მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208441.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 11
მისტერ ვილი ვონკას ქარხანას რომ ჩაუქროლა, მიბრუნდა, ხელი დაუქნია და მიუღიღინა: – მალე გესტუმრები!
As he flew past Mr. Willy Wonka’s factory, he turned and waved at it and sang out: – I’ll be seeing you!
208442.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მისის ბაკეტი მოხუცები ბებიებისა და ბაბუების ოთახში იყო, საღამოსთვის წვნიანი მიეტანა მათთვის.
Mrs Bucket was in the old grandparents’ room, serving them their evening soup.
208443.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– დედა! – აყვირებული ჩარლი ქარიშხალივით დაატყდა მათ თავს, – შეხედე!
– Mother! – yelled Charlie, rushing in on them like a hurricane, – Look!
208444.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ბოლო ოქროს ბილეთი! ჩემია!
The last Golden Ticket! It’s mine!
208445.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ქუჩაში ცოტა ფული ვიპოვე, შოკოლადის ორი ფილა ვიყიდე და მეორეში ეს ოქროს ბილეთი იდო.
I found some money in the street and I bought two bars of chocolate and the second one had the Golden Ticket.
208446.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
უამრავი ხალხი მეხვეოდა, უნდოდათ ენახათ, მაღაზიის მფლობელმა გადამარჩინა, სულ სირბილით მოვედი სახლამდე და აი, აქ ვარ!
There were crowds of people all around me wanting to see it and the shopkeeper rescued me and I ran all the way home and here I am!
208447.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მეხუთე ოქროს ბილეთია, დედა და მე ის ვიპოვე!
IT’s THE FIFTH GOLDEN TICKET, MOTHER, AND I’ VE FOUND IT!’
208448.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
დაახლოებით ათი წამი ოთახში სამარისებური სიჩუმე იდგა.
For about ten seconds there was absolute silence in the room.
208449.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– გვატყუებ, ჩარლი, ხომ?
– You’re pulling our legs, Charlie, aren’t you?
208450.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– არა! – ჩარლი საწოლს მივარდა და დიდი და მშვენიერი ოქროს ბილეთი ააფრიალა, კარგად რომ დაენახა მას.
– I am not! – cried Charlie, rushing up to the bed and holding out the large and beautiful Golden Ticket for him to see.
208451.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ბაბუა ჯო წინ წაიწია და ცხვირი თითქმის დაადო ბილეთს.
Grandpa Joe leaned forward, his nose almost touching the ticket.
208452.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
დანარჩენები შესცქეროდნენ და ელოდნენ, მის აზრს.
The others watched him, waiting for the verdict.
208453.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მერე ბაბუა ჯოს ნელ-ნელა საოცარი ღიმილი მოეფინა სახეზე, მან თავი ასწია და პირდაპირ ჩარლის შეხედა.
Then very slowly, with a slow and marvellous grin spreading all over his face, Grandpa Joe lifted his head and looked straight at Charlie.
208454.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მას ლოყები გავარდისფრებოდა, თვალები გაფართოებოდა და სიხარულისაგან უციმციმებდა.
The colour was rushing to his cheeks, and his eyes were wide open, shining with joy.
208455.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ერთი სასწაულებრივი ნახტომით ეს ოთხმოცდათექვსმეტ წელს გადაცილებული ჭაბუკი-ბერიკაცი, ოცი წლის განმავლობაში საწოლიდან რომ არ ამდგარა, იატაკზე ჩამოხტა.
In one fantastic leap, this old fellow of ninety-six and a half, who hadn’t been out of bed these last twenty years, jumped on to the floor.
208456.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში მისტერ ბაკეტი შემოვიდა.
At this point, the door opened, and Mr. Bucket walked into the room.
208457.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
გათოშილი იყო და ძალიან დაღლილი.
He was cold and very tired.
208458.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მთელ დღეს თოვლს ხვეტდა ქუჩაში ნიჩბით.
All day long, he had been shovelling snow in the streets.
208459.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– რა ხდება აქ?
- What’s going on in here?
208460.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– არა მჯერა, შეუძლებელია.
- I don’t believe it, it’s not possible.