მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208061.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ჰოდა, ამ ჩემი ჯვრის მიუხედავად, მეც მეგივით ვიტყვი, მადლობა ღმერთს, ბედნიერი ქალი ვარ-მეთქი.
So, in spite of my one cross, I can say with Meg, "Thank God, I'm a happy woman".
208062.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– მე არც კი უნდა ვამბობდე: ისედაც ყველა ხედავს, რომ იმაზე ბედნიერი ვარ, რასაც ვიმსახურებ, – დაუმატა ჯომ და თავის კეთილ ქმარსა და იქვე, ბალახში მოკოტრიალე ლოყებღაჟღაჟა შვილებს გახედა.
"There's no need for me to say it, for everyone can see that I'm far happier than I deserve," added Jo, glancing from her good husband to her chubby children, tumbling on the grass beside her.
208063.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ფრიცი ჭაღარავდება და სუქდება, მე – თანდათან ვმჭლევდები და ოცდაათისა ვარ.
Fritz is getting gray and stout. I'm growing as thin as a shadow, and am thirty.
208064.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
გამდიდრებით ვერასოდეს გავმდიდრდებით და ერთ ღამეს, ვინ იცის, პლამფილდიც გადაგვებუგოს, იმიტომ რომ ეს გამოუსწორებელი ტომ ბენგზი ისევ ეწევა ლოგინში ძირტკბილას სიგარებს, თუმცა უკვე სამჯერ წაიკიდა ცეცხლი.
We never shall be rich, and Plumfield may burn up any night, for that incorrigible Tommy Bangs will smoke sweet-fern cigars under the bed-clothes, though he's set himself afire three times already.
208065.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
მაგრამ ამ არარომანტიკული ვითარების მიუხედავად, მაინც არაფერი მაქვს საჩივლელი და ჩემს დღეში არ ვყოფილვარ ასე ზორბად.
But in spite of these unromantic facts, I have nothing to complain of, and never was so jolly in my life.
208066.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
ბოდიშს გიხდით ბოლო სიტყვისთვის, მაგრამ რაკი სულ ბიჭებში ვტრიალებ, ხანდახან იმათი გამოთქმებიც წამომცდება ხოლმე.
Excuse the remark, but living among boys, I can't help using their expressions now and then.
208067.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ჰო, ჯო, მე მგონი, კარგ ჭირნახულს მოიწევ, – დაიწყო მისის მარჩმა და ხელი აუქნია დიდ, შავ ჭრიჭინას, რომელიც ტედის მიშტერებოდა და აშინებდა.
"Yes, Jo, I think your harvest will be a good one," began Mrs. March, frightening away a big black cricket that was staring Teddy out of countenance.
208068.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– იმედია, წლითი წლობით ხორბალი მოიმატებს და ღვარძლა მოიკლებს, – წყნარად თქვა ემიმ.
"I hope there will be more wheat and fewer tares every year," said Amy softly.
208069.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– დიდი ჭირნახულია, მაგრამ ვიცი, ჩემო კარგო დე, რომ შენი გული მაინც დაიტევს, – ალერსიანად დაუმატა მეგმა.
"A large sheaf, but I know there's room in your heart for it, Marmee dear," added Meg's tender voice.
208070.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
გულაჩუყებულმა მისის მარჩმა ისღა მოახერხა, რომ მკლავები გაშალა, თითქოს შვილები და შვილიშვილები ერთად უნდა ჩაიხუტოსო და დედობრივი სიყვარულით, მადლიერად და თავმდაბლურად თქვა:
Touched to the heart, Mrs. March could only stretch out her arms, as if to gather children and grandchildren to herself, and say, with face and voice full of motherly love, gratitude, and humility...
208071.
პატარა ქალები | ნაწილი II, თავი 24
– ჩემო გოგონებო, რამდენი ხანიც უნდა იცოცხლოთ, ამაზე დიდ ბედნიერებას ვერ გისურვებთ!
"Oh, my girls, however long you may live, I never can wish you a greater happiness than this!"
208072.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
მთელი ოჯახი, ექვსი უფროსი და პატარა ჩარლი ბაკეტი, ერთი დიდი ქალაქის განაპირას, ხის პატარა სახლში ერთად ცხოვრობდნენ.
The whole of this family, the six grown-ups and little Charlie Bucket, live together in a small wooden house on the edge of a great town.
208073.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ისინი იმდენად დაუძლურებულიყვნენ, რომ ვერც დგებოდნენ.
They were so tired, they never got out of it.
208074.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
მისტერ ბაკეტს, მისის ბაკეტსა და პატარა ჩარლი ბაკეტს მეორე ოთახში, იატაკზე დაგებულ ლეიბებზე ეძინათ.
Mr and Mrs Bucket and little Charlie Bucket slept in the other room, upon mattresses on the floor.
208075.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ზაფხულობით კიდევ არა უჭირდათ რა, ზამთარში კი მთელი ღამის განმავლობაში იატაკიდან სუსხიანი ჰაერის ნაკადი უბერავდა და საშინელება იყო.
In the summertime, this wasn’t too bad, but in the winter, freezing cold draughts blew across the floor all night long, and it was awful.
208076.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ის კბილის პასტის ქარხანაში მუშაობდა,სადაც იჯდა მთელ დღეს და კბილის პასტით სავსე ტუბებს სახურავებს აცობდა.
He worked in a toothpaste factory, where he sat all day long at a bench and screwed the little caps on to the tops of the tubes of toothpaste.
208077.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
მხოლოდ საუზმედ პურისა და მარგარინის ყიდვა შეეძლოთ, სადილად მოხარშული კარტოფილისა და კომბოსტოსი, ვახშმად კი კომბოსტოს წვნიანის.
The only meals they could afford were bread and margarine for breakfast, boiled potatoes and cabbage for lunch, and cabbage soup for supper.
208078.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ყველა მოუთმენლად ელოდა კვირა დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იმავეს მიირთმევდნენ, ყველას მეორე ულუფის მირთმევა შეეძლო.
They all looked forward to Sundays because then, although they had exactly the same, everyone was allowed a second helping.
208079.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ბაკეტების ოჯახი, რა თქმა უნდა, არ შიმშილობდა, მაგრამ ყველა მათგანს ორ მოხუც ბაბუას, ორ მოხუც ბებიას, ჩარლის დედასა და მამას და, განსაკუთრებით, თავად პატარა ჩარლის დილიდან საღამომდე კუჭი გამოცარიელებული ჰქონდათ.
The Buckets, of course, didn’t starve, but every one of them, the two old grandfathers, the two old grandmothers, Charlie’s father, Charlie’s mother, and especially little Charlie himself, went about from morning till night with an empty feeling in their tummies.
208080.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
მართალია, მისი მამა და დედა ხშირად თვითონ იკლებდნენ სადილის ან ვახშმის თავიანთ ულუფას, რათა მისთვის მიეცათ, მაგრამ მოზარდ ბიჭს, საჭმელი მაინც არ ჰყოფნიდა.
And although his father and mother often went without their own share of lunch or supper so that they could give it to him, it still wasn’t nearly enough for a growing boy.