მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208141.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
– ალბათ კი, – უპასუხა ბაბუა ჯომ, – რადგან მერე ფიკელგრუბერის ქარხანამ ისეთი ნაყინის გამოშვება დაიწყო, რომელსაც ყველაზე მცხუნვარე მზეც კი ვერ ადნობდა.
– They must have, – answered Grandpa Joe, – because soon after that, Fickelgruber’s factory started making an ice cream that would never melt, even in the hottest sun.
208142.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
მერე მისტერ პროდნოუსის ქარხანამ ისეთი საღეჭი რეზინის კეთება დაიწყო, რამდენიც უნდა გეღეჭა, გემო არ ეკარგებოდა.
Then Mr. Prodnose’s factory came out with a chewing-gum that never lost its flavour however much you chewed it.
208143.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
შემდეგ მისტერ სლაგუორთის ქარხანამ დაამზადა შაქრის ტკბილი ბუშტები, რომლებიც უსაშველოდ იბერებოდა და შეჭმამდე ქინძისთავით უნდა გაგეხეთქა.
Then Mr. Slugworth’s factory began making sugar balloons that you could blow up to huge sizes before you popped them with a pin and gobbled them up.
208144.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ქარხნის დახურვა მომიწევს!
I shall have to close the factory!
208145.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
მთავარი შესასვლელი ჩარაზა და ჯაჭვით ჩაკეტა.
He shut the main gates and fastened them with a chain.
208146.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
საკვამურებიდან ბოლი აღარ ამოდიოდა, მანქანები აღარ გუგუნებდა და მას მერე შოკოლადი ან რაიმე ტკბილეული აღარ გაკეთებულა.
The chimneys stopped smoking, the machines stopped whirring, and from then on, not a single chocolate or sweet was made.
208147.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
კაციშვილი არ შესულა, არც გამოსულა იქიდან და მისტერ ვილი ვონკაც გაუჩინარდა.
Not a soul went in or out, and even Mr. Willy Wonka himself disappeared.
208148.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
- თვე თვეს მისდევდა, – განაგრძობდა ბაბუა ჯო, – მაგრამ ქარხანა მაინც დაკეტილი იყო.
- Months and months went by, - Grandpa Joe went on, - but still the factory remained closed.
208149.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ყველა ამბობდა: - საწყალი მისტერ ვონკა, როგორი კარგი იყო და რა საოცარ რამეებს აკეთებდა.
And everybody said: - Poor Mr. Wonka, he was so nice and he made such marvellous things.
208150.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
მერე განსაცვიფრებელი რამ მოხდა.
Then something astonishing happened.
208151.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ერთ დღეს, დილაადრიან, ქარხნის საკვამურებიდან თეთრი ბოლი ამოდიოდა!
One day, early in the morning, thin columns of white smoke were seen to be coming out of the tops of the chimneys of the factory!
208152.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ქალაქში ხალხი ჩერდებოდა და მისჩერებოდა.
People in the town stopped and stared.
208153.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
– ნეტავ რა ხდება? – – ყვიროდნენ ისინი, – ვიღაცას ღუმელი დაუნთია,
– What’s going on? – they cried – Someone’s lit the furnaces!
208154.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ალბათ მისტერ ვონკა ისევ ხსნის თავის ქარხანას!
Mr. Wonka must be opening up his factory again!
208155.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ყველანი ჭიშკარს მისცვივდნენ, ეგონათ, დაინახავდნენ, როგორ ეგებებოდა მისტერ ვონკა თავის მუშებს.
They ran to the gates, expecting to see Mr. Wonka standing there to welcome his workers back.
208156.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
უზარმაზარი რკინის ჭიშკარი მაინც ჩარაზული იყო და მისტერ ვონკაც არსად ჩანდა.
The great iron gates were still locked and Mr. Wonka was nowhere to be seen.
208157.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ჰაერშიც შოკოლადის სუნი ტრიალებს!
You can smell the smell of chocolate in the air!
208158.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ბაბუა ჯო წინ გადაიხარა, გრძელი, გაძვალტყავებული თითი ჩარლის მუხლზე დაადო და წყნარად უთხრა.
Grandpa Joe leaned forward and laid a long bony finger on Charlie’s knee, and he said softly.
208159.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
– ყველაზე ამოუხსნელი კი ის იყო, ჩარლი, რომ ქარხნის ფანჯრებში ჩრდილები ჩანდა.
– But most mysterious of all, Charlie, were the shadows in the windows of the factory.
208160.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
გარეთ, ქუჩაში მდგომი ხალხი ხედავდა, როგორ მოძრაობდნენ პატარა, მუქი ჩრდილები მინის მიღმა.
The people standing on the street outside could see small dark shadows moving about behind the glass windows.