მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207941.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ჰო, პირველი სიყვარული ყველაზე უმჯობესია, ჰოდა შეგიძლია გული საგულეს გქონდეს. მე სხვა სიყვარული არ განმიცდია.
Yes, the first love is the best, but be so contented, for I never had another.
207942.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ტედი მხოლოდ ბიჭი იყო და მალევე მოინელა თავისი პატარა გატაცება, – მიუგო ჯომ, რადგან ერთი სული ჰქონდა, პროფესორისთვის შეცდომა შეესწორებინა.
"Teddy was only a boy, and soon got over his little fancy," said Jo, anxious to correct the Professor's mistake.
207943.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ქეთილი! მაშ, ბედნიერი ვიქნები და დარცმუნებული, რომ ღველაფერს მე მაზლევ.
"Good! Then I shall rest happy, and be sure that thou givest me all.
207944.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– აი, ამან, – და მისტერ ბეერმა ჟილეტის ჯიბიდან პატარა, გაცრეცილი ფურცელი ამოიღო.
"This," and Mr. Bhaer took a little worn paper out of his waistcoat pocket.
207945.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– შემთხვევით ცავაცღდი. სახელები ეცერა, ბოლოში – ინიციალები, და შიგ ერთი ფათარა სთროფი იღო, რომელიც თითქოს მეზახდა.
I found it by chance. I knew it by the names and the initials, and in it there was one little verse that seemed to call me.
207946.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ცაიქითხე და იპოვე.
Read and find him.
207947.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ცავიდეს, თავისი ვალი შეასრულა, მე ქი ახალი მექნება, როცა იმ ღავისფერ ციგნს ცავიკითხავ, სადაც ჯო თავის ფათარ-ფათარა საიდუმლოებებს მალავს, – თქვა მისტერ ბეერმა და ღიმილით გააყოლა თვალი ქარში გაბნეულ ნაკუწებს.
"Let it go, it has done its duty, and I will haf a fresh one when I read all the brown book in which she keeps her little secrets," said Mr. Bhaer with a smile as he watched the fragments fly away on the wind.
207948.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ჰო, – დაუმატა მერე დინჯად, – ცავიკითხე ეს და ჩემთვის ვიფიქრე: დარდიანია, მართოსული, უნდა, რომ ნამდვილ სიღვარულში იფოვოს ნუგეში.
"Yes," he added earnestly, "I read that, and I think to myself, She has a sorrow, she is lonely, she would find comfort in true love.
207949.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
იქნებ ცავიდე და ვუთხრა: „თუ ეს ზალიან უბადრუქი რამ არ არის იმისთვის, რის მიღების იმედიც მაქვს, გამომართვი, ღვთის გულისთვის“.
Shall I not go and say, "If this is not too poor a thing to gif for what I shall hope to receive, take it in Gott's name?"
207950.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მერე კი ჩამოხვედი და გაიგე, რომ „ძალიან უბადრუკი“ კი არა, ის ერთადერთი რამაა, რაც მჭირდება, – წაიჩურჩულა ჯომ.
"And so you came to find that it was not too poor, but the one precious thing I needed," whispered Jo.
207951.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჯოს ეს ნათქვამი დიდებულად მოეჩვენა და გადაწყვიტა, თავისი რაინდის ღირსი ყოფილიყო, მიუხედავად იმის, რომ ეს რაინდი მერანზე ამხედრებული და მორთულ-მოკაზმული არ მოქროლებულა.
Jo thought that was splendid, and resolved to be worthy of her knight, though he did not come prancing on a charger in gorgeous array.
207952.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– განა ადვილი იღო, მაგრამ გულმა არ გამიშვა, რომ ასეთი ბედნიერი სახლიდან ცამეღვანე, სანამ იმდენი არ მექნებოდა, რომ სხვა სახლის შემოთავაზება შემზლებოდა – თუგინდ დიდი ხნისა და გულმოდგინე შრომის შემდეგ.
It was not easy, but I could not find the heart to take you from that so happy home until I could haf a prospect of one to gif you, after much time, perhaps, and hard work.
207953.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
როგორ მეთხოვა, ამდენ რამეზე თქვი უარი ღარიბი, ბებერი ქაცისთვის, ვისაც არაფერი აბადია გარდა ცოთა სცავლულობისა-მეთქი.
How could I ask you to gif up so much for a poor old fellow, who has no fortune but a little learning?
207954.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– მიხარია, რომ ღარიბი ხარ. მდიდარ ქმარს ვერ ავიტანდი, – მტკიცედ მიუგო ჯომ და მერე ალერსიანად დაამატა, – სიღარიბისა ნუ გეშინია.
"I'm glad you are poor. I couldn't bear a rich husband," said Jo decidedly, adding in a softer tone, "Don't fear poverty".
207955.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მე იმდენი ხანია, ვიცნობ, რომ აღარ ვუფრთხი და სიხარულით ვიმუშავებ იმათთვის, ვინც მიყვარს; და ნურც ბებერს ეძახი შენს თავს.
I've known it long enough to lose my dread and be happy working for those I love, and don't call yourself old.
207956.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
სამოცდაათისა რომ ყოფილიყავი, მაინც შემიყვარდებოდი!
I couldn't help loving you if you were seventy!
207957.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
პროფესორს ისე აუჩუყდა გული, რომ სიხარულით მოიხმარდა ცხვირსახოცს, თუკი ჩასწვდებოდა, მაგრამ რადგან ვერ ჩასწვდა, ჯომ შეუმშრალა თვალები, ორიოდე შეკრულა გამოართვა და სიცილით უთხრა:
The Professor found that so touching that he would have been glad of his handkerchief, if he could have got at it. As he couldn't, Jo wiped his eyes for him, and said, laughing, as she took away a bundle or two...
207958.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– იქნებ მეტისმეტად უდრეკი ვარ, მაგრამ იმას მაინც ვერავინ იტყვის, თავის სტიქიაში არ არისო: აკი ამბობენ, ქალის დანიშნულება ცრემლის შეშრობა და ტვირთის ზიდვააო.
I may be strong-minded, but no one can say I'm out of my sphere now, for woman's special mission is supposed to be drying tears and bearing burdens.
207959.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
შეეგუე ამ აზრს, თორემ არსადაც არ წამოვალ, – დაამატა გადაჭრით, როცა თავისი ტვირთის უკან გამორთმევა დაუპირა.
"Make up your mind to that, or I'll never go," she added resolutely, as he tried to reclaim his load.
207960.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ვნახოთ. გეღოფა დიდხანს ლოდინის მოთმინება, ჯო?
We shall see. Haf you patience to wait a long time, Jo?