მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207901.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ეგებ ერთი შალიც თინას დედისთვის, ძალიან ღარიბია და ავადმღოფი, ქმარიც მოსავლელი ჰღავს.
Perhaps also a shawl for Tina's mother, she is so poor and sick, and the husband is such a care.
207902.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
დიახ, დიახ, სქელი, თბილი შალი სცორედ კარგი საჩუქარი იქნება იმ პათარა დედისთვის.
Yes, yes, a thick, warm shawl would be a friendly thing to take the little mother.
207903.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
„მე ძალიან ვჩქარობ, ის კი ყოველწუთიერად უფრო და უფრო საყვარელი ხდება“, დაამატა თავისთვის ჯომ.
"I'm going very fast, and he's getting dearer every minute," added Jo to herself.
207904.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მისტერ ბეერმა ყველაფერი მას მიანდო და ჯომაც ლამაზი კაბა აურჩია ტინას, მერე კი შალები მოითხოვა.
Mr. Bhaer left it all to her, so she chose a pretty gown for Tina, and then ordered out the shawls.
207905.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– თქვენს მეუღლეს შეუძლია ეს არჩიოს: ჩინებული ხარისხია, ყველაზე შესაფერისი ფერი; სადაც გახლავთ და ელეგანტურიც, – თქვა, დაბერტყა ნაცრისფერი, თბილი შალი და ჯოს მხრებზე წამოასხა.
"Your lady may prefer this. It's a superior article, a most desirable color, quite chaste and genteel," he said, shaking out a comfortable gray shawl, and throwing it over Jo's shoulders.
207906.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მშვენიერი ქარგია, ავიღებთ, – მიუგო პროფესორმა და სანამ ფულს იხდიდა, ჩუმ-ჩუმად ეღიმებოდა, ჯო კი ამ დროს ისევ დახლებს უტრიალებდა, როგორც იაფი საქონლის ძებნაში გამოცდილი მუშტარი.
"Excellently well, we will haf it," answered the Professor, smiling to himself as he paid for it, while Jo continued to rummage the counters like a confirmed bargain-hunter.
207907.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ახლა შინ ცავიდეთ? – ისე ჰკითხა პროფესორმა, თითქოს ამ სიტყვებმა დიდი სიამოვნება მიანიჭაო.
"Now shall we go home?" he asked, as if the words were very pleasant to him.
207908.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– დიახ, გვიანია და ძალიან დავიღალე, – ჯოს იმაზე შესაბრალისი ხმა ჰქონდა, ვიდრე წარმოედგინა.
"Yes, it's late, and I'm so tired." Jo's voice was more pathetic than she knew.
207909.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მზე თითქოს ისევე უეცრად ჩავიდა, როგორც წეღან გამოვიდა და იქაურობა ისევ ტალახიანი და უბადრუკი გახდა; პირველად შენიშნა, რომ ფეხები გაყინვოდა, თავი სტკიოდა, ხოლო გული პირველზე უფრო ცივი ჰქონდა და უკანასკნელზე უფრო მტკივანი.
For now the sun seemed to have gone in as suddenly as it came out, and the world grew muddy and miserable again, and for the first time she discovered that her feet were cold, her head ached, and that her heart was colder than the former, fuller of pain than the latter.
207910.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მისტერ ბეერი მიემგზავრებოდა, ის მისთვის მხოლოდ მეგობარი იყო, ყველაფერი შეცდომა გამოდგა და რაც მალე მორჩებოდა ეს ამბავი, მით უკეთესი.
Mr. Bhaer was going away, he only cared for her as a friend, it was all a mistake, and the sooner it was over the better.
207911.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ამაზე ფიქრით დამძიმებულმა ისე ფათაფუთით დაუქნია ხელი მოახლოებულ ომნიბუსს, რომ ზიზილები ქოთნიდან გადმოუცვივდა და კარგა გვარიანად შეილახა.
With this idea in her head, she hailed an approaching omnibus with such a hasty gesture that the daisies flew out of the pot and were badly damaged.
207912.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ეს არ არის ჩვენი ომნიბუსი, – თქვა პროფესორმა, დატვირთულ ეტლს ხელით ანიშნა, გზა განაგრძეო და შეჩერდა, რომ ყვავილები წამოეკრიფა.
"This is not our omniboos," said the Professor, waving the loaded vehicle away, and stopping to pick up the flowers.
207913.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
არა უშავს, ფეხითაც შემიძლია.
Never mind, I can walk.
207914.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მიჩვეული ვარ ტალახში სიარულს, – მიუგო ჯომ და თვალები ჩქარ-ჩქარა აახამხამა, რადგან მოკვდებოდა და თვალებს მის დასანახად არ მოიწმენდდა.
"I'm used to plodding in the mud," returned Jo, winking hard, because she would have died rather than openly wipe her eyes.
207915.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
თავი მიატრიალა, მაგრამ მისტერ ბეერმა შენიშნა, რომ ლოყებზე წვეთები ჩამოსდიოდა.
Mr. Bhaer saw the drops on her cheeks, though she turned her head away.
207916.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ამ სანახაობამ, ეტყობა, ძლიერ იმოქმედა მასზე, რადგან მოულოდნელად დაიხარა და ისეთი ტონით ჰკითხა, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავდა: – ჩემო ზვირფასო და საღვარელო, რათომ თირით?
The sight seemed to touch him very much, for suddenly stooping down, he asked in a tone that meant a great deal, "Heart's dearest, why do you cry?"
207917.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჯო ესოდენ გამოუცდელი რომ არ ყოფილიყო ასეთ საქმეებში, ეტყოდა, იმიტომ ვტირი, რომ გავცივდიო ან ამ შემთხვევისთვის შესაფერის რაიმე ქალურ საბაბს მოიგონებდა, ამ უღირმა არსებამ კი ამის ნაცვლად თავშეუკავებელი სლუკუნით უპასუხა: – იმიტომ რომ მიდიხართ.
Now, if Jo had not been new to this sort of thing she would have said she wasn't crying, had a cold in her head, or told any other feminine fib proper to the occasion. Instead of which, that undignified creature answered, with an irrepressible sob, "Because you are going away."
207918.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– აჰ, mein Gott, რა ქარგია! – აღმოხდა მისტერ ბეერს და ტაშის შემოკვრა სცადა, თუმცა ქოლგა და ნავაჭრი უშლიდა, – ჯო, მე არაფერი გამაჩნია, რომ შემოგთავაზოთ გარდა დიდი სიღვარულისა.
"Ach, mein Gott, that is so good!" cried Mr. Bhaer, managing to clasp his hands in spite of the umbrella and the bundles, "Jo, I haf nothing but much love to gif you".
207919.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
იმისთვის ჩამოვედი, რომ გამეგო, გჩირდებათ თუ არა და ვიცდიდი, მინდოდა დავრცმუნებულიღავი, რომ თქვენთვის მეგობარზე მეთი ვარ. ასეა?
I came to see if you could care for it, and I waited to be sure that I was something more than a friend. Am I?
207920.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ბებერი ფრიცისთვისაც მოიზებნება თქვენს გულში ერთი ფათარა ადგილი?
Can you make a little place in your heart for old Fritz?