მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208301.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– საერთოდ, კევიღეჭია ვარ, – ყვიროდა ის, – მაგრამ, როცა მისტერ ვონკას ბილეთების ამბავი შევიტყვე, საღეჭ რეზინს შევეშვი.
– I’m a gum chewer, normally, – she shouted, – but when I heard about these ticket things of Mr. Wonka’s, I gave up gum.
208302.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ახლა, რა თქმა უნდა, ისევ მივუბრუნდი საღეჭ რეზინს.
Now, of course, I’m back on gum.
208303.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
მთელ დღეს ამას ვატკაცუნებ, იმ რამდენიმე წუთის გამოკლებით, რასაც ჭამას ვანდომებ, როცა ვიღებ ხოლმე პირიდან და უსაფრთხოებისთვის ყურს უკან ვიწებებ.
I munch it all day long except for a few minutes at mealtimes when I take it out and stick it behind my ear for safekeeping.
208304.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– გეყოფა, ვიოლეტ, – გამოსძახა მისის ბორეგარდმა ოთახის შორეული კუთხიდან, სადაც ბრბოს რომ არ გაეთელა, პიანინოზე შემდგარიყო.
– Now, Violet, – Mrs. Beauregarde said from a far corner of the room where she was standing on the piano to avoid being trampled by the mob.
208305.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– კეთილი, დედა, დაწყნარდი, – დაიყვირა მის ბორეგარდმა,
– All right, Mother, keep your hair on!– Miss Beauregarde shouted.
208306.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– ახლა კი, – კვლავ განაგრძო მან და რეპორტიორებს მიუბრუნდა, – იქნებ დაგაინტერესოთ იმ ფაქტმაც, რომ ამ საღეჭ რეზინს, ამ წუთას პირში რომ მიდევს, მთელი სამი თვეა, ვღეჭავ.
– And now, – she went on, turning to the reporters again, – it may interest you to know that this piece of gum I’m chewing right at this moment is one I’ve been working on for over three months.
208307.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ეს რეკორდია.
That’s a record.
208308.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ჩემი საუკეთესო მეგობრის, მის კორნელია პრინზმეტალის რეკორდი მოვხსენი.
It’s beaten the record held by my best friend, Miss Cornelia Prinzmetel.
208309.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ეს საღეჭი რეზინი ახლა ჩემი უძვირფასესი საკუთრებაა.
It’s my most treasured possession now, this piece of gum is.
208310.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ღამღამობით საწოლის ბოლოში ვაკრავ ხოლმე, დილით კი ისევ ისეთივე კარგია, პირველად ოდნავ მაგარია, მაგრამ რამდენიმეჯერ კარგად რომ გავღეჭავ, რბილდება.
At night-time, I just stick it on the end of the bedpost, and it’s as good as ever in the mornings, a bit hard at first, maybe, but it soon softens up again after I’ve given it a few good chews.
208311.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
სანამ მსოფლიო რეკორდისთვის დავიწყებდი ღეჭვას, საღეჭ რეზინს ყოველდღე ვიცვლიდი.
Before I started chewing for the world record, I used to change my piece of gum once a day.
208312.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ამას ჩვენს ლიფტში ვაკეთებდი.
I used to do it in our lift.
208313.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ჩემ შემდეგ ვინც შემოვიდოდა და ღილაკს ხელს დააჭერდა, თითზე ჩემი ძველი საღეჭი რეზინი მიეწებებოდა.
Then the next person who came along and pressed the button got my old gum on the end of his or her finger.
208314.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
დიახ, გულის ფანცქალით ველი მისტერ ვონკას ქარხნაში წასვლას.
Oh yes, I’m thrilled to be going to Mr Wonka’s factory.
208315.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– მეოთხე ოქროს ბილეთი ვინღა იპოვა? – იკითხა ჩარლიმ.
– And who got the fourth Golden Ticket? – Charlie asked.
208316.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– აბა, ვნახოთ, – კვლავ გაზეთს ჩააშტერდა მისტერ ბაკეტი.
– Now, let me see, – said Mr. Bucket, peering at the newspaper again.
208317.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– ჰო, აი, ისიც, მეოთხე ოქროს ბილეთი იპოვა ბიჭმა, რომელსაც სახელად მაიკ ტივი ჰქვია.
– Ah yes, here we are, the fourth Golden Ticket was found by a boy called Mike Teavee.
208318.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ჩვენი კორესპონდენტის მისვლისას ტივების ოჯახი, ისევე, როგორც სხვებისა, აღელვებული მნახველებით იყო სავსე, მაგრამ იღბლიანი გამარჯვებული, ახალგაზრდა მაიკ ტივი ძალიან თავგაბეზრებული ჩანდა ამ ამბით.
The Teavee household was crammed, like all the others, with excited visitors when our reporter arrived, but young Mike Teavee, the lucky winner, seemed extremely annoyed by the whole business.
208319.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– სულელებო, ვერა ხედავთ, ტელევიზორს რომ ვუყურებ? – თქვა გაბრაზებულმა,
– Can’t you fools see I’m watching television? – he said angrily.
208320.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– ნეტავ ხელს არ მიშლიდეთ!
– I wish you wouldn’t interrupt!”