მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208001.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
თუ მოწაფეებად სულ კონკიაჟღარუნები გეყოლათ, არა მგონია, ჭირნახულმა მაინცდამაინც დიდი შემოსავალი მოგიტანოთ საყოფაცხოვრებო გაგებით, მისის ბეერ.
If all the pupils are little ragamuffins, I'm afraid your crop won't be profitable in a worldly sense, Mrs. Bhaer.
208002.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ცხადია, მდიდარი მოწაფეებიც მეყოლება – იქნებ საერთოდაც მაგით დავიწყოთ.
Of course I shall have rich pupils, also—perhaps begin with such altogether.
208003.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მერე, როცა საქმე აეწყობა, ერთ-ორ კონკიაჟღარუნასაც გავიჩენთ – ისე, პირის გემოსთვის.
Then, when I've got a start, I can take in a ragamuffin or two, just for a relish.
208004.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ხშირად მდიდარი ხალხის შვილებსაც ისე სჭირდებათ მოვლა და ნუგეში, როგორც ღარიბებს.
Rich people's children often need care and comfort, as well as poor.
208005.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მინახავს, მსახურების ამარა მიყრილი უბედური პატარები ან მორიდებულები, რომლებსაც ხალხში ტრიალს აძალებენ, არადა ეგ ხომ ნამდვილი სისასტიკეა.
I've seen unfortunate little creatures left to servants, or backward ones pushed forward, when it's real cruelty.
208006.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
თანაც, მათ შორის საუკეთესოებსაც კი გასავლელი აქვთ მოუქნელი მოზარდობის ასაკი და სწორედ მაგ დროს სჭირდებათ ყველაზე მეტი მოთმინება და სიკეთე.
Besides, the best have to get through the hobbledehoy age, and that's the very time they need most patience and kindness.
208007.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
თან, გამოცდილებაც ხომ მაქვს: განა მე არ აღვზარდე ერთი ბიჭი თავისი ოჯახის სასახელოდ და საამაყოდ?
I've had experience, too, for haven't I brought up one boy to be a pride and honor to his family?
208008.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– დაგიდასტურებ, რომ ცდილობდი, – უთხრა ლორიმ და მადლიერად შეხედა.
"I'll testify that you tried to do it," said Laurie with a grateful look.
208009.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– და შედეგმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა: აი, შენ, გაწონასწორებული, საღად მოაზროვნე ბიზნესმენი ხარ, შენი ფულით ათას კეთილ საქმეს აკეთებ და დოლარების მაგივრად ღარიბების მადლობას იხვეჭ.
"And I've succeeded beyond my hopes, for here you are, a steady, sensible businessman, doing heaps of good with your money, and laying up the blessings of the poor, instead of dollars.
208010.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ოღონდ მარტო ბიზნესმენი კი არ ხარ, ის ყველაფერიც გიყვარს, რაც კარგი და ლამაზია, შენც ტკბები და სხვებსაც უყოფ მაგ სიტკბოებას, როგორც წინათ იცოდი.
But you are not merely a businessman, you love good and beautiful things, enjoy them yourself, and let others go halves, as you always did in the old times.
208011.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
საამაყოდ მყავხარ, ტედი, იმიტომ რომ წლითიწლობით უკეთესი და უკეთესი ხდები და ამას ყველა გრძნობს, თუმცა შენ მაგაზე ხმას არავის აღებინებ.
I am proud of you, Teddy, for you get better every year, and everyone feels it, though you won't let them say so.
208012.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
საწყალმა ლორიმ აღარ იცოდა, საით გაეხედა, რადგან ზრდასრული მამაკაცი კი იყო, მაგრამ მაინც ძველებურმა ბიჭურმა სიმორცხვემ შემოუტია, როცა ამ შადრევანივით ამოფრქვეულმა ქება-დიდებამ ყველანი მისკენ მიახედა მოწონებითა და ღიმილით.
