მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208021.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ცხადია, დასაწყისში დიდი ჯაფა შეხვდათ და გამოუცდელობით ჯოს ბევრი შეცდომაც მოუვიდა, მაგრამ ბრძენმა პროფესორმა მოახერხა, მშვიდობიანად შეიყვანა წყნარ წყლებში და, საბოლოოდ, ყველაზე გადარეული კონკიაჟღარუნაც კი მოათვინიერეს.
Of course it was uphill work at first, and Jo made queer mistakes, but the wise Professor steered her safely into calmer waters, and the most rampant ragamuffin was conquered in the end.
208022.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
იქაურობა მოდური სკოლა ვერ გახდა და ვერც პროფესორმა დააგროვა ქონება, სამაგიეროდ იმად იქცა, რაც ჯოს უნდოდა – ბედნიერ სახლად იმ ბიჭებისთვის, ვისაც სწავლა, მზრუნველობა და სიკეთე სჭირდებოდათ.
It never was a fashionable school, and the Professor did not lay up a fortune, but it was just what Jo intended it to be—"a happy, homelike place for boys, who needed teaching, care, and kindness".
208023.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მალე დიდი სახლის ყველა ოთახი სავსე იყო.
Every room in the big house was soon full.
208024.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ახლა ბიჭები საკმარისად ჰყავდა და არასოდეს ღლიდნენ, თუმცა ანგელოზები ნამდვილად არ იყვნენ და ზოგი იმათგანი ბევრ სადარდელსა და საზრუნავს უჩენდა მათ.
She had boys enough now, and did not tire of them, though they were not angels, by any means, and some of them caused them much trouble and anxiety.
208025.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
თუმცა, ჯოს ისე სწამდა, ყველაზე გაუგონარი, თავხედი და მწვალებელი პატარა კონკიაჟღარუნას გულშიც კი მოიძებნება სიკეთის ადგილიო, რომ ეს რწმენა აძლევდა მოთმინებასა და ძალ-ღონეს, დროთა განმავლობაში კი – წარმატებაც მოჰქონდა, რადგან ვერც ერთი საშინელი ბიჭი ვერ გაუმკლავდებოდა დიდხანს მამა ბეერს, რომელიც მზესავით კეთილ ღიმილს მიაფრქვევდა ხოლმე და დედა ბეერს, რომელიც სამოცდაათგზის შვიდჯერ მიუტევებდა.
But her faith in the good spot which exists in the heart of the naughtiest, sauciest, most tantalizing little ragamuffin gave her patience, skill, and in time success, for no mortal boy could hold out long with Father Bhaer shining on him as benevolently as the sun, and Mother Bhaer forgiving him seventy times seven.
208026.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ჯოს ძალზე ეძვირფასებოდა ბიჭებთან მეგობრობა – მათი მონანიე სრუტუნი და ჩურჩული, როცა რამეს დააშავებდნენ, მათი პატარ-პატარა სასაცილო ან გულისამაჩუყებელი აღსარებები, მათი მშვენიერი მისწრაფებები, იმედები და გეგმები და მათი ფათერაკებიც კი, რადგან ამით კიდევ უფრო ძვირფასები ხდებოდნენ მისთვის.
Very precious to Jo was the friendship of the lads, their penitent sniffs and whispers after wrongdoing, their droll or touching little confidences, their pleasant enthusiasms, hopes, and plans, even their misfortunes, for they only endeared them to her all the more.
208027.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
აქ იყვნენ ზოზინანი და მორცხვნი, უნებისყოფონი და დაუმორჩილებელნი, ჩლიფინანი და ბლუკუნანი, ორიოდე კოჭლი და ერთიც პატარა, მხიარული კვარტერონი, რომელსაც არსად იღებდნენ, „ბეერ-გარდენში“ კი სიამოვნებით მიიღეს, თუმცა ზოგიერთები წინასწარმეტყველებდნენ, მისი მიღება სკოლას დააქცევსო.
There were slow boys and bashful boys, feeble boys and riotous boys, boys that lisped and boys that stuttered, one or two lame ones, and a merry little quadroon, who could not be taken in elsewhere, but who was welcome to the "Bhaergarten", though some people predicted that his admission would ruin the school.
208028.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
დიახ, ჯო ძალზე ბედნიერი ქალი იყო იქ მიუხედავად ჯაფისა, ბლომად ღელვა-წუხილისა და მუდმივი გნიასისა.
Yes, Jo was a very happy woman there, in spite of hard work, much anxiety, and a perpetual racket.
208029.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
გავიდა წლები და მისი ბედნიერება კიდევ უფრო სრული გახადა ორმა საკუთარმა ყმაწვილმა – რობმა, რომელსაც პაპის პატივსაცემად დაარქვეს ეს სახელი და ტედიმ, უდარდელმა პაწიამ, რომელსაც, როგორც ეტყობოდა, მემკვიდრეობით გამოჰყვა მამის ხალისიანი ხასიათი და დედის საქმიანი ზნე.
