მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208241.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ერთ ქალაქში ვიღაც ცნობილმა ბანდიტმა ბანკი გაძარცხვა და ათასი ფუნტი გამოიტანა, რომელიც შუადღესვე მთლიანად ვონკას შოკოლადების ფილებში დახარჯა.
In one city, a famous gangster robbed a bank of a thousand pounds and spent the whole lot on Wonka bars that same afternoon.
208242.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ხოლო როცა პოლიცია დასაპატიმრებლად შინ მიადგა, ნახეს, რომ იატაკზე დახვავებულ შოკოლადებში იჯდა და შესაფუთ ქაღალდს გრძელი სატევრის პირით ხსნიდა.
And when the police entered his house to arrest him, they found him sitting on the floor amidst mountains of chocolate, ripping off the wrappers with the blade of a long dagger.
208243.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
შორეულ რუსეთში მცხოვრები ქალი, შარლოტ რუსი, ამტკიცებდა, მეორე ბილეთი ვიპოვეო, მაგრამ თურმე ჭკვიანურად თაღლითობდა.
In far-off Russia, a woman called Charlotte Russe claimed to have found the second ticket, but it turned out to be a clever fake.
208244.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ცნობილმა ინგლისელმა მეცნიერმა, პროფესორმა ფოულბოდიმ გამოიგონა მანქანა, რომელიც, უმალვე, ფილის შეფუთვის გაუხსნელად გამოიცნობდა, იყო თუ არა მის ქვეშ ოქროს ბილეთი.
The famous English scientist, Professor Foulbody, invented a machine which would tell you at once, without opening the wrapper of a bar of chocolate, whether or not there was a Golden Ticket hidden underneath it.
208245.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
მანქანას მექანიკური მექანიკური მკლავი ჰქონდა, საოცარი ძალით გამოვარდებოდა და ჩაბღუჯავდა, ყველაფერს, რასაც ოქროს ნასახი ჰქონდა შიგნით.
The machine had a mechanical arm that shot out with tremendous force and grabbed hold of anything that had the slightest bit of gold inside it.
208246.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
საუბედუროდ, როცა პროფესორი თავის მანქანას უზარმაზარ მაღაზიაში ტკბილეულობის დახლთან საზოგადოებას აჩვენებდა, მექანიკური მკლავი გამოვარდა და იქვე მდგომი ჰერცოგინიას ოქროს პროთეზის უკანა კბილს ჩააფრინდა.
Unfortunately, while the Professor was showing off the machine to the public at the sweet counter of a large department store, the mechanical arm shot out and made a grab for the gold filling in the back tooth of a duchess who was standing nearby.
208247.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ჩარლი ბაკეტის იუბილემდე ერთი დღით ადრე გაზეთებმა უეცრად გამოაცხადეს, მეორე ოქროს ბილეთიც იპოვესო.
Suddenly, on the day before Charlie Bucket’s birthday, the newspapers announced that the second Golden Ticket had been found.
208248.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
იღბლიანი ადამიანი პატარა გოგო აღმოჩნდა, სახელად ვერუკა სოლტი, რომელიც სადღაც შორს, დიდ ქალაქში ცხოვრობდა მდიდარ მშობლებთან ერთად.
The lucky person was a small girl called Veruca Salt who lived with her rich parents in a great city far away.
208249.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
საკუთარი სახლის სასტუმრო ოთახში იჯდა სახეგაბადრულ მშობლებს შორის, ოქროს ბილეთს თავს ზემოთ იქნევდა და იკრიჭებოდა.
She was sitting between her beaming father and mother in the living room of their house, waving the Golden Ticket above her head, and grinning from ear to ear.
208250.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
მისტერ სოლტმა, ვერუკას მამამ, ენთუზიაზმით აუხსნა ჟურნალისტებს, როგორ იპოვეს ბილეთი.
Veruca’s father, Mr Salt, had eagerly explained to the newspapermen exactly how the ticket was found.
208251.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– იცით, რა, ბიჭებო, როგორც კი ჩემმა პატარა გოგონამ მითხრა, ერთ-ერთი ოქროს ბილეთი მეც უნდა მქონდესო, ქალაქში წავედი და რამდენიც შევძელი, ვონკას შოკოლადის იმდენი ფილა ვიყიდე.
– You see, boys, as soon as my little girl told me that she simply had to have one of those Golden Tickets, I went out into the town and started buying up all the Wonka bars I could lay my hands on.
208252.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
მერე ისინი სატვირთო მანქანებში დავატვირთვინე და პირდაპირ ჩემს ქარხანაში გავგზავნე.
Then I had them loaded on to trucks and sent directly to my own factory.
208253.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ასამდე მუშა ქალი მყავს დაქირავებული, რომლებიც თხილს ნაჭუჭს აცლიან მოსახალად.
I’ve got about a hundred women working for me over at my place, shelling peanuts for roasting.
208254.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
- მაგრამ სამი დღე ისე გავიდა, ბედმა არ გაგვიღიმა.
- But three days went by, and we had no luck.
208255.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ოჰ, რა საშინელება იყო!
Oh, it was terrible!
208256.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ჩემი პატარა ვერუკა დღითიდღე უფრო წუხდებოდა და შინ დაბრუნებულს შემომკივლებდა ხოლმე, სად არის ჩემი ოქროს ბილეთი!
My little Veruca got more and more upset each day, and every time I went home she would scream at me, where’s my Golden Ticket!
208257.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ვერ ვიტანდი ჩემს პატარას ასეთ უბედურს რომ ვხედავდი, ჰოდა, დავიფიცე, მანამ განვაგრძობდი ძებნას, სანამ არ ვიპოვიდი იმას, რაც უნდოდა.
Well, I just hated to see my little girl feeling unhappy like that, so I vowed I would keep up the search until I’d got her what she wanted.
208258.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
მერე უცბად... მეოთხე საღამოს, ერთ-ერთმა ქალმა შეჰყვირა, ვიპოვე!
Then suddenly… on the evening of the fourth day, one of my women workers yelled, I’ve got it!
208259.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
მაშინვე შინ გავვარდი და ჩემს ძვირფას ვერუკას გადავეცი ის, ახლა ჩემი გოგო სულ იღიმის და ჩვენი ოჯახიც ისევ ბედნიერია.
I rushed it home and gave it to my darling Veruca, and now she’s all smiles, and we have a happy home once again.’
208260.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– მართლაც არ აწყენდა ერთი კარგი მიტყეპა, – თქვა ბებია ჯორჯიანა.
- She needs a really good spanking, - said Grandma Georgina.