Poor Laurie didn't know where to look, for, man though he was, something of the old bashfulness came over him as this burst of praise made all faces turn approvingly upon him.
208013.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– კარგი, რა, ჯო, რა ამბავია, – ბიჭობაში რომ იცოდა, სწორედ ისე დაიწყო ახლაც, – რაც შენ ჩემთვის სიკეთე გიქნია, მარტო იმით თუ გადაგიხდი, რომ რაც ძალი და ღონე მაქვს ვეცადო, როგორმე იმედი არ გაგიცრუო.
"I say, Jo, that's rather too much," he began, just in his old boyish way. "You have all done more for me than I can ever thank you for, except by doing my best not to disappoint you".
208014.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– მე თუ მკითხავთ, ამქვეყნად ოჯახზე კარგი არაფერია! – წამოიძა ჯომ, რომელიც იმ წუთას უჩვეულოდ გახალისებული იყო, - როცა ჩემი ოჯახი მეყოლება, იმედი მაქვს, ისეთივე ბედნიერი იქნება, როგორც ის სამი ოჯახი, მე რომ ვიცნობ და ყველაზე მეტად მიყვარს.
"I do think that families are the most beautiful things in all the world!" burst out Jo, who was in an unusually up-lifted frame of mind just then, "When I have one of my own, I hope it will be as happy as the three I know and love the best".
208015.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ჯონი და ჩემი ფრიციც რომ აქ იყვნენ, ნამდვილი პატარა, მიწიერი სამოთხე იქნებოდა, – დაამატა ბოლოს შედარებით მშვიდად.
"If John and my Fritz were only here, it would be quite a little heaven on earth," she added more quietly.
208016.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მერე, როცა თავის ოთახში ავიდა ოჯახური თათბირის, იმედებისა და გეგმების ნეტარი საღამოს შემდეგ, ბედნიერებით სავსე გული იმით დაიწყნარა, რომ მუხლებზე დაეშვა ცარიელ საწოლთან, მუდამ მისი საწოლის გვერდით რომ იდგა და ალერსიანად დაიწყო ფიქრი ბეთზე.
And that night when she went to her room after a blissful evening of family counsels, hopes, and plans, her heart was so full of happiness that she could only calm it by kneeling beside the empty bed always near her own, and thinking tender thoughts of Beth.
208017.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ის წელიწადი სრულიად გასაოცარი გამოდგა: ყველაფერი თითქოს უჩვეულოდ სწრაფად და წარმტაცად ხდებოდა.
It was a very astonishing year altogether, for things seemed to happen in an unusually rapid and delightful manner.
208018.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ჯომ მოხედვა ვერ მოასწრო, რომ გათხოვდა და პლამფილდში დასახლდა.
Almost before she knew where she was, Jo found herself married and settled at Plumfield.
208019.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მერე სოკოსავით ერთბაშად აღმოცენდა ექვსიშვიდი ბიჭისგან შემდგარი ოჯახი და განსაცვიფრებლად აყვავდა, ბიჭები მდიდრებიც იყვნენ და ღარიბებიც, რადგან მისტერ ლორენსი გამუდმებით პოულობდა გულისმომკვლელი გაჭირვების შემთხვევებს და ბეერებს ემუდარებოდა, ოღონდაც ბავშვი შეიბრალეთ და სიხარულით გავიღებ იმ მცირე თანხას, რაც მის შენახვას დასჭირდებაო.
Then a family of six or seven boys sprung up like mushrooms, and flourished surprisingly, poor boys as well as rich, for Mr. Laurence was continually finding some touching case of destitution, and begging the Bhaers to take pity on the child, and he would gladly pay a trifle for its support.
208020.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ასე აუხვია თვალი ჯოს მოხერხებულმა მოხუცმა ჯენტლმენმა და სწორედ ისეთი ბიჭებით მოამარაგა, ვისთან მუშაობაც ყველაზე მეტ სიხარულს მიანიჭებდა.
In this way, the sly old gentleman got round proud Jo, and furnished her with the style of boy in which she most delighted.