მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207921.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– დიახ! – მიუგო ჯომ და პროფესორი სრულიად კმაყოფილი დარჩა, რადგან ჯომ ორივე ხელი შემოხვია მკლავზე და ისეთი სახე გაუხდა, რომ ცხადი იყო, ბედნიერი ივლიდა მის გვერდით ცხოვრების გზაზე, თუნდაც ძველ ქოლგაზე უკეთესი თავშესაფარი არ ჰქონოდა, თუკი მას ეჭირებოდა.
"Oh, yes!" said Jo, and he was quite satisfied, for she folded both hands over his arm, and looked up at him with an expression that plainly showed how happy she would be to walk through life beside him, even though she had no better shelter than the old umbrella, if he carried it.
207922.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ხელის თხოვნა, უდავოდ, რთულ პირობებში მოხდა, რადგან მისტერ ბეერს ძალიანაც რომ სდომებოდა, მუხლებზე ვერ დაეშვებოდა, რაკი ტალახი იყო.
Much less could he indulge in tender remonstrations in the open street, though he was near it.
207923.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჰოდა, იმითღა შეეძლო აღტაცების გამოხატვა, რომ მისთვის ეცქირა: სახე მთლად გაუსხივოსნდა, ხოლო წვერზე მოციმციმე წვეთებში თითქოს პატარ-პატარა ცისარტყელები გაუჩნდაო.
So the only way in which he could express his rapture was to look at her, with an expression which glorified his face to such a degree that there actually seemed to be little rainbows in the drops that sparkled on his beard.
207924.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ასე ძლიერ რომ არ ჰყვარებოდა ჯო, იმ წუთში, ალბათ, ვერ შეუყვარდებოდა, რადგან იმას მიმზიდველი არაფერი გააჩნდა: ქვედაკაბა სავალალო დღეში ჰქონდა, რეზინის ბოტები – კოჭებამდე ტალახში ამოვლებული, თავსაბურავი კი განადგურებული.
If he had not loved Jo very much, I don't think he could have done it then, for she looked far from lovely, with her skirts in a deplorable state, her rubber boots splashed to the ankle, and her bonnet a ruin.
207925.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
გამვლელებს, ალბათ უწყინარი გიჟების წყვილი ეგონათ, რადგან ორივეს გადაავიწყდა, რომ ომნიბუსისთვის უნდა დაექნიათ ხელი და ნება-ნება გაუყვნენ გზას: არც ჩამოწოლილ ბინდს აგდებდნენ რამედ და არც – ნისლს.
Passers-by probably thought them a pair of harmless lunatics, for they entirely forgot to hail a bus, and strolled leisurely along, oblivious of deepening dusk and fog.
207926.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
აინუნშიც არ მოსდიოდათ, რას იფიქრებდნენ სხვები, რადგან იმ ბედნიერი საათით ნეტარებდნენ, რომელიც ცხოვრებაში მეტწილად ერთხელ დგება, იმ ჯადოსნური წამით, რომელიც მოხუცს სიჭაბუკით აჯილდოებს, ღარიბს – სიმდიდრით, ხოლო ადამიანის გულს წინასწარ დაანახვებს ზეცას.
Little they cared what anybody thought, for they were enjoying the happy hour that seldom comes but once in any life, the magical moment which bestows youth on the old, beauty on the plain, wealth on the poor, and gives human hearts a foretaste of heaven.
207927.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
პროფესორის შემხედვარე იფიქრებდით, სამეფო დაუპყრია და დედამიწა ამაზე მეტ ნეტარებას ვეღარაფერს შესთავაზებსო.
The Professor looked as if he had conquered a kingdom, and the world had nothing more to offer him in the way of bliss.
207928.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ხოლო ჯო ლასლასით მიჰყვებოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მისი ადგილი მუდამ აქ იყო და უკვირდა, როგორ შეიძლება, ოდესმე სხვა ბედი ამერჩიაო.
While Jo trudged beside him, feeling as if her place had always been there, and wondering how she ever could have chosen any other lot.
207929.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ცხადია, პირველმა მან დაილაპარაკა – მკაფიო ლაპარაკზე ვამბობ, რადგან ის გრძნობიერი წამოძახილები, რომლებიც მის მგზნებარე „ოჰ, დიახს“ მოჰყვა, არც გასაგები იყო და არც ხსენებად ღირდა.
Of course, she was the first to speak— intelligibly, I mean, for the emotional remarks which followed her impetuous "Oh, yes!" were not of a coherent or reportable character.
207930.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ფრიდრიხ, რატომ არ...
"Friedrich, why didn't you..."
207931.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– აჰ, ზეცავ, სახელს მეზახის! მინას სიქვდილის შემდეგ ჩემთვის სახელი აღარავის დაუზახია! – წამოიძახა პროფესორმა, გუბეში შეჩერდა და მადლიერებითა და აღტაცებით მიაცქერდა.
"Ah, heaven, she gifs me the name that no one speaks since Minna died!" cried the Professor, pausing in a puddle to regard her with grateful delight.
207932.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– გულში მუდამ ასე გეძახით – დამავიწყდა... მაგრამ თუ არ მოგწონთ, აღარ დაგიძახებთ.
"I always call you so to myself—I forgot, but I won't unless you like it".
207933.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მომცონსო? ვერც ქი გამომითქვამს, რა თქბილად ჩამესმის.
Like it? It is more sweet to me than I can tell.
207934.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– სენთიმენთალური? დიახ!
Sentimental? Yes.
207935.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მადლობა ღმერთს, ჩვენ, გერმანელებს, გვცამს სენთიმენთალობისა და ამის ცღალობით ვინარჩუნებთ ახალგაზრდობას.
Thank Gott, we Germans believe in sentiment, and keep ourselves young mit it.
207936.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– კარგი. ეს ყველაფერი რატომ ადრევე არ მითხარი? – მორცხვად ჰკითხა ჯომ.
"Well, then, why didn't thou tell me all this sooner?" asked Jo bashfully.
207937.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ახლა გული უნდა გადაგიშალო და სიხარულით გადაგიშლი, იმითომ რომ ამის მერე ამ გულს შენ უნდა მიხედო.
Now I shall haf to show thee all my heart, and I so gladly will, because thou must take care of it hereafter.
207938.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
აი, მისმინე, ჩემო ჯო, – ჰა, რა საღვარელი, სასაცილო ფათარა სახელია! იმ დღეს ვაფირებდი რაღაცის თქმას, როცა ნიუ-იორქში დაგემშვიდობე, მაგრამ მეგონა, ლამაზი მეგობარი შენი დანიშნული იღო და აღარაფერი ვთქვი.
See, then, my Jo—ah, the dear, funny little name—I had a wish to tell something the day I said goodbye in New York, but I thought the handsome friend was betrothed to thee, and so I spoke not.
207939.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
შენ „ჰოს“ მეთღოდი, რამე რომ მეთქვა?
Wouldst thou have said "Yes", then, if I had spoken?
207940.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– არ ვიცი. ალბათ, არა, იმიტომ რომ მაშინ გული საერთოდ არ გამაჩნდა.
"I don't know. I'm afraid not, for I didn't have any heart just then".