მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208181.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
– გაიგეთ ახალი ამბავი?
– Have you heard the news?
208182.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
მან გაზეთი ისე დაიჭირა, რომ მათ დაენახათ უზარმაზარი სათაური.
He held up the paper so that they could see the huge headline.
208183.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 4
ბოლოს და ბოლოს, ვონკას ქარხანა გაიღება რამდენიმე იღბლიანისთვის.
WONKA FACTORY TO BE OPENED AT LAST TO LUCKY FEW.
208184.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
– აბა, ჩქარა წაგვიკითხე რა წერია!
– Read us what it says quickly!
208185.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
გენიოსმა კონდიტერმა მისტერ ვილი ვონკამ, რომლისთვისაც ბოლო ათი წლის განმავლობაში თვალი არავის მოუკრავს, დღეს ასეთი განცხადება გამოგვიგზავნა: მე, ვილი ვონკამ, გადავწყვიტე, ნება დავრთო ხუთ ბავშვს – გაითვალისწინეთ, მხოლოდ ხუთს და არა მეტს – ესტუმრონ ჩემს ქარხანას ამ წელს.
Mr. Willy Wonka, the confectionery genius whom nobody has seen for the last ten years, sent out the following notice today: I, Willy Wonka, have decided to allow five children – just five, mind you, and no more – to visit my factory this year.
208186.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
ამ ხუთ იღბლიანს პირადად მე დავათვალიერებინებ ყველაფერს.
These lucky five will be shown around personally by me.
208187.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
მერე, მოგზაურობის დასასრულს, თითოეული მათგანი მიიღებს განსაკუთრებულ საჩუქარს, იმდენ შოკოლადსა და ტკბილეულს, რომ მთელი სიცოცხლე ეყოფა!
Then, at the end of the tour, as a special present, all of them will be given enough chocolates and sweets to last them for the rest of their lives!
208188.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
ოქროს ქაღალდზე ხუთი ბილეთია დაბეჭდილი და ხუთივე ხუთი ჩვეულებრივი შოკოლადის ფილის უბრალო შესაფუთი ქაღალდის ქვეშ არის დამალული.
Five Golden Tickets have been printed on golden paper, and these five Golden Tickets have been hidden underneath the ordinary wrapping paper of five ordinary bars of chocolate.
208189.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
ეს ხუთი შოკოლადის ფილა ყველგან შეიძლება იყოს – მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის, ნებისმიერი ქალაქის, ნებისმიერი ქუჩის ნებისმიერ მაღაზიაში – ნებისმიერ დახლთან, სადაც ვონკას ტკბილეული იყიდება.
These five chocolate bars may be anywhere – in any shop in any street in any town in any country in the world – upon any counter where Wonka’s Sweets are sold.
208190.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
მხოლოდ ამ ხუთი ოქროს ბილეთის ხუთ იღბლიან მპოვნელ ბავშვს ექნება ჩემს ქარხანაში შესვლის უფლება და მხოლოდ ისინი ნახავენ, როგორ არის ეს ქარხანა ამჟამად შიგნიდან მოწყობილი!
And the five lucky finders of these five Golden Tickets are the only ones who will be allowed to visit my factory and see what it’s like now inside!
208191.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
უბრალოდ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ახლა!
Just imagine what will happen now!
208192.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
ყველა ვონკას შოკოლადებს იყიდის იმ იმედით, რომ შიგ ოქროს ბილეთს ნახავს!
Everyone will be buying Wonka’s chocolate bars in the hope of finding a golden ticket!
208193.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
– ალბათ სატვირთო მანქანით ჩამოარიგებენ! - თქვა ბებია ჯორჯიანამ.
– They’d have to deliver them in a truck! – said Grandma Georgina.
208194.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
– ამის გაფიქრებაც კი ცუდად მხდის! – თქვა ბებია ჯოზეფინას.
– It makes me quite ill to think of it, – said Grandma Josephine.
208195.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
– ნუ სულელობ! – დაუყვირა ბაბუა ჯომ,
– Nonsense!’ cried Grandpa Joe.
208196.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
– ჰო, ბაბუ, მაგრამ, აბა, რის იმედი უნდა მქონდეს, – ნაღვლიანად უპასუხა ჩარლიმ,
– It certainly would, Grandpa, but there isn’t a hope, - Charlie said sadly.
208197.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
მე ხომ წელიწადში მხოლოდ ერთ ფილას ვიღებ.
I only get one bar a year.
208198.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
– რა იცი, ძვირფასო, – უთხრა ბებია ჯორჯიანამ,
– You never know, darling, – said Grandma Georgina.
208199.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
– მომავალ კვირას შენი დაბადების დღეა.
– It’s your birthday next week.
208200.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 5
– შენც ისევეთივე შანსი გაქვს, როგორც სხვას!
– You have as much chance as anybody else.