მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208761.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
– ნაღების ასადღვებად, – უპასუხა მისტერ ვონკამ, – აბა, უამისოდ ადღვებ ნაღებს?
- For whipping cream, of course, - said Mr. Wonka, - How can you whip cream without them?
208762.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
ნაღები სულაც არ იქნება ადღვებილი, სადღვებით თუ არ აიდღვიბა.
Whipped cream isn’t whipped cream at all unless it’s been whipped with whips.
208763.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
– კამათის დრო სადა გვაქვს, აბა, გასწით, გასწით!
- There’s no time for arguing, press on, press on!
208764.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 18
მაგრამ ხუთ წამში, როცა კაშკაშა წითელი კარი გამოჩნდა, უცბად ჰაერში დაიქნია თავისი ჯოხი და შეჰყვირა: – შეაჩერეთ ნავი!
But five seconds later, when a bright red door came into sight ahead, he suddenly waved his cane in the air and shouted: - Stop the boat!
208765.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
მისტერ ვონკამ ჯიბიდან გასაღები ამოიღო, ნავიდან გადაიხარა და გასაღები ჭუჭრუტანაში შეყო.
Mr Wonka took a key from his pocket, leaned over the side of the boat, and put the key in the keyhole.
208766.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახია მთელ ქარხანაში! – თქვა მან.
- This is the most important room in the entire factory! - he said.
208767.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– ყველა ჩემი საიდუმლო გამოგონება აქ მზადდება და იხარშება.
- All my most secret new inventions are cooking and simmering in here!
208768.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
ბებერი ფიკელგრუბერი თავის წინა კბილებსაც კი შეელეოდა, ოღონდ სამი წუთით მაინც მოხვედრილიყო შიგნით!
Old Fickel-gruber would give his front teeth to be allowed inside just for three minutes!
208769.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– დიახ, დიახ! – შეჰყვირეს ბავშვებმა, – ხელს არაფერს ვახლებთ.
– Yes, yes! – the children cried, – We won’t touch a thing!
208770.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– დღემდე, – თქვა მისტერ ვონკამ, – არავის, ერთ უუმპა-ლუმპასაც კი არ ჰქონდა აქ შემოსვლის უფლება!
- Up to now, - Mr. Wonka said, - nobody else, not even an Oompa- Loompa, has ever been allowed in here!
208771.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
მან კარი გააღო და ნავიდან ოთახში შეაბიჯა.
He opened the door and stepped out of the boat into the room.
208772.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
ირგვლივ უზარმაზარ ღუმლებზე შედგმული შავი თუჯის ქვაბები დუღდა და ჩუხჩუხებდა, ჩაიდნები შიშინებდა, ტაფები შიშხინებდა, რკინის უცნაური მანქანები კი ტკაცუნებდა და ტკრციალებდა.
All about him black metal pots were boiling and bubbling on huge stoves, and kettles were hissing and pans were sizzling, and strange iron machines were clanking and spluttering.
208773.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
კედლებსა და ჭერს მილები ფარავდა და მთელი ოთახი კვამლით, ორთქლითა და გემრიელი ოხშივრით გაჟღენთილიყო.
There were pipes running all over the ceiling and walls, and the whole place was filled with smoke and steam and delicious smells.
208774.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
თავად მისტერ ვონკაც უჩვეულოდ ღელავდა და ამან ყველა მიახვედრა, რომ ვონკას ეს ოთახი ყველაზე მეტად უყვარდა.
Mr Wonka himself had suddenly become even more excited than usual, and anyone could see that this was the room he loved best of all.
208775.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
ბავშვი რომ დარბის საშობაო საჩუქრებს შორის და არ იცის პირველად რომელს შეხედოს, ისე დახტოდა ის ტაფებსა და მანქანებს შუა.
He was hopping about among the saucepans and the machines like a child among his Christmas presents, not knowing which thing to look at first.
208776.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
ჯერ უზარმაზარ ქვაბს სახურავი ახადა და დაყნოსა.
He lifted the lid from a huge pot and took a sniff.
208777.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
მერე წებოვან, ყვითელ ნივთიერებაში ჩაყო თითი და გასინჯა.
Then he dipped a finger into sticky yellow stuff and had a taste.
208778.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
შემდეგ რაღაც მანქანასთან გაიქცა ხტუნვა-ხტუნვით და ღილაკები აქეთ–იქით ატრიალა.
Then he skipped across to one of the machines and turned knobs this way and that.
208779.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
ისინი იმ ბავშვებისთვის გამოვიგონე, ვისაც ძალზე ცოტა ჯიბის ფულს აძლევენ.
I am inventing them for children who are given very little pocket money.
208780.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 19
– საღეჭ რეზინასავით! – შეჰყვირა ვიოლეტ ბორეგარდმა.
– It’s like gum! – cried Violet Beauregarde.