მოიძებნა 669199 ჩანაწერი
207981.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ჩვენ რა ჭირნახულსაც მოვიყვანთ, შემოსავლიანი იქნება, – გაეცინა ჯოს.
"The crop we are going to raise is a profitable one," and Jo laughed.
207982.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– მერედა, რა არის ეგ მშვენიერი ჭირნახული, მემ?
"Of what is this fine crop to consist, ma'am?"
207983.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ბიჭები. პატარა ბიჭების სკოლა უნდა გავხსნა: კარგი, მხიარული, ოჯახური სკოლა: მე მოვუვლი, ფრიცი კი ასწავლის.
"Boys. I want to open a school for little lads—a good, happy, homelike school, with me to take care of them and Fritz to teach them."
207984.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– მე მომწონს, – გადაჭრით თქვა მისის მარჩმა.
"I like it," said Mrs. March decidedly.
207985.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ჯოს დიდი ჯაფა დააწვება, – თქვა მეგმა და თავზე ხელი გადაუსვა თავის ერთადერთ ვაჟს, რომელიც მთელ მის დროსა და ენერგიას მოითხოვდა.
"It will be an immense care for Jo," said Meg, stroking the head of her one all-absorbing son.
207986.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ჯო აუვა და ძალიანაც ბედნიერი იქნება. ჩინებული აზრია. აბა, წვრილად გვიამბე! – წამოიძახა მისტერ ლორენსმა, რომელსაც ძალიან უნდოდა, შეყვარებულებისთვის ხელი გაემართა, მაგრამ იცოდა, უარზე დადგებოდნენ.
"Jo can do it, and be happy in it. It's a splendid idea. Tell us all about it," cried Mr. Laurence, who had been longing to lend the lovers a hand, but knew that they would refuse his help.
207987.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ვიცოდი, მხარს დამიჭერდით, სერ. ემიც ჩემკენ არის – თვალებში ვატყობ, თუმცა უნდა, ჯერ დინჯად მოიფიქროს და მერე თქვას სათქმელი.
I knew you'd stand by me, sir. Amy does too—I see it in her eyes, though she prudently waits to turn it over in her mind before she speaks.
207988.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ჰოდა, ჩემო კარგო ხალხო, – დამაჯერებლად განაგრძო ჯომ, – უნდა იცოდეთ, რომ ეგ აზრი ახალი არ არის: დიდი ხანია, რაც ამ გეგმას ველოლიავები.
"Now, my dear people," continued Jo earnestly, "just understand that this isn't a new idea of mine, but a long cherished plan.
207989.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
სანამ ჩემი ფრიცი გამოჩნდებოდა, მანამდეც ვფიქრობდი, როცა ქონებას დავაგროვებ და შინ აღარავის დავჭირდები, ვიქირავებ ერთ დიდ სახლს, შევაგროვებ რამდენიმე ღარიბ, მიტოვებულ, უდედო ბიჭს, მივხედავ და, სანამ ძალიან დაგვიანებული არ იქნება, საამური ცხოვრებით ვაცხოვრებ-მეთქი.
Before my Fritz came, I used to think how, when I'd made my fortune, and no one needed me at home, I'd hire a big house, and pick up some poor, forlorn little lads who hadn't any mothers, and take care of them, and make life jolly for them before it was too late.
207990.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მისის მარჩმა ჯოს ხელი გაუწოდა, იმანაც ცრემლნარევი ღიმილით ჩაჰკიდა თავისი ხელი და განაგრძო იმ ძველებური შემართებით, რომელიც დიდი ხანი იყო, აღარავის ენახა.
Mrs. March held out her hand to Jo, who took it, smiling, with tears in her eyes, and went on in the old enthusiastic way, which they had not seen for a long while.
207991.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ერთხელ ფრიცს ვუამბე ჩემი გეგმა; მითხრა, სწორედ საჩემო საქმეა და თანახმა ვარ, ვცადოთ, როცა გავმდიდრდებითო.
I told my plan to Fritz once, and he said it was just what he would like, and agreed to try it when we got rich.
207992.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ფული იმდენ ხანს არ უჩერდება ჯიბეში, რომ შეგროვება დაიწყოს.
Money doesn't stay in his pocket long enough to lay up any.
207993.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მაგრამ ახლა, ჩემი კეთილი, მოხუცი პაპიდის წყალობით, ვისაც იმაზე უფრო ვუყვარდი, ვიდრე ღირსი ვიყავი, მდიდარი ვარ; ყოველ შემთხვევაში, თავი მდიდარი მგონია და შეგვიძლია მშვენივრად დავფუძნდეთ პლამფილდში, თუკი წარმატებული სკოლა გვექნა.
But now, thanks to my good old aunt, who loved me better than I ever deserved, I'm rich, at least I feel so, and we can live at Plumfield perfectly well, if we have a flourishing school.
207994.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
იქაურობა ზედგამოჭრილია ბიჭებისთვის. სახლი დიდია, ავეჯი მკვიდრი და უბრალო.
It's just the place for boys, the house is big, and the furniture strong and plain.
207995.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
პარკსა და ბაღში მოგვეხმარებიან: ჯანმრთელი სამუშაოა, არა, სერ?
They could help in the garden and orchard. Such work is healthy, isn't it, sir?
207996.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მერე, ფრიცი თავისებურად აღზრდის და გაანათლებს, მამაც მიეხმარება.
Then Fritz could train and teach in his own way, and Father will help him.
207997.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მე გამოვკვებავ, მოვუვლი, მოვეფერები და დავტუქსავ ხოლმე, დედა კი ჩემი დამხმარე იქნება.
I can feed and nurse and pet and scold them, and Mother will be my stand-by.
207998.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
წარმოიდგინეთ, რა ნეტარებაა: პლამფილდი ჩემია და ბევრი ბიჭებიც მეყოლება, რომ იქ ერთად ვიხალისოთ.
Think what luxury— Plumfield my own, and a wilderness of boys to enjoy it with me.
207999.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ჯომ ხელები აიქნია და ისეთი აღტაცებით ამოიხვნეშა, რომ მთელ ოჯახს სიცილი აუტყდა, მისტერ ლორენსმა კი იმდენი იხარხარა, იფიქრეს, სისხლი ჩაექცევაო.
As Jo waved her hands and gave a sigh of rapture, the family went off into a gale of merriment, and Mr. Laurence laughed till they thought he'd have an apoplectic fit.
208000.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– უკვე მედიდურობა დაიწყო, – თქვა ლორიმ, რომელსაც ეს იდეა მშვენიერ ხუმრობად ეჩვენებოდა, – მაგრამ შეიძლება გკითხოთ, როგორ აპირებთ თქვენი დაწესებულების შენახვას?
"She is putting on airs already," said Laurie, who regarded the idea in the light of a capital joke. "But may I inquire how you intend to support the establishment?"