მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207961.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მე უნდა ცავიდე და მარტო ვიშრომო.
I must go away and do my work alone.
207962.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჯერ ჩემს ბიჩებს უნდა მივეხმარო, იმიტომ რომ შენი გულისთვისაც ქი ვერ გავტეხ მინასთვის მიცემულ სითღვას.
I must help my boys first, because, even for you, I may not break my word to Minna.
207963.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
შეგიზლია, ეგ მაფათიო და ბედნიერი იღო, სანამ იმედოვნება და მოცდა დაგვჩირდება?
Can you forgif that, and be happy while we hope and wait?
207964.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– ჰო. ვიცი, რომ შემიძლია, იმიტომ რომ გვიყვარს ერთმანეთი და ეს ყველაფრის ატანას გაგვიადვილებს.
Yes, I know I can, for we love one another, and that makes all the rest easy to bear.
207965.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
მეც მაქვს ჩემი ვალდებულება და ჩემი საქმე.
I have my duty, also, and my work.
207966.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
შენ დასავლეთში გააკეთებ შენს საქმეს, მე კი – აქ და ორივენი ბედნიერები ვიქნებით, უკეთესობის იმედი გვექნება და მომავალს ღვთის ნებაზე მივანდობთ.
You can do your part out West, I can do mine here, and both be happy hoping for the best, and leaving the future to be as God wills.
207967.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
– აჰ! რამოდენ იმედს და გამბედაობას მაზლევ, მე ქი არაფერი მაქვს მოსაცემი გარდა სიღვარულით სავსე გულისა და ამ ცარიელი ხელებისა! – აღმოხდა საბოლოოდ ძლეულ პროფესორს.
"Ah! Thou gifest me such hope and courage, and I haf nothing to gif back but a full heart and these empty hands," cried the Professor, quite overcome.
207968.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
ჯომ ვერა და ვერ ისწავლა წესიერი ყოფაქცევა, და როცა მის გვერდით, კიბის თავში მდგარმა პროფესორმა ზემოთქმული სიტყვები თქვა, მან, უბრალოდ, ორივე ხელი ჩაუდო ხელში, ნაზად წასჩურჩულა, ახლა ხომ ცარიელი აღარ არისო, დაიხარა და ქოლგის ქვეშ აკოცა თავის ფრიდრიხს.
Jo never, never would learn to be proper, for when he said that as they stood upon the steps, she just put both hands into his, whispering tenderly, "Not empty now," and stooping down, kissed her Friedrich under the umbrella.
207969.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 23
საშინელება იყო, მაგრამ მაინც იზამდა, ღობეზე კუდგაწუწული ბეღურების ნაცვლად ადამიანები რომ მსხდარიყვნენ, რადგან მართლაც რომ შორს შეტოპა და აღარაფერი ახსოვდა თავისი ბედნიერების გარდა.
It was dreadful, but she would have done it if the flock of draggletailed sparrows on the hedge had been human beings, for she was very far gone indeed, and quite regardless of everything but her own happiness.
207970.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ჭირნახული.
HARVEST TIME.
207971.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ჯოსა და მის პროფესორს მთელი წელი შრომასა და ლოდინში, იმედოვნებასა და სიყვარულში გაუვიდათ, ერთმანეთს იშვიათად ნახულობდნენ, მაგრამ სამაგიეროდ იმსიგრძე წერილებს უგზავნიდნენ, რომ ლორის თქმით, სწორედ მათი ბრალი იყო, ქაღალდის ფასის ბოლოდროინდელი მატება.
For a year Jo and her Professor worked and waited, hoped and loved, met occasionally, and wrote such voluminous letters that the rise in the price of paper was accounted for, Laurie said.
207972.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მეორე წელი უსიხარულოდ დაიწყო, რადგან პერსპექტივებს უკეთესობა არ დასტყობია და, მოულოდნელად, პაპიდა მარჩიც გარდაიცვალა.
The second year began rather soberly, for their prospects did not brighten, and Aunt March died suddenly.
207973.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მაგრამ როცა პირველი ელდა გაუნელდათ (რადგან მწარე ენის მიუხედავად, უყვარდათ მოხუცებული ლედი), გაირკვა, რომ თურმე სიხარულის მიზეზიც ჰქონდათ: პაპიდას პლამფილდის მამული ჯოსთვის დაეტოვებინა.
But when their first sorrow was over—for they loved the old lady in spite of her sharp tongue—they found they had cause for rejoicing, for she had left Plumfield to Jo.
207974.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– მშვენიერი ძველი კარმიდამოა და კარგ ფულსაც მოგიტანს: ხომ გაყიდვას უპირებ? – ჰკითხა ლორიმ, როცა რამდენიმე კვირის შემდეგ ამ საკითხზე დაიწყეს საუბარი.
"It's a fine old place, and will bring a handsome sum, for of course you intend to sell it," said Laurie, as they were all talking the matter over some weeks later.
207975.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– არა, – გადაჭრით მიუგო ჯომ და ჩასუქებულ პუდელს მოეფერა, რომელიც მისი პატრონის პატივისცემით დაიტოვა.
"No, I don't," was Jo's decided answer, as she petted the fat poodle, whom she had adopted, out of respect to his former mistress.
207976.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ჰო, მაგრამ იქ ხომ არ უნდა იცხოვრო? – უნდა ვიცხოვრო.
"You don't mean to live there?" "Yes, I do."
207977.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– კი, მაგრამ ჩემო გოგონი, მაგ უშველებელი სახლის მოვლაპატრონობას ბლომად ფული დასჭირდება.
But, my dear girl, it's an immense house, and will take a power of money to keep it in order.
207978.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
პარკსა და ბაღს ხომ ორი-სამი კაცი უნდა მიამაგრო, თან, როგორც ვატყობ, სოფლის მეურნეობა ბეერის საქმე არ არის.
The garden and orchard alone need two or three men, and farming isn't in Bhaer's line, I take it.
207979.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– და, იქ მოყვანილი ჭირნახულით უნდა ირჩინოთ თავი?
And you expect to live on the produce of the place?
207980.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ნამდვილი სამოთხე იქნებოდა, მაგრამ მალე მიხვდებით, რომ უიმედო ჯაფაა.
Well, that sounds paradisiacal, but you'll find it desperate hard work.