მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208721.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
– რა არის ასეთი სასაცილო? – იკითხა ვიოლეტ ბორეგარდმა.
– What’s so funny? – asked Violet Beauregarde.
208722.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
– ისინი სულ იცინიან!
– They’re always laughing!
208723.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
ყველაფერი გასაოცარი ხუმრობა ჰგონიათ!
They think everything’s a colossal joke!
208724.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
ჩახტით ყველანი ნავში! მოდით! დაუჩქარეთ!
Jump into the boat, all of you! Come on! Hurry up!
208725.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
როგორც კი ყველა მშვიდობით ჩასხდა, უუმპა-ლუმპებმა ნავი ნაპირს მოაშორეს.
As soon as everyone was safely in, the Oompa-Loompas pushed the boat away from the bank.
208726.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
– გთხოვ, ენით ნუ ლოკავ ნავს!
– Please do not lick the boat with your tongue!
208727.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
– მამი, – თქვა ვერუკა სოლტმა, – მეც მინდა ასეთი ნავი!
– Daddy, – said Veruca Salt, – I want a boat like this!
208728.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
მინდა ბევრმა უუმპა-ლუმპამ მასეირნოს ნავით, შოკოლადის მდინარეც მინდა, ისიც მინდა, რომ... მინდა...
And I want lots of Oompa-Loompas to row me about, and I want a chocolate river and I want… I want…
208729.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
– ერთი კარგი მიტყეპვა უნდა, – ჩასჩურჩულა ბაბუა ჯომ ჩარლის.
– She wants a good kick in the pants, – whispered Grandpa Joe to Charlie.
208730.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
მოხუცი კაცი ნავის ბოლოში იჯდა და პატარა ჩარლიც გვერდით ჰყავდა.
The old man was sitting in the back of the boat and little Charlie Bucket was right beside him.
208731.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
ჩარლის ბაბუას ბებერი, გამხდარი ხელი მაგრად ჩაებღუჯა.
Charlie was holding tightly on to his grandfather’s bony old hand.
208732.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
ყველაფერი, რაც მან აქამდე ნახა – შოკოლადის მდინარე, ჩანჩქერი, უზარმაზარი მილები, პიტნის შაქრის მინდვრები, უუმპა-ლუმპები, მშვენიერი ვარდისფერი ნავი და ყველაზე მეტად თვით მისტერ ვილი ვონკა – ისეთი განსაცვიფრებელი იყო, ვერ წარმოედგინა, უფრო გასაოცარი რაღა დარჩა.
Everything that he had seen so far – the chocolate river, the waterfall, the huge pipes, the minty sugar meadows, the Oompa- Loompas, the beautiful pink boat, and most of all, Mr. Willy Wonka himself – had been so astonishing that he began to wonder whether there could possibly be any more astonishments left.
208733.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
ახლა სად მიდიოდნენ?
Where were they going now?
208734.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
ნეტა შემდეგ ოთახში რაღა მოხდებოდა?
And what in the world was going to happen in the next room?
208735.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
– განა სასწაულებრივი რამ არ არის? – თქვა ბაბუა ჯომ და ჩარლის გაუღიმა.
– Isn’t it marvellous? – said Grandpa Joe, grinning at Charlie.
208736.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
უცბად მისტერ ვონკამ, ჩარლის მოპირდაპირე მხარეს რომ იჯდა, დიდი ჭიქა აიღო, მდინარეში ჩაყო, შოკოლადით აავსო და ჩარლის მიაწოდა.
Suddenly, Mr. Wonka, who was sitting on Charlie’s other side, picked up a large mug, dipped it into the river, filled it with chocolate, and handed it to Charlie.
208737.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
– დალიე ეს, – უთხრა მან, – გარგებს!
– Drink this, – he said, – It’ll do you good!
208738.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
დამშეულს ჰგავხარ!
You look starved to death!
208739.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
მერე მისტერ ვონკამ მეორე ჭიქა აავსო და ბაბუა ჯოს მიაწოდა.
Then Mr. Wonka filled a second mug and gave it to Grandpa Joe.
208740.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
ჩონჩხს ჰგავხართ!
You look like a skeleton!