As the years went on, two little lads of her own came to increase her happiness— Rob, named for Grandpa, and Teddy, a happy-go-lucky baby, who seemed to have inherited his papa's sunshiny temper as well as his mother's lively spirit.
208030.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
როგორ მოახერხეს, რომ ცოცხლები გადარჩნენ და გაიზარდნენ ბიჭების ამ მორევში, საიდუმლოდ დარჩა მათი დიდედისა და დეიდებისთვის, თუმცა ბიჭები ისე იფურჩქნებოდნენ, როგორც ბაბუაწვერები გაზაფხულზე, ხოლო მოუხეშავ ძიძებს ორივენი უყვარდათ და მოვლა-პატრონობას არ აკლებდნენ.
How they ever grew up alive in that whirlpool of boys was a mystery to their grandma and aunts, but they flourished like dandelions in spring, and their rough nurses loved and served them well.
208031.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
პლამფილდში უამრავი დღესასწაული აღინიშნებოდა და ერთი ყველაზე მშვენიერთაგანი იყო ყოველწლიური ვაშლის კრეფა, როცა მარჩები, ლორენსები, ბრუკები და ბეერები სრული შემადგენლობით იკრიბებოდნენ და მთელ დღეს მხიარულობდნენ.
There were a great many holidays at Plumfield, and one of the most delightful was the yearly apple-picking. For then the Marches, Laurences, Brookes and Bhaers turned out in full force and made a day of it.
208032.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ერთი ასეთი ხილის ზეიმი ჯოს გათხოვებიდან ხუთი წლის შემდეგ გაიმართა, ოქტომბრის წყნარ დღეს, როცა ჰაერი სავსე იყო გამახალისებელი სიგრილით, კაცს გუნებას რომ გამოუკეთებდა და ძარღვებში სარგოდ აუჩქეფებდა სისხლს.
Five years after Jo's wedding, one of these fruitful festivals occurred, a mellow October day, when the air was full of an exhilarating freshness which made the spirits rise and the blood dance healthily in the veins.
208033.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ბებერი ბაღი საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულიყო.
The old orchard wore its holiday attire.
208034.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
კალიები მარდად დახტოდნენ გამხმარ ბალახში, ხოლო ჭრიჭინები ისე ჭრიჭინებდნენ, როგორც ზღაპრული სტვირები ნადიმზე.
Grasshoppers skipped briskly in the sere grass, and crickets chirped like fairy pipers at a feast.
208035.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ციყვები თავიანთი მცირე მოსავლის აღებით იყვნენ გართულნი, გზის პირას ჩამწკრივებული მურყნებიდან ჩიტები გამოსამშვიდობებელ სიმღერებს ჭიკჭიკებდნენ და ყოველი ხე მზად იყო, პირველივე დარხევაზე სეტყვასავით გადმოეშვა წითელ-ყვითელი ვაშლები.
Squirrels were busy with their small harvesting. Birds twittered their adieux from the alders in the lane, and every tree stood ready to send down its shower of red or yellow apples at the first shake.
208036.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ყველანი იქ იყვნენ.
Everybody was there.
208037.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ყველანი იცინოდნენ და მღეროდნენ, ხეებზე ადიოდნენ და დაბლა ცვიოდნენ.
Everybody laughed and sang, climbed up and tumbled down.
208038.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ყველანი აცხადებდნენ, არც ამაზე მშვენიერ დღეს მოვსწრებივართ და ასეთი დღით დასატკბობად შეკრებილ ამაზე მხიარულ გუნდსაო. ყველანი ისე ლაღად ეძლეოდნენ იმ დღის მარტივ სიამეებს, თითქოს ქვეყნად არც საზრუნავი არსებულიყო და არც – სადარდელი.
Everybody declared that there never had been such a perfect day or such a jolly set to enjoy it, and everyone gave themselves up to the simple pleasures of the hour as freely as if there were no such things as care or sorrow in the world.
208039.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ლორი პატარებს უნდებოდა: თავის პაწია გოგონას ხილის ვეება კალათით დაასეირნებდა, დეიზის მაღლა სწევდა, რომ ჩიტის ბუდეები დაეთვალიერებინებინა და თვალს არ აშორებდა თავზეხელაღებულ რობს, კისერი არ წაიმტვრიოსო.
Laurie devoted himself to the little ones, rode his small daughter in a bushel-basket, took Daisy up among the bird's nests, and kept adventurous Rob from breaking his neck.
208040.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
იცოდა, რომ პატარა ტედი თავის დროზე გამოჩნდებოდა – საღ-სალამათი და ვარდისფერი, ჭუჭყიანი და მშვიდი, და ისიც სიხარულით შეეგებებოდა ხოლმე, რადგან შვილები ნაზად უყვარდა.
She knew that little Ted would turn up again in time, safe and rosy, dirty and serene, and she always received him back with a hearty welcome, for Jo loved her babies tenderly.