მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208081.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ყველაზე მეტად შოკოლადს იყო დანატრებული.
The one thing he longed for more than anything else was CHOCOLATE.
208082.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
დილაობით, სკოლაში რომ მიდიოდა, ჩარლი მაღაზიების ვიტრინებში დახვავებულ შოკოლადის ფილებს უყურებდა.
Walking to school in the mornings, Charlie could see great slabs of chocolate piled up high in the shop windows.
208083.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
სხვა ბავშვები დღეში რამდენჯერმე იღებდნენ ჯიბიდან ნაღებიანი შოკოლადის ფილებს და ხარბად ახრამუნებდნენ მათ, რა თქმა უნდა, ეს მისთვის ნამდვილი წამება იყო.
Many times a day, he would see other children taking bars of creamy chocolate out of their pockets and munching them greedily, and that, of course, was pure torture.
208084.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ჩარლი წელიწადში მხოლოდ ერთხელ, თავის დაბადების დღეზე თუ იგემებდა ერთ ციცქნა შოკოლადს.
Only once a year, on his birthday, did Charlie Bucket ever get to taste a bit of chocolate.
208085.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ყოველი დაბადების დღეზე დილით ნაჩუქარ შოკოლადს ჩარლი სათუთად ინახავდა ხის პატარა ყუთში და ისე უფრთხილდებოდა, თითქოს ოქროს ფილა ყოფილიყოს.
And each time he received chocolate, on those birthday mornings, Charlie would place it carefully in a small wooden box that he owned, and treasure it as though it were a bar of solid gold.
208086.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
რამდენიმე დღეს ხელს არ ახლებდა მას, მხოლოდ დახედვის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს,
For the next few days, he would allow himself only to look at it, but never to touch it.
208087.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
მერე საბოლოოდ, როცა უკვე გული ვეღარ უძლებდა, ცალ კიდეზე ოდნავ შემოაფცქვნიდა ქაღალდს და ცოტას წააკვნეტდა, იმდენს, რომ შოკოლადის მშვენიერი, ტკბილი გემო ნელ–ნელა შეეგრძნო ენაზე.
Then at last, when he could stand it no longer, he would peel back a tiny bit of the paper wrapping at one corner to take a tiny nibble, just enough to allow the lovely sweet taste to spread out slowly over his tongue.
208088.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
მეორე დღეს კიდევ ცოტას მოაკვნეტდა და ასე იზოგავდა ნაჩუქარ ექვსპენიან შოკოლადის ფილას მთელ თვეს.
The next day, he would take another tiny nibble, and in this way, Charlie would make his sixpenny bar of birthday chocolate last him for more than a month.
208089.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
მაგრამ ჯერ არ მითქვამს ის, რაც შოკოლადის მოყვარულ პატარა ჩარლის ყველაზე მეტად აწამებდა.
But I haven’t yet told you about the one awful thing that tortured little Charlie, the lover of chocolate, more than anything else.
208090.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ეს მისთვის მაღაზიის ვიტრინაში გამოდებული შოკოლადის ფილებისა და მის თვალწინ ნაღების შოკოლადის შემხრამუნებელი ბავშვების ყურებაზე მეტად უარესი იყო.
This thing, for him, was far, far worse than seeing slabs of chocolate in the shop windows or watching other children munching bars of creamy chocolate right in front of him.
208091.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ქალაქში იდგა უზარმაზარი შოკოლადის ქარხანა, რომელიც კარგად მოჩანდა იმ სახლიდან, სადაც ჩარლი ცხოვრობდა.
In the town itself, actually within sight of the house in which Charlie lived, there was an ENORMOUS CHOCOLATE FACTORY!
208092.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ჩვეულებრივი უზარმაზარი შოკოლადის ქარხანა არ ყოფილა.
It wasn’t simply an ordinary enormous chocolate factory.
208093.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე ცნობილი ქარხანა გახლდათ!
It was the largest and most famous factory in the whole world!
208094.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ეს ვონკას ქარხანა იყო, რომელსაც შოკოლადების უდიდესი გამომგონებელი და დამამზადებელი მისტერ ვილი ვონკა ფლობდა!
It was WONKA’S FACTORY, owned by a man called Mr Willy Wonka, the greatest inventor and maker of chocolates that there has ever been.
208095.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
კედლის მიღმა, ყველა მიმართულებით ნახევარ მილზე, ჰაერი გაჟღენთილი იყო შოკოლადის ძლიერი, მსუყე სურნელით!
And outside the walls, for half a mile around in every direction, the air was scented with the heavy rich smell of chocolate!
208096.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
დღეში ორჯერ სკოლისკენ მიმავალ თუ სკოლიდან მომავალ პატარა ჩარლის სწორედ ქარხნის ჭიშკრის წინ უწევდა ჩავლა.
Twice a day, on his way to and from school, little Charlie Bucket had to walk right past the gates of the factory.
208097.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ყოველ ჯერზე ის ფეხს შეანელებდა, ცხვირს აბზეკდა და დიდხანს ღრმად ისუნთქავდა შოკოლადის დიდებულ სურნელს.
And every time he went by, he would begin to walk very slowly, and he would hold his nose high in the air and take long deep sniffs of the gorgeous chocolatey smell.
208098.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
ოჰ, როგორ უყვარდა ეს სუნი!
Oh, how he loved that smell!
208099.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 1
უჰ, როგორ უნდოდა ამ ქარხანაში შესვლა და მისი დათვალიერება!
And oh, how he wished he could go inside the factory and see what it was like!
208100.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
საღამოობით, ვახშმად კომბოსტოს წყალწყალა წვნიანს რომ შეჭამდა, ჩარლი ყოველთვის ბებიებისა და ბაბუების ოთახში შედიოდა, რომ მათი ისტორიებისთვის მოესმინა და შემდგომ ძილი ნებისა ესურვებინათ.
In the evenings, after he had finished his supper of watery cabbage soup, Charlie always went into the room of his grandparents to listen to their stories, and then afterwards to say good night.