მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208461.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– აჩვენე ბილეთი, ჩარლი! - დაიყვირა ბაბუა ჯომ ისე, რომ ცეკვა არ შეუწყვეტია, დერვიშს მოგაგონებდათ თავის ზოლიან პიჟამაში.
- Show him the ticket, Charlie! - shouted Grandpa Joe, who was still dancing around the floor like a dervish in his striped pyjamas.
208462.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– აჩვენე მამაშენს მთელ მსოფლიოში მეხუთე და უკანასკნელი ოქროს ბილეთი!
– Show your father the fifth and last Golden Ticket in the world!
208463.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– აბა, მაჩვენე, ჩარლი, – უთხრა მისტერ ბაკეტმა, სკამზე დაეშვა და ხელი გაუწოდა მას.
– Let me see it, Charlie, – Mr. Bucket said, collapsing into a chair and holding out his hand.
208464.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ლამაზი რამ იყო ეს ოქროს ბილეთი.
It was a very beautiful thing, this Golden Ticket.
208465.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ცალ მხარეს რაღაც ჯადოსნური ხერხით კუპრივით შავი ასოებით გამოეყვანათ თავად მისტერ ვილი ვონკას მიპატიჟება.
On one side of it, printed by some clever method in jet-black letters, was the invitation itself – from Mr. Wonka.
208466.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– ხმამაღლა წაიკითხე! – თქვა ბაბუა ჯომ, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ისევ თავის საწოლზე აძვრა,
– Read it aloud! – said Grandpa Joe, climbing back into bed again at last.
208467.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– მოდით ყველამ გავიგოთ, ზუსტად რა წერია.
– Let’s all hear exactly what it says.
208468.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მისტერ ბაკეტმა მშვენიერი ოქროს ბილეთი თვალებთან ახლოს მიიტანა.
Mr. Bucket held the lovely Golden Ticket up close to his eyes.
208469.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
რამდენიმეჯერ ღრმად ამოისუნთქა, მერე ყელი ჩაიწმინდა და თქვა: – კეთილი, წავიკითხავ.
He took several deep breaths, then he cleared his throat, and said: - All right, I’ll read it.
208470.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მისტერ ვილი ვონკა მოგესალმება, ოქროს ბილეთის იღბლიანო მპოვნელო!
Greetings to you, the lucky finder of this Golden Ticket, from Mr. Willy Wonka!
208471.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ხელს მაგრად გართმევთ!
I shake you warmly by the hand!
208472.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მთელი ერთი დღით ჩემს ქარხანაში გეპატიჟებით თქვენ და ყველა იღბლიანს, ვინც ჩემი ოქროს ბილეთი იპოვა.
I do invite you to come to my factory for one whole day, you and all others who are lucky enough to find my Golden Tickets.
208473.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
თავად მე, ვილი ვონკა, ვიქნები თქვენი თანმხლები ქარხანაში და ყველაფერს გაჩვენებთ, შინ კი დიდი სატვირთო მანქანების კორტეჟის თანხლებით გაგისტუმრებთ.
I, Willy Wonka, will conduct you around the factory myself, showing you everything that there is to see, and afterwards, you will be escorted home by a procession of large trucks.
208474.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
გპირდებით, სატვირთო მანქანები სავსე იქნება იმდენი პირის ჩასატკბარუნებლით, რომ თქვენ და მთელ თქვენს ოჯახს კარგა ხანს გეყოფათ.
These trucks, I can promise you, will be loaded with enough delicious eatables to last you and your entire household for many years.
208475.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
როცა მარაგი გამოგელევათ, უბრალოდ დაბრუნდებით ქარხანაში, მაჩვენებთ ბილეთს და მეც მოხარული ვიქნები, კვლავ შევავსო თქვენი კარადა იმით, რასაც ინებებთ.
If, at any time thereafter, you should run out of supplies, you have only to come back to the factory and show this Golden Ticket, and I shall be happy to refill your cupboard with whatever you want.
208476.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
თქვენ და ჩემს საყვარელ ოქროს ბილეთის ყველა მფლობელს უფრო მეტად საუცხოო და ფანტასტიკურ სიურპრიზებს გიმზადებთ, რაც უზომოდ აღგაფრთოვანებთ, მოგხიბლავთ, დაგაინტერესებთ, განგაცვიფრებთ და დაგაბნევთ.
I am preparing other surprises that are even more marvellous and more fantastic for you and for all my beloved Golden Ticket holders that will entrance, delight, intrigue, astonish, and perplex you beyond measure.
208477.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
თქვენს ყველაზე უფრო თამამ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენთ, რომ ასეთი რამ შეიძლება გადაგხდეთ!
In your wildest dreams you could not imagine that such things could happen to you!
208478.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
სტუმრობისათვის ავირჩიე თებერვლის პირველი დღე.
The day I have chosen for the visit is the first day in the month of February.
208479.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მხოლოდ ამ დღეს და არა სხვა დროს, ზუსტად დილის ათ საათზე უნდა მობრძანდეთ ქარხნის ჭიშკართან.
On this day, and on no other, you must come to the factory gates at ten o’clock sharp in the morning.
208480.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
არ დაიგვიანოთ!
Don’t be late!