მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208421.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
გახსნისას არ გაგეხეს!
Don’t tear it as you unwrap it!
208422.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– ეს ძვირფასი ნივთია!
– That thing’s precious!
208423.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
რამდენიმე წამში ჩარლის ირგვლივ ოცამდე კაცი მოგროვდა, დანარჩენები კი ქუჩიდან მოიკვლევდნენ გზას.
In a few seconds, there was a crowd of about twenty people clustering around Charlie, and many more were pushing their way in from the street.
208424.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ყველას უნდოდა, ოქროს ბილეთი და მისი იღბლიანი მპოვნელი ენახა.
Everybody wanted to get a look at the Golden Ticket and at the lucky finder.
208425.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– სად არის? – დაიყვირა ვიღაცამ, – ისე ასწიეთ, რომ ყველამ დავინახოთ!
– Where is it? – somebody shouted, – Hold it up so all of us can see it!
208426.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ნახეთ, ოქრო როგორ ბრწყინავს!
See the gold shining!
208427.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– რამდენი კვირაა, დღეში ოც ფილას მაინც ვყიდულობდი!
– Twenty bars a day I’ve been buying for weeks and weeks!
208428.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ჩარლი არ განძრეულა.
Charlie hadn’t moved.
208429.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
რაღაც განსაკუთრებული გრძნობა დაეუფლა, თითქოს მაღლა, ჰაერში მიცურავდა საჰაერო ბუშტივით.
There was a peculiar sensation coming over him, as though he were floating up in the air like a balloon.
208430.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ამ დროს იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელი მსუბუქად დაადო მხარზე და როცა აიხედა, დაინახა, რომ ვიღაც მაღალი კაცი ადგა თავს.
At that point, he became aware of a hand resting lightly on his shoulder, and when he looked up, he saw a tall man standing over him.
208431.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– მომისმინე, – დაიჩურჩულა კაცმა, – ვიყიდი მას შენგან.
– Listen, – the man whispered, – I’ll buy it from you.
208432.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ახალ ველოსიპედსაც მოგცემ.
I’ll give you a new bicycle as well.
208433.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– გაგიჟდით? – შეჰყვირა მასთან ასევე ახლოს მდგარმა ქალმა, – ამ ბილეთში ორას გირვანქა სტერლინგს მივცემდი!
– Are you crazy?– shouted a woman who was standing equally close, –‘Why, I’d give him two hundred pounds for that ticket!
208434.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
გინდათ, ორას გირვანქა სტერლინგად გაყიდოთ ეგ ბილეთი, ყმაწვილო?
You want to sell that ticket for two hundred pounds, young man?
208435.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– კმარა! – დაიყვირა სქელმა მაღაზიის მფლობელმა, ბრბოში გზა გაიკვლია და ჩარლის მაგრად ჩასჭიდა მკლავში ხელი, – შეეშვით ამ ბავშვს!
– That’s quite enough of that! – the fat shopkeeper shouted, pushing his way through the crowd and taking Charlie firmly by the arm, – Leave the kid alone, will you!
208436.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– არავის არ დაუთმო, იცოდე!
– Don’t you let anybody have it!
208437.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
პირდაპირ შინ წაიღე, სანამ დაკარგავდე, ჩქარა!
Take it straight home, quickly, before you lose it!
208438.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
სულ სირბილით წადი და სანამ არ მიხვალ არ შეჩერდე, გაიგე?
Run all the way and don’t stop till you get there, you understand?
208439.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ჩარლიმ თავი დაუქნია.
Charlie nodded.
208440.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– იცი რა, – მაღაზიის მფლობელი წუთით შეჩერდა და ჩარლის გაუღიმა, – ასე მგონია, ეგ შანსი სწორედ შენ გჭირდებოდადა.
– You know something, – the fat shopkeeper said, pausing a moment and smiling at Charlie, – I have a feeling you needed a break like this.