მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208661.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
ავგუსტუს გლუპი ჩაპარულიყო მდინარის პირას, ჩაიმუხლა მდინარის ნაპირზე და, რაც შეეძლო, ჩქარ-ჩქარა ისხამდა პირში ცხელ, გამლღვალ შოკოლადს.
Augustus Gloop had quietly sneaked down to the edge of the river, and he was now kneeling on the riverbank, scooping hot melted chocolate into his mouth as fast as he could.
208662.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
გთხოვ, ნუ იზამ მაგას.
I beg of you not to do that.
208663.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
ჩემს შოკოლადს ადამიანის ხელი არ უნდა შეეხოს!
My chocolate must be untouched by human hands!
208664.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– ავგუსტუს! – გასძახა მისის გლუპმა, – ვერ გაიგონე, რა გითხრა ამ კაცმა?
- Augustus! - called out Mrs. Gloop, - Didn’t you hear what the man said?
208665.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
ახლავე მოშორდი მაგ მდინარეს!
Come away from that river at once!
208666.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
მთლიანად მიწაზე გაწოლილიყო, თავი მდინარეში ჩაეყო და შოკოლადს ძაღლივით სვლეპდა.
He was now lying full length on the ground with his head far out over the river, lapping up the chocolate like a dog.
208667.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
მართალს ეუბნებოდა მისტერ გლუპი, რადგანაც უცებ ჯერ ყვირილი გაისმა, მერე კი დგაფუნი, ავგუსტუს გლუპი მდინარეში ჩაყირავდა და წამში ყავისფერი ზედაპირის ქვეშ გაუჩინარდა.
Mr. Gloop was absolutely right, for suddenly there was a shriek, and then a splash, and into the river went Augustus Gloop, and in one second he had disappeared under the brown surface.
208668.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– უშველეთ, დაიხრჩობა, იგი ხომ ერთ მეტრსაც ვერ გაცურავს!
– Save him, he’ll drown, he can’t swim a yard!
208669.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
ამ დროს ავგუსტუს გლუპის შოკოლადისგან გაყავისფრებული სახე კვლავ ამოტივტივდა ზედაპირზე.
Augustus Gloop’s face came up again to the surface, painted brown with chocolate.
208670.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– მიშველეთ! მიშველეთ! მიშველეთ! – ღრიალებდა იგი, – გამომიყვანეთ!
- Help! Help! Help! - he yelled, - Fish me out!
208671.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– რა უქმად დამდგარხარ! – უყვირა მისის გლუპმა მისტერ გლუპს, – იღონე რამე!
- Don’t just stand there! - Mrs. Gloop screamed at Mr. Gloop, - Do something!
208672.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
ნაპირზე მდგომნი სულმოუთქმელად ელოდებოდნენ, აბა, ახლა სად ამოყოფდა თავს.
The crowd on the riverbank waited breathlessly to see where he would come out.
208673.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– მიშველეთ! მკვლელობაა! პოლიცია! – კიოდა მისის გლუპი, – ავგუსტუს, ახლავე დაბრუნდი!
– Help! Murder! Police! – screamed Mrs. Gloop, – Augustus, come back at once!
208674.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
სად მიდიხარ?
Where are you going?
208675.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– გაიჭედება! – თქვა ჩარლიმ.
– He’s going to stick! – said Charlie.
208676.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– ღმერთმანი, უკვე გაიჭედა! – თქვა ჩარლიმ.
– By golly, he has stuck! – said Charlie.
208677.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– დაამტვრიეთ მილი! – დაიღრიალა მისის გლუპმა, თან ქოლგას იქნევდა, – ავგუსტუს, გამოდი ჩქარა მაქედან!
– Smash the pipe! – yelled Mrs. Gloop, still waving her umbrella, – Augustus, come out of there at once!
208678.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– გაუჩინარდა! – ყვიროდა მისის გლუპი, – სად მიდის ეს მილი?
– He’s disappeared! – yelled Mrs. Gloop, - Where does that pipe go to?
208679.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
- ჩქარა, გამოიძახეთ სახანძრო რაზმი!
- Quick, call the fire brigade!
208680.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 17
– დაწყნარდით! – იყვირა მისტერ ვონკამ, – დაწყნარდით, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, დაწყნარდით, არავითარი საფრთხე არ ემუქრება!
- Keep calm! - cried Mr. Wonka, - Keep calm, my dear lady, keep calm, there is no danger!