მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208041.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
როცა ჭამა აღარავის შეეძლო, პროფესორმა პირველი სადღეგრძელო თქვა, რომელიც მუდამ ისმეოდა ასეთ დროს: – პაპიდა მარჩი, ღმერთმა გაანათლოს!
When no one could eat any more, the Professor proposed the first regular toast, which was always drunk at such times—"Aunt March, God bless her!"
208042.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ცხვირსახოცების შემონაკეცზე დეიზის ბეჯითი თითებით გავლებული თითოეული გვირისტი ყველაზე ოსტატურ ნაქარგს ერჩია მისის მარჩს.
Every stitch Daisy's patient little fingers had put into the handkerchiefs she hemmed was better than embroidery to Mrs. March.
208043.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
დემის ნაჩუქარი ყუთი მექანიკური ოსტატობის სასწაული იყო, თუმცა თავსახური არ ეხურებოდა, რობის ფეხების შემოსალაგებელი დაბალი ტაბურეტი კოჭლი იყო და ყანყალა, მაგრამ მან გამოაცხადა, მამშვიდებსო, ხოლო იმ ძვირფასად გამოცემულ წიგნში, ემის ქალიშვილმა რომ აჩუქა, არცერთი გვერდი არ იყო ისეთი ლამაზი, როგორც ის, რომელზეც ბეჭდური ასოებით აცაბაცად ეწერა: „ჩემს საყვარელ დიდედას პატარა ბეთისგან“.
Demi's miracle of mechanical skill, though the cover wouldn't shut, Rob's footstool had a wiggle in its uneven legs that she declared was soothing, and no page of the costly book Amy's child gave her was so fair as that on which appeared in tipsy capitals, the words—"To dear Grandma, from her little Beth."
208044.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ამ ცერემონიის დროს ბიჭები იდუმალად გაუჩინარდნენ და როცა მისის მარჩმა შვილებისთვის მადლობის გადახდა დააპირა და აცრემლდა, ხოლო ტედი მივიდა და წინსაფრით დაუწყო თვალების წმენდა, პროფესორი მოულოდნელად ამღერდა.
During the ceremony the boys had mysteriously disappeared, and when Mrs. March had tried to thank her children, and broken down, while Teddy wiped her eyes on his pinafore, the Professor suddenly began to sing.
208045.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მერე ზემოთ ხმებმა ერთიმეორის მიყოლებით აიტაცეს მისი სიმღერა და ხიდან ხეზე გადაიქროლა უხილავი გუნდის მელოდიამ, ბიჭები დიდი მოწადინებით მღეროდნენ პატარა სიმღერას, რომლის სიტყვებიც ჯომ დაწერა, მუსიკა – ლორიმ, ხოლო პროფესორმა თავის ბიჭებს რეპეტიციები ჩაუტარა, რომ საუკეთესოდ გამოსვლოდათ.
Then, from above him, voice after voice took up the words, and from tree to tree echoed the music of the unseen choir, as the boys sang with all their hearts the little song that Jo had written, Laurie set to music, and the Professor trained his lads to give with the best effect.
208046.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ეს სრულიად ახალი რამ იყო და წარმატებაც გრანდიოზული ხვდა: მისის მარჩი ვერა და ვერ დაწყნარდა ამ სიურპრიზის შემდეგ, დაიჟინა და მართლაც სათითაოდ ჩამოართვა ხელი ყველა უბუმბულო ჩიტს – დაწყებული მაღალი ფრანცითა და ემილით და დამთავრებული პატარა კვარტერონით, რომელიც ყველაზე ხმატკბილი გამოდგა.
This was something altogether new, and it proved a grand success, for Mrs. March couldn't get over her surprise, and insisted on shaking hands with every one of the featherless birds, from tall Franz and Emil to the little quadroon, who had the sweetest voice of all.
208047.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ამის მერე ბიჭები გაიფანტნენ, რომ დღის ბოლოს ერთხელაც ეცელქათ და მისის მარჩი ქალიშვილებიანად სანადიმო ხის ქვეშ დატოვეს.
After this, the boys dispersed for a final lark, leaving Mrs. March and her daughters under the festival tree.
208048.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ალბათ თავის დღეში აღარ უნდა დავუძახო ჩემს თავს „უიღბლო ჯო“, როცა ასე ლამაზად ამისრულდა უდიდესი სურვილი, – თქვა მისის ბეერმა და ტედის ბადიიდან ამოაღებინა პაწია მუშტი, რომელსაც იგი აღტაცებით ურევდა რძეში.
"I don't think I ever ought to call myself "unlucky Jo" again, when my greatest wish has been so beautifully gratified," said Mrs. Bhaer, taking Teddy's little fist out of the milk pitcher, in which he was rapturously churning.
208049.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
გახსოვს, ჩვენი ოცნების კოშკები? – ჰკითხა ემიმ და ღიმილით გახედა ბიჭებთან ერთად კრიკეტის თამაშში გართულ ლორისა და ჯონს.
"Do you remember our castles in the air?" asked Amy, smiling as she watched Laurie and John playing cricket with the boys.
208050.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ჩემო კარგებო! გულს უხარია, როცა ვხედავ, რომ ერთი დღით მაინც დაივიწყეს საქმე და ხალისობენ, – მიუგო ჯომ, რომელიც ახლა მთელ კაცობრიობაზე დედობრივად ლაპარაკობდა, – კი, მახსოვს, მაგრამ მაშინ რა ცხოვრებაც მინდოდა, ის ცხოვრება ახლა ეგოისტური, მარტოსული და ცივი მეჩვენება.
