მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208361.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 9
– არაფერი, – თქვა ბაბუა ჯომ, – დაიძინე.
– Nothing – said Grandpa Joe – You go on back to sleep.
208362.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
მომდევნო ორი კვირის მანძილზე, საშინლად ცივი ამინდები დაიწყო.
During the next two weeks, the weather turned very cold.
208363.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
თავიდან თოვლი მოვიდა.
First came the snow.
208364.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ძალიან მოულოდნელად დაიწყო ერთ დილას, ჩარლი რომ სკოლაში წასასვლელად ემზადებოდა.
It began very suddenly one morning just as Charlie Bucket was getting dressed for school.
208365.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ფანჯარასთან მდგომმა ჩარლიმ დაინახა, როგორ ეშვებოდა ფოლადისფერი ყინულოვანი ციდან უზარმაზარი ფანტელები.
Standing by the window, Charlie saw the huge flakes drifting slowly down out of an icy sky that was the colour of steel.
208366.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
თოვა რომ მორჩა, ახლა სუსხიანი ქარიშხალი ამოვარდა და რამდენიმე დღეს არ ჩამდგარა.
After the snow, there came a freezing gale that blew for days and days without stopping.
208367.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ყველაფერი, რასაც ჩარლიმ ხელი შეახო, ყინულისა გეგონებოდათ, გარეთ გასვლისას ხომ ქარი ლოყებს დანასავით უსერავდა.
Everything that Charlie touched seemed to be made of ice, and each time he stepped outside the door, the wind was like a knife on his cheek.
208368.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
სახლში ფანჯრების ღრიჭოებიდან კარის ქვეშიდან ცივი ჰაერის ნაკადი იჭრებოდა და მას ვერსად დაემალებოდი.
Inside the house, little jets of freezing air came rushing in through the sides of the windows and under the doors, and there was no place to go to escape them.
208369.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ოქროს ბილეთების მღელვარება კარგა ხანია მიავიწყდათ.
The excitement over the Golden Tickets had long since been forgotten.
208370.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ოჯახში არავინ არაფერზე ფიქრობდა, გარდა ორი სასიცოცხლო პრობლემისა როგორმე ეცადათ გამთბარიყვნენ და საკმარისად დანაყრებულიყვნენ.
Nobody in the family gave a thought now to anything except the two vital problems of trying to keep warm and trying to get enough to eat.
208371.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
უმეტესობას ოხშივარადენილი ნოყიერი ჩაშუშული ხორცი, ვაშლის ცხელი ღვეზელი და ნაირ-ნაირი გემრიელი თბილი კერძი მოგვინდება ხოლმე.
Most of us find ourselves beginning to crave rich steaming stews and hot apple pies and all kinds of delicious warming dishes.
208372.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
და რაკი ყველანი გაცილებით უფრო იღბლიანები ვართ, ვიდრე გვგონია, ჩვეულებისამებრ ვიღებთ ან დაახლოებით მაინც ვიღებთ იმას, რასაც მოვისურვებთ.
And because we are all a great deal luckier than we realize, we usually get what we want or near enough.
208373.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
მაგრამ ჩარლი ბაკეტს კი არასოდეს გააჩნდა ის, რაც სურდა, რადგან ოჯახს ამის ყიდვა არ შეეძლო.
But Charlie Bucket never got what he wanted because the family couldn’t afford it.
208374.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
შოკოლადის ორივე ფილა, დაბადების დღის და ბაბუას ნაყიდიც, კარგა ხანია შემოეჭამა ციცქვნაში და ახლა დღეში მხოლოდ სამჯერ კომბოსტოს წყალწყალა კერძებს იღებდა.
Both bars of chocolate, the birthday one and the one Grandpa Joe had bought, had long since been nibbled away, and all he got now were those thin, cabbagy meals three times a day.
208375.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ კბილის პასტების ქარხანა, სადაც მისტერ ბაკეტი მუშაობდა, გაკოტრდა და დაიკეტა.
The reason for this was that the toothpaste factory, the place where Mr. Bucket worked, suddenly went bust and had to close down.
208376.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
მისტერ ბაკეტი შეეცადა სასწრაფოდ ეშოვა სხვა სამსახური.
Quickly, Mr Bucket tried to get another job.
208377.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
საუზმედ თითოეულს პურის ერთი ნაჭერი ხვდებოდათ, ლანჩზე კი ნახევარი მოხარშული კარტოფილი.
Breakfast was a single slice of bread for each person now, and lunch was half a boiled potato.
208378.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
პატარა ჩარლი ბაკეტს, ძლივს რომ მიიკვლევდა თოვლში გზას სკოლისაკენ, ყოველდღე მისტერ ვილი ვონკას შოკოლადის ვეებერთელა ქარხნის წინ უნდა ჩაევლო.
And every day, little Charlie Bucket, trudging through the snow on his way to school, would have to pass Mr. Willy Wonka’s giant chocolate factory.
208379.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ყოველ დღეს ქარხანას რომ მიუახლოვდებოდა, მაღლა ასწევდა თავის პატარა აპრეხილ ცხვირს და შოკოლადის მშვენიერ ტკბილ სურნელს იყნოსავდა.
And every day, as he came near to it, he would lift his small pointed nose high in the air and sniff the wonderful sweet smell of chocolate.
208380.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ზოგჯერ რამდენიმე წუთს გაუნძრევლად იდგა ჭიშკართან და ღრმად სუნთქავდა, თითქოს ამ სურნელის შეჭმას ცდილობდა.
Sometimes, he would stand motionless outside the gates for several minutes on end, taking deep swallowing breaths as though he were trying to eat the smell itself.