მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208501.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
– ალილუია! – ყვიროდა ბაბუა ჯო, – ღმერთო, დიდება შენს სახელს!
–Hallelujah! – yelled Grandpa Joe, – Praise the Lord!
208502.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
მისტერ ბაკეტი კარის გასაღებად გაეშურა და მაშინვე უამრავი ჟურნალისტი და ფოტოკორესპონდენტი მოაწყდა ოთახს.
Mr. Bucket went to open the door, and the next moment, swarms of newspapermen and photographers were pouring into the house.
208503.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ისინი მეხუთე ოქროს ბილეთის მპოვნელს გამოჰყვნენ კვალდაკვალ და ახლა ცდილობდნენ მთელი ისტორია გაეგოთ, რომ დილის გაზეთების პირველ გვერდებზე დაებეჭდათ.
They had tracked down the finder of the fifth Golden Ticket, and now they all wanted to get the full story for the front pages of the morning papers.
208504.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
რამდენიმე საათის განმავლობაში პატარა სახლში ნამდვილი ორომტრიალი იდგა.
For several hours, there was complete pandemonium in the little house.
208505.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 12
ალბათ დაახლოებით შუაღამისთვის, მისტერ ბაკეტმა თავი დააღწია მათ, რათა ჩარლის დაეძინა.
It must have been nearly midnight before Mr. Bucket was able to get rid of them so that Charlie could go to bed.
208506.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
ვონკას ქარხის ჭიშკართან უამრავი ხალხი შეკრებილიყო, უნდოდათ ენახათ, როგორ შევიდოდა ქარხანაში ბილეთის ხუთი იღბლიანი მფლობელი.
Outside the gates of Wonka’s factory, enormous crowds of people had gathered to watch the five lucky ticket holders going in.
208507.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
მაღალი, ხმელი, ბებერი ბაბუა ჯოც მათ შორის იდგა ჩუმად, გვერდით პატარა ჩარლი ბაკეტი ედგა, რომელსაც მისთვის ხელი მაგრად ჩაეჭიდა.
The tall bony figure of Grandpa Joe could be seen standing quietly among them, and beside him, holding tightly on to his hand, was little Charlie Bucket himself.
208508.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
ისე უნდოდათ შესვლა, მშობლები ძლივს აკავებდნენ, რომ ჭიშკარზე არ აცოცებულიყვნენ.
They were so eager to get going that their parents were having to hold them back by force to prevent them from climbing over the gates.
208509.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
– მოითმინეთ! – ყვიროდნენ მამები.
– Be patient! – cried the fathers.
208510.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
წყნარად იყავით!
Be still!
208511.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
ჯერ ადრეა!
It’s not time yet!
208512.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
ჯერ ათი საათი არ შესრულებულა!
It’s not ten o’clock!
208513.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
ჩარლი ბაკეტს უკნიდან ესმოდა ბრბოს ყვირილი, რომლებიც ცდილობდნენ, გზა გაეკვლიათ და თვალი მოეკრათ ცნობილი ბავშვებისათვის.
Behind him, Charlie Bucket could hear the shouts of the people in the crowd as they pushed to get a glimpse of the famous children.
208514.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
– ეს ვიოლეტ ბორეგარდია! – ყვიროდა ვიღაც, – ჰო, ნამდვილად ისაა!
– There’s Violet Beauregarde! – he heard someone shouting, – That’s her all right!
208515.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
გაზეთებიდან მახსოვს მისი სახე!
I can remember her face from the newspapers!
208516.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
– ისევ იმ საზიზღარ ძველ რეზინს ღეჭავს, რომელიც უკვე სამი თვეა აქვს!
– She’s still chewing that dreadful old piece of gum she’s had for three months!
208517.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
– ვინ არის ის დიდი სქელი ბიჭი?
– Who’s the big fat boy?
208518.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
შეხედე, რამდენი სათამაშო რევოლვერი ჩამოუკიდებია!
Look at all those toy pistols he’s got hanging all over him!
208519.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
– მე კი ვერუკა სოლტის ნახვა მინდა!
- The one I want to see is Veruca Salt!
208520.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 13
– მაგ გოგოს მამამ ნახევარი მილიონი შოკოლადის ფილა იყიდა და მერე თავის მიწის თხილის ქარხანაში მუშებს სათითაოდ დაახსნევინა, სანამ ოქროს ბილეთი არ აპოვნინა!
- She’s the girl whose father bought up half a million chocolate bars and then made the workers in his peanut factory unwrap every one of them until they found a Golden Ticket!