მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207881.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ჰო, მაგრამ სამცუხაროდ ხშირად ვერ შევხვდებით: სამუშაო დასავლეთში შემომთავაზეს.
"Ah! But we shall not meet often, I fear, this place is at the West".
207882.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ასე შორს?! – და ჯომ ხელი უშვა ქვედაკაბას და ბედის ანაბარად მიაგდო, თითქოს უკვე სულერთი იყო ან მის ტანისამოსს რა დაემართებოდა და ან თვითონ მას.
"So far away!" and Jo left her skirts to their fate, as if it didn't matter now what became of her clothes or herself.
207883.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მისტერ ბეერი რამდენიმე ენაზე კითხულობდა, მაგრამ ქალის გრძნობების ამოკითხვა ჯერ ვერ ესწავლა.
Mr. Bhaer could read several languages, but he had not learned to read women yet.
207884.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
როცა მკლავი შესთავაზა, ისე შემოხედა, რომ პროფესორი აღტაცებაში მოვიდა, მაგრამ როცა ჰკითხა, თქვენც თუ მოგენატრეთო, ისეთი ცივი, ფორმალური პასუხი გასცა, რომ გული მოუკლა.
When he offered her his arm, she took it with a look that filled him with delight, but when he asked if she missed him, she gave such a chilly, formal reply that despair fell upon him.
207885.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მისი წარმატების ამბავი რომ გაიგო, ლამის ტაში შემოჰკრა.
On learning his good fortune she almost clapped her hands.
207886.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ნუთუ მარტო ბიჭების ამბავმა გაახარა?
Was the joy all for the boys?
207887.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– აქეთ მაქვს საქმე. შემომყვებით? დიდხანს არ მოვუნდები.
"Here's the place for my errands. Will you come in? It won't take long".
207888.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჯოს საამაყოდ ჰქონდა, საყიდლებზე სიარული მეხერხებაო და გულით მოუნდა, თანამგზავრი გაეოცებინა და დაენახვებინა, რა აკურატულად და მკვირცხლად აგვარებდა ასეთ საქმეებს.
Jo rather prided herself upon her shopping capabilities, and particularly wished to impress her escort with the neatness and dispatch with which she would accomplish the business.
207889.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ნემსებიანი ლანგარი გადააყირავა, „სილეზია“ რომ „დიაგონალური“ უნდა ყოფილიყო, მას მერეღა გაახსენდა, როცა მოუჭრეს, ხურდის დათვლაც შეეშალა და ბოლოს მთლად შეირცხვინა თავი, რადგან ლავანდისფერი ლენტი ჩითეულის დახლთან მოითხოვა.
She upset the tray of needles, forgot the silesia was to be "twilled" till it was cut off, gave the wrong change, and covered herself with confusion by asking for lavender ribbon at the calico counter.
207890.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მისტერ ბეერი იქვე იდგა, უცქერდა, როგორ წითლდებოდა ჯო და შეცდომა შეცდომაზე მოსდიოდა; ამ ცქერაში თანდათან გაუარა უხერხულობამ და მიხვდა, რომ ზოგჯერ, სიზმრისა არ იყოს, ქალის ქცევაც უკუღმა უნდა ახსნა.
Mr. Bhaer stood by, watching her blush and blunder, and as he watched, his own bewilderment seemed to subside, for he was beginning to see that on some occasions, women, like dreams, go by contraries.
207891.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მაღაზიიდან რომ გამოვიდნენ, შეკვრა ცოტა გახალისებულმა ამოიდო იღლიაში და ისეთი შლაპაშლუპით გაუყვა გუბეებს, თითქოს ეს მთლიანობაში ძალიანაც მოსწონდა.
When they came out, he put the parcel under his arm with a more cheerful aspect, and splashed through the puddles as if he rather enjoyed it on the whole.
207892.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– აქ ხომ არ შევსულიყავით საღიდლებზე, როგორც თქვენ ეზახით და პაციებისთვის რამე გვეღიდა? იქნებ ამ საღამოს გამოსათხოვარი ნადიმი გავმართოთ, რაქი ჩემი ბოლო მოსვლა იქნება თქვენს ესოდენ საამურ სახლში? – ჰკითხა და ხილითა და ყვავილებით სავსე ვიტრინასთან შედგა.
"Should we no do a little what you call shopping for the babies, and haf a farewell feast tonight if I go for my last call at your so pleasant home?" he asked, stopping before a window full of fruit and flowers.
207893.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– რა ვიყიდოთ? – ჯომ ყურადღება არ მიაქცია მისი ფრაზის მეორე ნაწილს და როცა მაღაზიაში შევიდნენ, მოჩვენებითი აღტაცებით შეიყნოსა ერთმანეთში შერეული ნაირნაირი სურნელი.
"What will we buy?" asked Jo, ignoring the latter part of his speech, and sniffing the mingled odors with an affectation of delight as they went in.
207894.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ნიგოზი გიღვართ? – ციყვივით.
"Do you care for nuts?" "Like a squirrel."
207895.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მის მარჩ, ერთი დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან, – დაიწყო პროფესორმა, როცა წვიმაში ნახევარი კვარტალი გაიარეს.
"Miss Marsch, I haf a great favor to ask of you," began the Professor, after a moist promenade of half a block.
207896.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– დიახ, სერ, – და ჯოს ისე აუბაგუნდა გული, რომ შეშინდა, არ გაიგონოსო.
"Yes, sir?" and Jo's heart began to beat so hard she was afraid he would hear it.
207897.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– დიახ, სერ, – და ჯომ ისე გაშმაგებით მოუჭირა ხელები ყვავილებიან ქოთანს, რომ კინაღამ შემოეფშვნა.
"Yes, sir," and Jo nearly crushed the small flowerpot with the sudden squeeze she gave it.
207898.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მინდა ერთი ფათარა ქაბა ვუყიდო ჩემს თინას, მაგრამ ამ საქმისა არაფერი გამეგება და მართო ვერ ცავალ.
I wish to get a little dress for my Tina, and I am too stupid to go alone.
207899.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
თქვენი გემოვნებით ხომ ვერ მაღიდინებდით?
Will you kindly gif me a word of taste and help?
207900.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– დიახ, სერ, – და ჯოს ერთბაშად ისეთი სიმშვიდე და სიცივე დაეუფლა, თითქოს მაცივარში შეაბიჯაო.
"Yes, sir," and Jo felt as calm and cool all of a sudden as if she had stepped into a refrigerator.