მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208401.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
ვიყიდი შოკოლადის ერთ ტკბილ, სურნელოვან ფილას და მაშინვე სულმთლად შევჭამ, აქვე...
He would buy one luscious bar of chocolate and eat it all up, every bit of it, right then and there…
208402.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 10
დანარჩენ ფულს მაშინვე შინ წავიღებ და დედას მივცემ
The rest of the money I would take straight back home and give to his mother.
208403.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ჩარლი მაღაზიაში შევიდა და სველი ორმოცდაათპენსიანი დახლზე დადო.
Charlie entered the shop and laid the damp fifty pence on the counter.
208404.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
მსხვილი ტუჩები, გაბერილი ლოყები და ძალზე სქელი კისერი ჰქონდა.
He had big lips and fat cheeks and a very fat neck.
208405.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
გამყიდველი შეტრიალდა, შოკოლადის ფილას დასწვდა, მერე ისევ მობრუნდა და ჩარლის გაუწოდა.
He turned and reached behind him for the chocolate bar, then he turned back again and handed it to Charlie.
208406.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– როგორც გეტყობა, ეგ გინდოდა, შვილო, – თავაზიანად უთხრა მაღაზიის მფლობელმა.
– You look like you wanted that one, sonny, – the shopkeeper said pleasantly.
208407.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ჩარლიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, პირი შოკოლადით ჰქონდა გამოტენილი.
Charlie nodded, his mouth bulging with chocolate.
208408.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
მაღაზიის მფლობელმა ჩარლის ხურდა დაუდო დახლზე.
The shopkeeper put Charlie’s change on the counter.
208409.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– ცოტა ნელა თორემ მუცელი გეტკინება, დაუღეჭავად რომ ყლაპავ.
– Take it easy, It’ll give you a tummy-ache if you swallow it like that without chewing.
208410.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ის სულს ძლივსღა ითქვამდა, თუმცა თავს მაინც ჩინებულად გრძნობდა, საოცრად ბედნიერი იყო.
He was quite out of breath, but he felt marvellously, extraordinarily happy.
208411.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ხელი ხურდის ასაღებად გაიწოდა, მერე შეჩერდა.
He reached out a hand to take the change, then he paused.
208412.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– ვგონებ, შოკოლადის კიდევ ერთ ფილას ავიღებ, ისეთივე მომეცით, თუ შეიძლება.
- I think I’ll have just one more of those chocolate bars, the same kind as before, please.
208413.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ჩარლიმ აიღო, ქაღალდი შემოახია და უცებ ქაღალდის ქვემოდან თითქოს ოქრომ გაიბრწყინა.
Charlie picked it up and tore off the wrapper and suddenly from underneath the wrapper there came a brilliant flash of gold.
208414.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ჩარლის გული გაუჩერდა.
Charlie’s heart stood still.
208415.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
– ეს ხომ ოქროს ბილეთია!
– It’s a Golden Ticket!
208416.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
უკანასკნელი ოქროს ბილეთი იპოვე!
You’ve found the last Golden Ticket!
208417.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
მოდით და ყველამ ნახეთ!
Come and look at this, everybody!
208418.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ამ ბავშვმა ვონკას უკანასკნელი ოქროს ბილეთი იპოვა!
The kid’s found Wonka’s last Golden Ticket!
208419.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
სასწრაფოდ გაზეთებს დაურეკეთ და შეატყობინეთ!
Somebody call the newspapers quick and let them know!
208420.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
ახლა ფრთხილად იყავი, შვილიკო!
Watch out now, sonny!