მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208781.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– რეზინს არ ჰგავს, – უთხრა მისტერ ვონკამ, – რეზინი საღეჭადაა, ხოლო ამის დაღეჭვას თუ შეეცდებით, კბილებს მოიმტვრევთ!
– It is not like gum, – Mr. Wonka said, – Gum is for chewing, and if you tried chewing one of these here you’d break your teeth off!
208782.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
გვერდით, გამოსაცდელ ოთახში ზუსტად ახლა ერთ–ერთს ცდიან.
There’s one of them being tested this very moment in the Testing Room next door.
208783.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
ის უზარმაზარ ტაფასთან შეჩერდა.
He stopped beside a large saucepan.
208784.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
ტაფა სავსე იყო ქაფქაფა და ჩუხჩუხა, სქელი, წებოვანი მოიისფრო ბადაგით.
The saucepan was full of a thick gooey purplish treacle, boiling and bubbling.
208785.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– ერთი ციცქნაც რომ იგემოთ, ზუსტად ნახევარ საათში ახალი, სქელი, აბრეშუმივით ფაფუკი თმები ამოგივათ მთელ თავზე!
‘You eat just one tiny bit of that, and in exactly half an hour a brand-new thick silky beautiful hair will start growing out all over the top of your head!
208786.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– წვერი! – შესძახა ვერუკა სოლტმა, – ღვთის გულისათვის, ვის რად უნდა წვერი?
– A beard! – cried Veruca Salt, – Who wants a beard, for heaven’s sake?
208787.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– ძალიანაც მოგიხდებოდა, – უთხრა მისტერ ვონკამ, – მაგრამ, სამწუხაროდ, ნარევი ჯერ საკმარისად შესაფერისი არ არის.
- It would suit you very well,’ said Mr. Wonka, - but unfortunately the mixture is not quite right yet.
208788.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
გუშინ საცდელ ოთახში ერთ უუმპა-ლუმპაზე გამოვცადე და წამსვე ვეებერთელა შავი წვერი ამოუვიდა ნიკაპზე, თანაც ისე სწრაფად ეზრდებოდა, რომ ძალიან მალე მთელ იატაკს თმის სქელ ხალიჩად მოეფინა.
I tried it on an Oompa-Loompa yesterday in the Testing Room and immediately a huge black beard started shooting out of his chin, and the beard grew so fast that soon it was trailing all over the floor in a thick hairy carpet.
208789.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
ბოლოს იძულებულნი გავხდით, მდელოს საკრეჭი მანქანა გამოგვეყენებინა!
In the end, we had to use a lawn mower!
208790.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
და როგორც კი ამას გავაკეთებ, არც ერთ პატარა ბიჭსა თუ გოგონას აღარ ეპატიება თავმოტვლეპილი სიარული!
And when I do, then there’ll be no excuse any more for little boys and girls going about with bald heads!
208791.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– ნუ მეკამათები, ჩემო ძვირფასო, ძალიან გთხოვ, ნუ მეკამათები! – დაუყვირა მისტერ ვონკამ
– Don’t argue, my dear, please don’t argue! – cried Mr. Wonka.
208792.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
ახლა, აქეთ თუ წამობრძანდებით, ისეთ რამეს გიჩვენებთ, რაც ძლიერ მეამაყება.
Now, over here, if you will all step this way, I will show you something that I am terrifically proud of.
208793.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
არაფერი გადააყირავოთ!
Don’t knock anything over!
208794.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 20
მისტერ ვონკამ ისინი გიგანტურ მანქანასთან მიიყვანა, გამოსაგონებელი ოთახის შუაგულში რომ იდგა.
Mr Wonka led the party over to a gigantic machine that stood in the very centre of the Inventing Room.
208795.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 20
– აი, ისიც! – შეჰყვირა მისტერ ვონკამ და მანქანის სამ სხვადასხვა ღილაკს დააჭირა თითი.
– Here we go! – cried Mr. Wonka, and he pressed three different buttons on the machine.
208796.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 20
– შეხედეთ! – შესძახა მისტერ ვონკამ.
- Watch! - said Mr. Wonka.
208797.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 20
მერე უცებ მანქანამ ურჩხულივით ძლიერ ამოიკვნესა და იმავე წამს მანქანის გვერდიდან ციცქნა უჯრა გამოვარდა.
Then suddenly, the machine let out a monstrous mighty groan, and at the same moment a tiny drawer popped out of the side of the machine.
208798.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 20
– სულ ესაა? – ამრეზით თქვა მაიკ ტივმა.
– You mean that’s all? – said Mike Teavee, disgusted.
208799.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 20
– სულ ესაა! – უპასუხა მისტერ ვონკამ და ამაყად დაჰყურებდა შედეგს.
– That’s all, – answered Mr. Wonka, gazing proudly at the result.
208800.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 20
უცებ კევიღეჭია, სულელმა გოგომ, ვიოლეტ ბორეგარდმა, აღფრთოვანებისგან შეჰკივლა.
Then suddenly, Violet Beauregarde, the silly gumchewing girl, let out a yell of excitement.