მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208481.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ნება გეძლევათ, თან მოიყვანოთ ოჯახის ერთი ან ორი წევრი, რათა მოგხედონ.
And you are allowed to bring with you either one or two members of your own family to look after you.
208482.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
დარწმუნდით, რომ თან იქონიეთ ბილეთი, თორემ არ შემოგიშვებენ.
Be certain to have this ticket with you, otherwise you will not be admitted.
208483.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– თებერვლის პირველი დღე! – – შეჰყვირა მისის ბაკეტმა, – ეს ხომ ხვალაა!
– The first day of February! – cried Mrs. Bucket, – But that’s tomorrow!
208484.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
დღეს იანვრის ბოლო დღეა.
Today is the last day of January.
208485.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– მგონი, მართალი ხარ!
- I think you’re right!
208486.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– სწორედ დროზე მოასწარი! – შეჰყვირა ბაბუა ჯომ, – წუთის დაკარგვაც არ შეიძლება.
- You’re just in time! - shouted Grandpa Joe, - There’s not a moment to lose.
208487.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ახლავე უნდა შეუდგე მზადებას!
You must start making preparations at once!
208488.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
პირი დაიბანე, თმა დაივარცხნე, კბილები გაიხეხე, ცხვირი გამოიწმინდე!
Wash your face, comb your hair, brush your teeth, blow your nose!
208489.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ფეხსაცმელები გაიპრიალე, პერანგი დაიუთოვე და, ღვთის გულისათვის, შარვლიდან ტალახი მოიშორე!
Polish your shoes, iron your shirt, and for heaven’s sake, get all that mud off your pants!
208490.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
უნდა მოემზადო, ჩემო ბიჭუნა!
You must get ready, my boy!
208491.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
უნდა მოემზადო შენი ცხოვრების უდიდესი დღისათვის!
You must get ready for the biggest day of your life!
208492.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– ძალიან ნუ აღელდები, ბაბუა, – თქვა მისტერ ბაკეტმა, – და ნუ ააფორიაქებ საცოდავ ჩარლის.
- Now don’t over-excite yourself, Grandpa, - Mrs. Bucket said, - And don’t fluster poor Charlie.
208493.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
უპირველეს ყოვლისა კი, უნდა გადავწყვიტოთ, ვინ წაჰყვება ჩარლის ქარხანაში?
Now the first thing to decide is this who is going to go with Charlie to the factory?
208494.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– მე! – ხელმეორედ წამოხტა ბაბუა ჯო ლოგინიდან.
– I will! – shouted Grandpa Joe, leaping out of bed once again.
208495.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– მე წავყვები და მივხედავ!
– I’ll take him and I’ll look after him!
208496.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ეგ საქმე მე მომანდეთ!
You leave it to me!
208497.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მისის ბაკეტმა გაუღიმა მოხუცს, მერე ქმარს მიუბრუნდა და უთხრა: – ძვირფასო, როგორ გგონია, შენც ხომ არ უნდა წაჰყვე?
Mrs. Bucket smiled at the old man, then she turned to her husband and said: - Don’t you think you ought to go, dear?
208498.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ბაბუა ჯო იმსახურებს წასვლას.
I believe that the person who really deserves to go most of all is Grandpa Joe himself.
208499.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– ვაშაა! – შეჰყვირა ბაბუა ჯომ, ჩარლი ხელებით ჩაბღუჯა და ოთახში ჩამოუცეკვა.
– Yippeeeeee! – shouted Grandpa Joe, seizing Charlie by the hands and dancing round the room.
208500.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
შესაძლოა სწორედ ბაბუა ჯო უნდა გაჰყვეს მას.
Perhaps Grandpa Joe should be the one to go with him.