მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208641.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
იქ რომ მივედი, აღმოვაჩინე, რომ პატარა უუმპა-ლუმპები ხეებზე ცხოვრობდნენ.
When I went out there, I found the little Oompa-Loompas living in tree houses.
208642.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
სწორედ ამ კაკაოს მარცვლებისგან, რომლებსაც კაკაოს ხე ისხამს, მზადდება შოკოლადი.
The cacao bean, which grows on the cacao tree, happens to be the thing from which all chocolate is made.
208643.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
თავად მე მილიონობით კაკაოს მარცვალს ვიყენებ ყოველ კვირა ამ ქარხანაში.
I myself use billions of cacao beans every week in this factory.
208644.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
ამგვარად, ჩემო ძვირფასო ბავშვებო, როგორც კი აღმოვაჩინე, რომ უუმპა-ლუმპები ამ კონკრეტულ საჭმელზე გიჟდებოდნენ, მათ სოფელში ხის სახლში ავცოცდი და ტომის ბელადის სახლში შევყავი თავი.
And so, my dear children, as soon as I discovered that the Oompa-Loompas were crazy about this particular food, I climbed up to their tree-house village and poked my head in through the tree house belonging to the leader of the tribe.
208645.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
– ყური მიგდე, თუ შენ და შენი ხალხი გამომყვებით ჩემს ქვეყანაში და ჩემს ქარხანაში იცხოვრებთ, იმდენი კაკაოს მარცვალი გექნებათ რამდენსაც მოისურვებთ!
– Look here, if you and all your people will come back to my country and live in my factory, you can have all the cacao beans you want!
208646.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
თუ გნებავთ, ხელფასებსაც კაკაოს მარცვლებით გადაგიხდით!
I’ll even pay your wages in cacao beans if you wish!
208647.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
– რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შოკოლადიც მიირთვათ.
– Of course, and you can have chocolate as well.
208648.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
შოკოლადი კაკაოს მარცვლებზე უფრო გემრიელია, რადგან რძესა და შაქარსაც ვუმატებთ.
Chocolate tastes even better than cacao beans because it’s got milk and sugar added.
208649.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
პატარა კაცმა სიხარულისაგან შეჰყვირა და მუხლუხოებიანი ჯამი პირდაპირ ხის სახლის ფანჯრიდან მოისროლა.
The little man gave a great whoop of joy and threw his bowl of mashed caterpillars right out of the tree-house window.
208650.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
ამგვარად გადმოვიყვანე გემით უუმპა-ლუმპას ტომის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი.
So I shipped them all over here, every man, woman, and child in the Oompa-Loompa tribe.
208651.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
მათ უყვართ ცეკვა და მუსიკა.
They love dancing and music.
208652.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
მე მგონი, დღესაც ბევრ სიმღერას მოისმენთ.
I expect you will hear a good deal of singing today.
208653.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
ოღონდ გაფრთხილებთ, ძალიან ონავრები არიან.
I must warn you, though, that they are rather mischievous.
208654.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
მათ ხუმრობაც უყვართ.
They also like jokes.
208655.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
ისევ ის აცვიათ, რაც ჯუნგლებში ეცვათ.
They still wear the same kind of clothes they wore in the jungle.
208656.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
– მამი! – დაიყვირა ვერუკა სოლტმა, – უუმპა–ლუმპა მინდა!
– Daddy! – shouted Veruca Salt, – I want an Oompa-Loompa!
208657.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
მინდა, რომ უუმპა-ლუმპა მომიყვანო!
I want you to get me an Oompa-Loompa!
208658.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
მიდი რა, მამი!
Go on, Daddy!
208659.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
– ჰო, მაგრამ უუმპა-ლუმპა მინდა! – გაჰკიოდა ვერუკა.
– But I want an Oompa-Loompa! – screamed Veruca.
208660.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 16
– კეთილი, ვერუკა, კეთილი, გთხოვ მოითმინე.
- All right, Veruca, all right, please be patient.