"Dear fellows! It does my heart good to see them forget business and frolic for a day," answered Jo, who now spoke in a maternal way of all mankind. "Yes, I remember, but the life I wanted then seems selfish, lonely, and cold to me now.
208051.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ჯერაც არ დამკარგვია იმედი, რომ შეიძლება კარგი წიგნი დავწერო, მაგრამ ჯერჯერობით მოიცდის და, თან, დარწმუნებული ვარ, უკეთესიც გამოვა გამოცდილებისა და აი, იმ მაგალითების წყალობით, – და ჯომ ჯერ შორიახლო მონავარდე ბიჭები და პროფესორთან ხელიხელგაყრილი მამა დაანახვა (ორივენი მზის გულზე მიდი-მოდიოდნენ გატაცებულნი ერთი იმ საუბართაგანით, რომლებიც ორივეს დიდად უყვარდა), მერე კი დედა, რომელსაც, თითქოსდა ტახტზე დაბრძანებულს, ქალიშვილები გარს შემოსხდომოდნენ, შვილიშვილები კი – ზოგი კალთაში ეჯდა, ზოგიც ფერხთით და თითქოს ყველანი საშველსა და ბედნიერებას პოულობდნენ იმ სახეში, რომელიც მათთვის არასოდეს ბერდებოდა.
I haven't given up the hope that I may write a good book yet, but I can wait, and I'm sure it will be all the better for such experiences and illustrations as these," and Jo pointed from the lively lads in the distance to her father, leaning on the Professor's arm, as they walked to and fro in the sunshine, deep in one of the conversations which both enjoyed so much, and then to her mother, sitting enthroned among her daughters, with their children in her lap and at her feet, as if all found help and happiness in the face which never could grow old to them.
208052.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– მე თქვენზე უფრო გამომივიდა ჩემი კოშკი. ბრწყინვალე ნივთებს როგორ არ ვითხოვდი, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ პატარა სახლი, ჯონი და ასეთი საყვარელი ბავშვებიც მეყოფოდა.
My castle was the most nearly realized of all. I asked for splendid things, to be sure, but in my heart I knew I should be satisfied, if I had a little home, and John, and some dear children like these.
208053.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მადლობა ღმერთს, ეს ყველაფერი მაქვს და დედამიწის ზურგზე უბედნიერესი ქალი ვარ, – მეგმა თავზე დაადო ხელი თავის ტანმაღალ ბიჭს და სახეზე ნაზი და ალალი კმაყოფილება გამოეხატა.
"I've got them all, thank God, and am the happiest woman in the world," and Meg laid her hand on her tall boy's head, with a face full of tender and devout content.
208054.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ჩემი კოშკი ძალიან განსხვავდება იმ კოშკისგან, რაც გეგმაში მქონდა, მაგრამ ამ კოშკში არაფერს შევცვლიდი, თუმცა, ჯოსი არ იყოს, არც მე ვამბობ უარს ჩემს სამხატვრო იმედებზე და არც ის მინდა, მხოლოდ სხვებს დავეხმარო მშვენიერებასთან დაკავშირებული ოცნებების ასრულებაში და ეგ ვიკმარო.
"My castle is very different from what I planned, but I would not alter it, though, like Jo, I don't relinquish all my artistic hopes, or confine myself to helping others fulfill their dreams of beauty.
208055.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ბავშვის ფიგურის გამოძერწვა დავიწყე და ლორი მეუბნება, ასეთი კარგი არაფერი გამოგსვლიაო.
I've begun to model a figure of baby, and Laurie says it is the best thing I've ever done.
208056.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მეც ასე მგონია და მინდა მერე მარმარილოში გამოვკვეთო, რომ თუ რამე მოხდა, ჩემი პატარა ანგელოზის გამოსახულება მაინც დამრჩეს.
I think so, myself, and mean to do it in marble, so that, whatever happens, I may at least keep the image of my little angel.
208057.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ამ სიტყვებზე ემის დიდი ცრემლი ჩამოუგორდა და ოქროსფერ თმაზე დაეცა მის მკლავებში ჩაძინებულ ბავშვს: ერთადერთი, გულით საყვარელი ქალიშვილი ჯანსუსტი ჰყავდა და ემის მისი დაკარგვის შიში უჩრდილავდა ბედნიერებას.
As Amy spoke, a great tear dropped on the golden hair of the sleeping child in her arms, for her one well-beloved daughter was a frail little creature and the dread of losing her was the shadow over Amy's sunshine.
208058.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ემის ბუნება მეტ სილბოს, სიღრმესა და სინაზეს იძენდა, ლორი კი უფრო სერიოზული, ძლიერი და მტკიცე ხდებოდა და ორივენი ხვდებოდნენ, რომ სილამაზე, იღბალი და თვით სიყვარული ყველაზე ბედნიერსაც კი ვერ აარიდებს საზრუნავსა და ტკივილს, დანაკარგსა და დარდს, რადგან:
Amy's nature was growing sweeter, deeper, and more tender, Laurie was growing more serious, strong, and firm, and both were learning that beauty, youth, good fortune, even love itself, cannot keep care and pain, loss and sorrow, from the most blessed for ...
208059.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
„ყველას ცხოვრებას დააწვიმოს უნდა ხანდახან და გაუთენდეს დღე უნდილი და დარდიანი“.
Into each life some rain must fall, Some days must be dark and sad and dreary.
208060.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– უკეთესობისკენ მიდის, ეჭვიც არ მეპარება, ჩემო კარგო.
She is growing better, I am sure of it, my dear.