მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208221.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 3
– სწორედაც! – თქვა ბაბუა ჯომ.
– Exactly! – said Grandpa Joe.
208222.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 3
– ყოველ შემთხვევაში, ხალხი არა, ჩარლი, არა ჩვეულებრივი ადამიანები.
– Not people, Charlie, not ordinary people, anyway.
208223.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 3
– მაშინ ვინ? – შეჰყვირა ჩარლიმ.
– Then who? – cried Charlie.
208224.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 3
– ჩარლი, ძვირფასო, ძილის დროა.
– Charlie, dear, it’s time for bed.
208225.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 3
– ხვალ, ჩემო ძვირფასო...
– Tomorrow, my darling…
208226.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 3
– მართალია, – თქვა ბაბუა ჯომ, – დანარჩენს ხვალ საღამოს გიამბობ.
– That’s right, – said Grandpa Joe, – I’ll tell you the rest of it tomorrow evening.
208227.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
პირველი ოქროს ბილეთი მეორე დღესვე იპოვეს.
The very next day, the first Golden Ticket was found.
208228.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
მპოვნელს ავგუსტუს გლუპი ერქვა და მისტერ ბაკეტმა რომ საღამოს გაზეთი მოიტანა, პირველ გვერდზე მისი დიდი სურათი დაებეჭდათ.
The finder was a boy called Augustus Gloop, and Mr Bucket’s evening newspaper carried a large picture of him on the front page.
208229.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
გაზეთში ეწერა, თურმე ქალაქი, სადაც ავგუსტუს გლუპი ცხოვრობს, აღფრთოვანებისაგან ლამის შეიშალა, თავისი გმირის გამო.
The town in which Augustus Gloop lived, the newspaper said, had gone wild with excitement over their hero.
208230.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ფანჯრებზე დროშები გამოკიდეს, ბავშვები სკოლიდან დაითხოვეს და ამ სახელგანთქმული ახალგაზრდას პატივსაცემად აღლუმი მოაწყვეს.
Flags were flying from all the windows, children had been given a holiday from school, and a parade was being organized in honour of the famous youth.
208231.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– ვიცოდი, რომ ავგუსტუსი იპოვიდა ოქროს ბილეთს, – უთხრა ბიჭის დედამ ჟურნალისტებს,
– I just knew Augustus would find a Golden Ticket, – his mother had told the newspapermen.
208232.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
იცით, ჭამა მისი საყვარელი საქმიანობაა.
Eating is his hobby, you know.
208233.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
მხოლოდ ეს აინტერესებს.
That’s all he’s interested in.
208234.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
მუდამ იმას ვამბობ, ასე აღარ შეჭამდა, დანაყრება რომ არ სჭირდებოდეს.
And what I always say is, he wouldn’t go on eating like he does unless he needed nourishment.
208235.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
რამხელა სიხარული იქნება მისთვის მისტერ ვონკას შესანიშნავ ქარხანაში სტუმრობა!
What a thrill it will be for him to visit Mr Wonka’s marvellous factory!
208236.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– რა საზიზღარი ქალია! – თქვა ბებია ჯოზეფინა.
– What a revolting woman! – said Grandma Josephine.
208237.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– და ბიჭიც რა საძაგელია! – თქვა ბებია ჯორჯიანაც.
– And what a repulsive boy! – said Grandma Georgina.
208238.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– ოთხი ოქროს ბილეთიღა დარჩა, – თქვა ბაბუა ჯორჯი.
– Only four Golden Tickets left, – said Grandpa George.
208239.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ზრდასრული ქალები შედიოდნენ ტკბილეულობის მაღაზიებში, ვონკას შოკოლადის ათ ფილას ერთად ყიდულობდნენ, მერე იქვე აფცქვნიდნენ ქაღალდს.
Fully grown women were seen going into sweet shops and buying ten Wonka bars at a time, then tearing off the wrappers on the spot.
208240.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
ბავშვები ჩაქუჩებით ამსხვრევდნენ თავიანთ ყულაბებს და ფულით მუჭებდატენილები გარბოდნენ მაღაზიებისკენ.
Children were taking hammers and smashing their piggy banks and running out to the shops with handfuls of money.