მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208601.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
მშვენიერ ველს გადაჰყურებდნენ.
They were looking down upon a lovely valley.
208602.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ჩანჩქერის ქვევით, ეს გახლდათ ყველაზე საოცარი სანახაობა, ვეებერთელა შუშის მილები სადღაც ჭერიდან მდინარეში ეშვებოდა!
Below the waterfall, and this was the most astonishing sight of all, a whole mass of enormous glass pipes were dangling down into the river from somewhere high up in the ceiling!
208603.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
მართლაც რომ უზარმაზარი იყო, ეს მილები.
They really were enormous, those pipes.
208604.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ისინი მდინარიდან მოყავისფრო მღვრიე სითხეს იწოვდნენ და ღმერთმა იცის, სად მიჰქონდათ.
They were sucking up the brownish muddy water from the river and carrying it away to goodness knows where.
208605.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ხეები და ბუჩქები ამოზრდილიყო მდინარის ნაპირებზე – მტირალა ტირიფები და თხმელები, მეწამული, წითელი და მოვარდისფრო-იისფერყვავილებიანი მაღალი როდოდენდრონის ბუჩქები.
Trees and bushes were growing along the riverbanks – weeping willows and alders and tall clumps of rhododendrons with their pink and red and mauve blossoms.
208606.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
– აი! – წამოიყვირა და აცეკვდა მისტერ ვონკა, თავისი ხელჯოხით კი უზარმაზარ ყავისფერ მდინარეზე მიუთითა, – ეს სულ შოკოლადია!
– There! – cried Mr. Wonka, dancing up and down and pointing his cane at the great brown river, – It’s all chocolate!
208607.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ამ მდინარის ყოველი წვეთი უმაღლესი ხარისხის მდნარი ცხელი შოკოლადია.
Every drop of that river is hot melted chocolate of the finest quality.
208608.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
აქ იმდენი შოკოლადია, მთელი ქვეყნის ყველა აბაზანას აავსებს და ყველა საცურაო აუზსაც!
There’s enough chocolate in there to fill every bathtub in the entire country and all the swimming pools as well!
208609.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ერთი ჩემს მილებსაც შეხედეთ!
And just look at my pipes!
208610.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ისინი გაოგნებულები იყვნენ.
They were dumbfounded.
208611.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
მსოფლიოს არც ერთი სხვა ქარხანა არ ურევს შოკოლადს ჩანჩქერით!
No other factory in the world mixes its chocolate by waterfall!
208612.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
მოგწონთ განა ჩემი ხეები?
Do you like my trees?
208613.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ხომ გითხარით, სიუშნოვეს ვერ ვიტან!
I told you I hated ugliness!
208614.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
რა თქმა უნდა, მათი ყველას ჭამაც შეიძლება!
And of course they are all eatable!
208615.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
მოგწონთ ჩემი მინდვრები?
Do you like my meadows?
208616.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ბალახი, თქვენ რომ ზედ ფეხი გიდგათ, ჩემო ძვირფასო პატარებო, ახლახან გამოვიგონე, ახალი სახეობის რბილი, პიტნის შაქრისგან!
The grass you are standing on, my dear little ones, is made of a new kind of soft, minty sugar that I’ve just invented!
208617.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ვიოლეტ ბორეგარდმა კი, სანამ ბალახის ღერს იგემებდა, მსოფლიო რეკორდის მომხსნელი საღეჭი რეზინი პირიდან გამოიღო და ფრთხილად მიიკრა ყურს უკან.
Violet Beauregarde, before tasting her blade of grass, took the piece of world-record-breaking chewing-gum out of her mouth and stuck it carefully behind her ear.
208618.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ეს ვერუკა სოლტის ყვირილის ხმა იყო, იგი ხელს გიჟივით იშვერდა მდინარის მეორე ნაპირისაკენ.
The screams came from Veruca Salt, she was pointing frantically to the other side of the river.
208619.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
– შეხედეთ, ერთი შეხედეთ! – გაჰკიოდა ის, – რა არის ნეტა?
- Look, look over there! - she screamed, - What is it?
208620.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 15
ის მოძრაობს!
He’s moving!