირებს, – უთხრა დედამ და შენიშნა, რომ ჯოს ახალი თავსაბურავი ეხურა, მაგრამ არ შეიმჩნია.
You'd better take the little umbrella, dear. It looks like rain," said her mother, observing that she had on her new bonnet, but not alluding to the fact.
207850.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– კარგი, დე. ქალაქში რამე ხომ არ გინდა? მაღაზიაში უნდა შევირბინო და ფურცლები ვიყიდო, – მიუგო ჯომ და ნიკაპქვეშ ლენტების გასაბანტად სარკეში ჩაიხედა.
"Yes, Marmee, do you want anything in town? I've got to run in and get some paper," returned Jo, pulling out the bow under her chin before the glass.
207851.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ჰო, ცოტა დიაგონალური „სილეზია“ მინდა, ცხრა ნომერი ნემსების კომპლექტი და ორი იარდი ლავანდისფერი ვიწრო ლენტი. ხომ სქელძირა ბოტები გაცვია და მოსასხამის ქვეშაც რამე თბილი?
"Yes, I want some twilled silesia, a paper of number nine needles, and two yards of narrow lavender ribbon. Have you got your thick boots on, and something warm under your cloak?"
207852.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მგონი, კი, – დაბნეულად მიუგო ჯომ.
"I believe so," answered Jo absently.
207853.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– თუ შემთხვევით მისტერ ბეერს შეხვდე, წამოიყვანე, ჩაიზე დაგვეწვიოს. ძალიან მინდა იმ ძვირფასი ადამიანის ნახვა, – დაამატა მისის მარჩმა.
"If you happen to meet Mr. Bhaer, bring him home to tea. I quite long to see the dear man," added Mrs. March.
207854.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჯომ გაიგონა, მაგრამ პასუხად მხოლოდ აკოცა დედას და აჩქარებით წავიდა, თან კი, გულისტკივილის მიუხედავად, მადლიერებით გამთბარი ფიქრობდა, „რა კეთილად მექცევა! ნეტავი ის გოგოები როგორღა გადიან იოლას, ვისაც დედები არ ჰყავთ, რომ გასაჭირიდან გამოაღწევინონ?“
Jo heard that, but made no answer, except to kiss her mother, and walk rapidly away, thinking with a glow of gratitude, in spite of her heartache, "How good she is to me! What do girls do who haven't any mothers to help them through their troubles?"
207855.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ლოყაზე წვიმის წვეთი დაეცა და გაცრუებული იმედებიდან ფიქრი წახდენილ ლენტებზე გადაატანინა, და რადგან წვეთები კვლავ ცვიოდა, ხოლო ჯო მხოლოდ შეყვარებული კი არა, ქალიც იყო, იფიქრა, თუ გულს ვეღარაფერს ვუშველი, თავსაბურავი მაინც გადავარჩინოო.
A drop of rain on her cheek recalled her thoughts from baffled hopes to ruined ribbons. For the drops continued to fall, and being a woman as well as a lover, she felt that, though it was too late to save her heart, she might her bonnet.
207856.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ბარემაც გაახსენდა პატარა ქოლგა, სიჩქარეში შინ რომ დარჩა, მაგრამ სინანული რას უშველიდა! ახლა ან ქოლგა უნდა ენათხოვრა და ან გალუმპულიყო.
Now she remembered the little umbrella, which she had forgotten to take in her hurry to be off, but regret was unavailing, and nothing could be done but borrow one or submit to a drenching.
207857.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ახედა მოღუშულ ცას, დახედა წითელ ბანტს, რომელიც უკვე შავად დაწინწკლულიყო, გახედა წინ მიმავალ ტალახიან ქუჩას, ბოლოს კი უკან მიიხედა და ხანგრძლივად შეაჩერა მზერა რომელიღაც შემჭვარტლულ საწყობზე, რომელსაც კარის თავზე ეწერა „ჰოფმანი, შვარცი და კომპანია“ და მკაცრი საყვედურით ჩაილაპარაკა:
She looked up at the lowering sky, down at the crimson bow already flecked with black, forward along the muddy street, then one long, lingering look behind, at a certain grimy warehouse, with 'Hoffmann, Swartz, & Co.' over the door, and said to herself, with a sternly reproachful air...
207858.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჯო, შენ მაგივრად მე მრცხვენია! არა, არ წახვალ და არც ქოლგას გამოართმევ პროფესორის მეგობრებს და არც გამოჰკითხავ, სად არის-თქო.
Jo, I'm ashamed of you! No, you shall not go there to borrow an umbrella, or find out where he is, from his friends.
207859.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ამით ისე ფიცხად გაექანა ქუჩაზე გადასასვლელად, რომ ფეხად გაასწრო მომავალ ფურგონს, ბეწვზე გადაურჩა დაღუპვას და იქვე მიეხალა ვიღაც წარმოსადეგ მოხუც ჯენტლმენს, რომელმაც შესძახა, ბოდიში მომითხოვია, ქალბატონოო და სასტიკად ნაწყენი იერი მიიღო.
With that she rushed across the street so impetuously that she narrowly escaped annihilation from a passing truck, and precipitated herself into the arms of a stately old gentleman, who said, "I beg pardon, ma'am," and looked mortally offended.
207860.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ცოტა არ იყოს, დამფრთხალი ჯო წელში გაიმართა, განწირულ ლენტებზე ცხვირსახოცი გადაიფარა, საცდურს გაერიდა და აჩქარებით წავიდა წინ, გზადაგზა კოჭებამდე დასველდა, ზემოდან კი სულ უფრო ხშირად ჩამოესმოდა ქოლგების ერთიმეორეზე მიჯახების ხმები.
Somewhat daunted, Jo righted herself, spread her handkerchief over the devoted ribbons, and putting temptation behind her, hurried on, with increasing dampness about the ankles, and much clashing of umbrellas overhead.