მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208321.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ცხრა წლის ბიჭი ვეება ტელევიზორის წინ იჯდა, თვალები ტელეეკრანისთვის მიეშტერებინა და უყურებდა ფილმს, რომელშიც განგსტერთა ერთი ბანდა ტყვიამფრქვევით ჟლეტდა მეორეს.
‘The nine-year-old boy was seated before an enormous television set, with his eyes glued to the screen, and he was watching a film in which one bunch of gangsters was shooting up another bunch of gangsters with machine guns.
208322.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
თავად მაიკ ტივს მთელ ტანზე ქამრები ერტყა და ზედ სხვადასხვა ზომის თვრამეტამდე სათამაშო რევოლვერი ეკიდა, დროდადრო წამოხტებოდა ხოლმე და ექვსჯერ მაინც ისროდა ხან ერთი და ხან მეორე იარაღიდან.
Mike Teavee himself had no less than eighteen toy pistols of various sizes hanging from belts around his body, and every now and again he would leap up into the air and fire off half a dozen rounds from one or another of these weapons.
208323.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– ჩუმად! – დაიყვირებდა ხოლმე, როცა ვინმე რამეს ჰკითხავდა.
– Quiet!” – he shouted when someone tried to ask him a question.
208324.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– ხომ გითხარით, ხელს ნუ მიშლით-მეთქი!
– Didn’t I tell you not to interrupt!
208325.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ყველაფერს ვნახულობ ყოველდღე, ყველაზე უვარგისსაც კი, ისეთებსაც, სადაც სულ არ არის სროლა.
I watch all of them every day, even the rotten ones, where there’s no shooting.
208326.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
როგორი საშინელები არიან ეს ბანდიტები!
They’re terrific, those gangsters!
208327.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთმანეთს ტყვიებს ახლიან, ან ძველ სტილეტებს აელვარებენ.
Especially when they start pumping each other full of lead, or flashing the old stilettos.
208328.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
ღმერთო! რას არ მივცემდი, ოღონდ მეც მეკეთებინა ეს!
Gosh, what wouldn’t I give to be doing that myself!
208329.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– ნუთუ ყველა ბავშვი მათსავით იქცევა დღესდღეობით?
– Do all children behave like this nowadays?
208330.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
– ახლა ერთადერთი ბილეთიღა დარჩა! – თქვა ბაბუა ჯორჯმა.
– And now there’s only one ticket left! – said Grandpa George.
208331.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 8
მეხუთე ბილეთიც ვიღაც საძაგელ პატარა მხეცუნას შეხვდება, სულ რომ არ იმსახურებს, ამაში ისევე ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ ხვალ ვახშმად კომბოსტოს წვნიანს გიახლებით!
And just as sure as I’ll be having cabbage soup for supper tomorrow, that ticket’ll go to some nasty little beast who doesn’t deserve it!
208332.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
მეორე დღეს, როცა ჩარლი სკოლიდან დაბრუნდა და ბებიებისა და ბაბუების სანახავად შევიდა, აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ბაბუა ჯოს ეღვიძა.
The next day, when Charlie came home from school and went in to see his grandparents, he found that only Grandpa Joe was awake.
208333.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
დანარჩენი სამი ხმამაღლა ხვრინავდა.
The other three were all snoring loudly.
208334.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
– ჩშშ! – ჩაიჩურჩულა ბაბუა ჯომ და თავის დაქნევით მიიხმო ჩარლი.
– Ssshh! – whispered Grandpa Joe, and he beckoned Charlie to come closer.
208335.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
ჩარლი ფეხის წვერებზე მიიპარა და საწოლთან დადგა.
Charlie tiptoed over and stood beside the bed.
208336.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
ახლა მე და შენ ერთხელ კიდევ ვცადოთ ბოლო ბილეთის პოვნა.
And now, you and I are going to have one more fling at finding that last ticket.
208337.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
აბა, რას იტყვი?
How about it, eh?
208338.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
მაგრამ შენც უნდა მომეხმარო.
But you’ll have to help me.
208339.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
– ნამდვილად გინდა ამაში დახარჯო შენი ფული, ბაბუა? – დაიჩურჩულა ჩარლიმ.
– Are you sure you want to spend your money on that, Grandpa? – Charlie whispered.
208340.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
– რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ! – მოხუცი კაცი აღელვებით ლუღლუღებდა.
– Of course, I’m sure! – spluttered the old man excitedly.