მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208261.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– არა მგონია, რომ ამ გოგოს მამა სამართლიანად მოიქცა, ბაბუა, შენ როგორ ფიქრობ? – ჩაილუღლუღა ჩარლიმ.
– I don’t think the girl’s father played it quite fair, Grandpa, do you? – Charlie murmured.
208262.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– ის მას ალიან ანებივრებს, – თქვა ბაბუა ჯომ.
– He spoils her, – Grandpa Joe said.
208263.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– დაიმახსოვრე, ჩარლი, რომ ბავშვს ასეთი განებივრება კარგს არაფერს მოუტანს.
– No good can ever come from spoiling a child like that, Charlie, you mark my words.’
208264.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– შენი ძილის დროა, ჩემო ძვირფასო, – თქვა ჩარლის დედამ,
- Come to bed, my darling, - said Charlie’s mother.
208265.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– ხომ გახსოვს, ხვალ შენი დაბადების დღეა, დილაადრიან უნდა ადგე საჩუქრის გასახსნელად.
– Tomorrow’s your birthday, don’t forget that, so I expect you’ll be up early to open your present.
208266.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– ვონკას შოკოლადის ფილა! – შეჰყვირა ჩარლიმ, – ხომ ვონკას ფილაა?
– A Wonka chocolate bar!– cried Charlie – It is a Wonka bar, isn’t it?
208267.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– ჰო, ჩემო სიყვარულა, – უთხრა დედამ, – რა თქმა უნდა ისაა.
– Yes, my love, – his mother said – Of course it is.
208268.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– ოჰ, განა შესანიშნავი არ იქნება, მესამე ოქროს ბილეთი მე რომ ვიპოვო? – თქვა ჩარლიმ.
– Oh, wouldn’t it be wonderful if I found the third Golden Ticket inside it?– Charlie said.
208269.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 6
– რომ მოგცემენ, აქ მოიტანე, – უთხრა ბაბუა ჯომ.
– Bring it in here when you get it, – Grandpa Joe said.
208270.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
- დაბადების დღეს გილოცავთ! – ოთხივე მოხუცმა ერთხმად შეჰყვირა, როცა ჩარლი მომდევნო დილით მათ ოთახში შევიდა.
- Happy birthday! - cried the four old grandparents, as Charlie came into their room the next morning.
208271.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
ჩარლი ჩამოჯდა საწოლის კიდეზე.
Charlie sat down on the edge of the bed.
208272.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
ოთხივე მოხუცს თავები ბალიშებიდან წამოეყოთ და აღელვებულები თვალებით მიშტერებოდნენ შოკოლადის ფილას, ჩარლის რომ ეჭირა ხელში.
The four old people propped themselves up on their pillows and stared with anxious eyes at the bar of chocolate in Charlie’s hands.
208273.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
მისტერ და მისის ბაკეტიც შემოვიდნენ, დადგნენ საწოლის ფეხთით და ჩარლის მიაცქერდნენ.
Mr. and Mrs. Bucket came in and stood at the foot of the bed, watching Charlie.
208274.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.
The room became silent.
208275.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
ყველა ჩარლის ელოდებოდა, როდის გახსნიდა საჩუქარს.
Everybody was waiting now for Charlie to start opening his present.
208276.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
ჩარლიმ დახედა შოკოლადის ფილას.
Charlie looked down at the bar of chocolate.
208277.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
გულს ნუ გაიტეხ, ძვირფასო, თუ შეფუთვის ქვეშ იმას ვერ იპოვი, რასაც ეძებ.
You mustn’t be too disappointed, my darling, if you don’t find what you’re looking for underneath that wrapper.
208278.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
– ბოლოს და ბოლოს, – თქვა ბებია ჯოზეფინამ, – მთელ მსოფლიოში სამად სამი ბილეთიღა დარჩა საპოვნელი.
– After all, – Grandma Josephine said, – in the whole wide world there are only three tickets left to be found.
208279.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
– არ დაგავიწყდეს, – თქვა ბებია ჯორჯიანამ, – რაც არ უნდა მოხდეს, ერთი ფილა შოკოლადი მაინც შეგრჩება.
– The thing to remember, – Grandma Georgina said, – is that whatever happens, you’ll still have the bar of chocolate.
208280.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 7
– ჰო, – ჩაიჩურჩულა ჩარლიმ, – ვიცი.
– Yes, – Charlie whispered – I know.