მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208121.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
– ხომ ასეა, ბაბუა ჯო?
– Isn’t that so, Grandpa Joe?
208122.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
მსოფლიოს ყველა მეფესა და პრეზიდენტსაც უგზავნის.
And to all the kings and presidents of the world as well.
208123.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
მაგრამ მარტო შოკოლადის ფილებს კი არ აკეთებს.
But it isn’t only chocolate bars that he makes.
208124.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
იცით, მან ისეთი შოკოლადიანი ნაყინი გამოიგონა, რომელიც უმაცივროდ ძლებს და საათობით ცივია.
Did you know that he’s invented a way of making chocolate ice cream so that it stays cold for hours and hours without being in the refrigerator?
208125.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
– არა, ეს შეუძლებელია! – გაოცებული მიაჩერდა ბაბუას პატარა ჩარლი.
– But that’s impossible! – said little Charlie, staring at his grandfather.
208126.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
– რა თქმა უნდა, შეუძლებელია, – შეჰყვირა ბაბუა ჯომ.
– Of course it’s impossible! – cried Grandpa Joe.
208127.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
– მართალია, – თავის ქნევით დაეთანხმნენ დანარჩენები, – მისტერ ვონკამ ეს გააკეთა.
– Quite right! – the others agreed, nodding their heads – Mr. Wonka has done it.
208128.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
ბაბუა ჯომ ძალიან დინჯად განაგრძო საუბარი, ისე, რომ ჩარლის სიტყვაც არ გამორჩენოდა
Grandpa Joe went on speaking very slowly now so that Charlie wouldn’t miss a word
208129.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
მისტერ ვილი ვონკა იისგემოიან მარმელადებსაც აკეთებს, ნოყიერ კარამელსაც, წუწნისას ყოველ ათ წამში ერთხელ რომ იცვლის ფერს, და ჰაეროვან ტკბილეულსაც, პირში ჩადებისთანავე რომ დნება.
Mr. Willy Wonka can make marshmallows that taste of violets, and rich caramels that change colour every ten seconds as you suck them, and little feathery sweets that melt away the moment you put them between your lips.
208130.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
შეუძლია ისეთი საღეჭი რეზინის გაკეთებაც, რომელიც გემოს არასოდეს კარგავს და შაქრის ბუშტების, უსაშველოდ რომ იბერება და ქინძისთავით უნდა გახეთქო, რომ პირი ჩაიტკბარუნო.
He can make chewing-gum that never loses its taste, and sugar balloons that you can blow up to enormous sizes before you pop them with a pin and gobble them up.
208131.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
ბაბუა ჯო შეჩერდა და ენით ნელა მოილოკა ტუჩები.
Grandpa Joe paused and ran the point of his tongue slowly over his lips.
208132.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
ამის გაფიქრებაზეც კი ნერწყვი მომდის.
It makes my mouth water just thinking about it.
208133.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
– ახლა იმ გადარეული ინდოელი პრინცის ამბავი უამბე, – თქვა ბებია ჯოზეფინამ, – მოეწონება ამის მოსმენა.
- Tell Charlie about that crazy Indian prince, - said Grandma Josephine - He’d like to hear that.
208134.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
– რა ჩაიდინა მან? – – მოუთმენლად იკითხა ჩარლიმ.
– What did he do? – asked Charlie eagerly.
208135.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 2
– ყური დამიგდე და გიამბობ, – უპასუხა ბაბუა ჯომ.
– Listen and I’ll tell you, – said Grandpa Joe
208136.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
მეორე საღამოს ბაბუა ჯომ ისევ განაგრძო ისტორიის მოყოლა.
The next evening, Grandpa Joe went on with his story.
208137.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
– არცთუ დიდი ხნის წინათ მისტერ ვონკას ქარხანაში ათასობით ადამიანი მუშაობდა.
– Not so very long ago there used to be thousands of people working in Mr. Willy Wonka’s factory.
208138.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
მერე უეცრად ვონკა იძულებული გახდა, სათითაოდ დაეთხოვა ყველა.
Then one day, all of a sudden, Mr Wonka had to ask every single one of them to leave.
208139.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
სხვა შოკოლადის მკეთებლებს შეშურდათ მისტერ ვონკასი და ჯაშუშები მიუჩინეს მისი საიდუმლო რეცეპტების მოსაპარად.
All the other chocolate makers, you see, had begun to grow jealous of Mr. Wonka and they started sending in spies to steal his secret recipes.
208140.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ჯაშუშები ჩვეულებრივი მუშებივით იწყებდნენ მისტერ ვონკას ქარხანაში მუშაობას და იქ ყოფნისას სწავლობდნენ, როგორ კეთდებოდა ესა თუ ის განსაკუთრებული ნუგბარი.
The spies took jobs in the Wonka factory, pretending that they were ordinary workers, and while they were there, each one of them found out exactly how a certain special sweet was made.