მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208381.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
– ამ ბავშვმა, – ერთ ყინვიან დილას საბნიდან თავი გამოყო ბაბუა ჯომ, – მეტი საკვები უნდა მიიღოს.
– That child, – said Grandpa Joe, poking his head up from under the blanket one icy morning,– that child has got to have more food.
208382.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ის, საცაა, ჩონჩხს დაემსგავსება!
He’s beginning to look like a skeleton!’
208383.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
– რა გინდა, რომ ქნა კაცმა? – საცოდავად ამოილუღლუღა ბებია ჯოზეფინამ, – ჩვენის აღებაზე უარს ამბობს.
– What can one do? – murmured Grandma Josephine miserably – He refuses to take any of ours.
208384.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
თურმე დედამისს უცდია თავისი წილი პურის ნაჭრის მის თეფშზე გადაცურება ამ დილით, მაგრამ მან ხელი არ ახლო და უკან წააღებინა.
I hear his mother tried to slip her own piece of bread on to his plate at breakfast this morning, but he wouldn’t touch it and he made her take it back.
208385.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
– შესანიშნავი პატარა ყმაწვილია, – თქვა ბაბუა ჯორჯმა, – ის უკეთესს იმსახურებს.
– He’s a fine little fellow, – said Grandpa George - He deserves better than this.
208386.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
დღითი დღე ჩარლი ბაკეტი სულ უფრო მეტად ხდებოდა.
And every day, Charlie Bucket grew thinner and thinner.
208387.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ჰოდა, იმ საოცარი სიბრძნის წყალობით, რომელიც გასაჭირში ჩავარდნილ პატარებს ხშირად აღმოაჩნდებათ ხოლმე, ჩარლიმაც, ძალ-ღონე რომ შეენარჩუნებინა, ბევრი რამ შეცვალა თავის ცხოვრებაში.
And now, with that curious wisdom that seems to come so often to small children in times of hardship, he began to make little changes here and there in some of the things that he did, so as to save his strength.
208388.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
დილაობით სახლიდან ათი წუთით ადრე გადიოდა, რომ სკოლისაკენ ნელა ევლო, სირბილის გარეშე.
In the mornings, he left the house ten minutes earlier so that he could walk slowly to school, without ever having to run.
208389.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
შესვენებისას, როცა სხვები ეზოში გარბოდნენ საგუნდაოდ და საჭიდაოდ, ჩარლი წყნარად იჯდა საკლასო ოთახში და ისვენებდა.
He sat quietly in the classroom during break, resting himself, while the others rushed outdoors and threw snowballs and wrestled in the snow.
208390.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ერთხელ კი, შუადღისას, შინ რომ ბრუნდებოდა და სახეში სუსხიანი ქარი სცემდა, რაღაც ვერცხლივისფერს მოჰკრა თვალი.
Then one afternoon, walking back home with the icy wind in his face his eye was caught suddenly by something silvery.
208391.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ის რაღაც სანახევროდ თოვლში იყო ჩაფლული, მაგრამ ის უმალვე მიხვდა, რაც იპოვა.
Part of it was buried under the snow, but he saw at once what it was.
208392.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
მან სასწრაფოდ მოავლო თვალი იქაურობას.
Quickly he looked around him.
208393.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ახლახან ხომ არ დაუვარდა ვინმეს?
Had somebody just dropped it?
208394.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
არავინ ეძებდა ფულს, არავის შეუნიშნავს თხრილთან მოხრილი პატარა ბიჭი.
None of them was searching for any money, none of them was taking the slightest notice of the small boy crouching in the gutter.
208395.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ესე იგი, ეს ორმოცდაათპენსიანი მისი იყო?
Then was it his, this fifty pence?
208396.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ჩარლიმ ფრთხილად გამოაძრო თოვლიდან ფული, რომელიც მხოლოდ გაჭუჭყიანებულიყო და დასველებულიყო, მაგრამ სხვამხრივ უნაკლო იყო.
Carefully, Charlie pulled the money out from under the snow, which was damp and dirty, but otherwise perfect.
208397.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
მთელი ორმოცდაათი პენსი!
A WHOLE fifty pence!
208398.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
აცახცახებულ თითებს შორის მაგრად ეჭირა და დაჰყურებდა.
He held it tightly between his shivering fingers, gazing down at it.
208399.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ჩარლი უნებლიეთ შეტრიალდა და უახლოესი მაღაზიისკენ გაეშურა.
Automatically, Charlie turned and began moving towards the nearest shop.
208400.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ათიოდე ნაბიჯის მოშორებით რომ იყო... აქ ყველაფერი იყიდებოდა, გაზეთები, საკანცელარიო ნივთები, ტკბილეული და სიგარეტიც კი...
It was only ten paces away… it was a newspaper and stationery shop, the kind that sells almost everything, including sweets and cigars…