მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207861.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ვგონებ, ვიცნობ ამ შეუპოვარ ლედის, ასე გაბედულად რომ გაუარა ცხვირცინ ცხენებს და ასე სცრაფად მიაბიჯებს ჩღაფში.
I feel to know the strong-minded lady who goes so bravely under many horse noses, and so fast through much mud.
207862.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
აქ რა საქმეზე ხართ, ჩემო მეგობარო?
What do you down here, my friend?
207863.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მისტერ ბეერმა საკონსერვო ქარხნიდან ტყავეულის საბითუმო ვაჭრობის კანტორაზე გადაიტანა მზერა და გაეღიმა, თქმით კი მხოლოდ ეს უთხრა თავაზიანად:
Mr. Bhaer smiled, as he glanced from the pickle factory on one side to the wholesale hide and leather concern on the other, but he only said politely.
207864.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– დიახ, გმადლობთ.
"Yes, thank you".
207865.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჯოს თავისი ლენტივით აუწითლდა ლოყები და თავის თავს ჰკითხა, ნეტავი რა იფიქრა ჩემზეო, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ მისთვის უკვე სულერთი გახდა, რადგან მიხვდა, რომ თავის პროფესორთან ხელიხელგაყრილი მიაბიჯებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მზე ერთბაშად გამობრწყინდა და გამობრდღვიალდა, ყველაფერი ადგილზე დადგა და ერთი ქალი სრულიად ბედნიერი მიშლაპუნებდა გუბე-გუბე.
Jo's cheeks were as red as her ribbon, and she wondered what he thought of her, but she didn't care, for in a minute she found herself walking away arm in arm with her Professor, feeling as if the sun had suddenly burst out with uncommon brilliancy, that the world was all right again, and that one thoroughly happy woman was paddling through the wet that day.
207866.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– გვეგონა, წახვედით, – აჩქარებით თქვა ჯომ, რადგან იცოდა, დამყურებსო.
"We thought you had gone," said Jo hastily, for she knew he was looking at her.
207867.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მაშ, დაიჯერეთ, რომ ცავიდოდი და არც კი გამოვემშვიდობებოდი იმ ხალხს, ვინც ესოდენ ქეთილი იყო ჩემ მიმართ? – ისე უსაყვედურა, რომ ჯომ იფიქრა, ამ ვარაუდით შეურაცხყოფა მივაყენეო და მხურვალედ მიუგო:
"Did you believe that I should go with no farewell to those who haf been so heavenly kind to me?" he asked so reproachfully that she felt as if she had insulted him by the suggestion, and answered heartily...
207868.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ვიცოდი, საქმე გქონდათ და მოუცლელი იყავით, მაგრამ მოგვენატრეთ, მეტადრე – დედას და მამას.
"I knew you were busy about your own affairs, but we rather missed you, Father and Mother especially".
207869.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– და, თქვენ? – მე მუდამ მიხარია თქვენი ნახვა, სერ.
"And you?" "I'm always glad to see you, sir".
207870.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჯოს უნდოდა, როგორმე მშვიდი ხმა ამოსვლოდა და ამ მოწადინებაში მეტისმეტად ცივად გამოუვიდა, ხოლო ბოლოს ნათქვამმა ერთმარცვლიანმა ყინულოვანმა სიტყვამ თითქოს გული მოუკლა პროფესორს, რადგან ღიმილი გაუქრა და წყნარად უთხრა:
In her anxiety to keep her voice quite calm, Jo made it rather cool, and the frosty little monosyllable at the end seemed to chill the Professor, for his smile vanished, as he said gravely...
207871.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მადლობელი ვარ, ცასვლამდე ერთხელ შემოგივლით.
"I thank you, and come one more time before I go."
207872.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მაშ, მაინც მიდიხართ?
"You are going, then?"
207873.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– აქ მეთი საქმე აღარ მაქვს; ღველაფერი დამთავრდა.
"I haf no longer any business here, it is done".
207874.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– იმედია, კარგად, – უთხრა ჯომ, რადგან პროფესორის მოკლე-მოკლე პასუხებში მწარე იმედგაცრუება იგრძნობოდა.
"Successfully, I hope?" said Jo, for the bitterness of disappointment was in that short reply of his.
207875.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მე ვგონებ ქი, იმითომ რომ საშუალება გამომიჩნდა ფურის ფულიც ვიშოვო და ჩემს Junglings-ებსაც უფრო მეთად მივეხმარო.
"I ought to think so, for I haf a way opened to me by which I can make my bread and gif my Junglings much help."
207876.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მიამბეთ, რა! ყველაფერი მინდა ვიცოდე... ბიჭებზე, – მხურვალედ სთხოვა ჯომ.
"Tell me, please! I like to know all about the—the boys," said Jo eagerly.
207877.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– დიდი თავაზიანობაა თქვენი მხრივ. სიამოვნებით გიამბობთ.
That is so kind, I gladly tell you.
207878.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ამისთვის მადლობელი უნდა ვიღო, არა?
For this I should be grateful, should I not?
207879.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– რა თქმა უნდა!
Indeed you should.
207880.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
რა მშვენიერია, რომ იმ საქმეს შეუდგებით, რაც გიყვართ, ჩვენ კი ხშირად გნახავთ, თქვენც და თქვენს ბიჭებსაც! – ბიჭები მოისაბაბა ჯომ იმ კმაყოფილების მიზეზად, რომელსაც ვერ მალავდა.
How splendid it will be to have you doing what you like, and be able to see you often, and the boys!" cried Jo, clinging to the lads as an excuse for the satisfaction she could not help betraying.