მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208821.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ასე, მაგალითად, მსგავსი საჩუქარი ექიმს ყველაზე უფრო ადვილად შეეძლო მიეღო რომელიმე სამკურნალო დაწესებულებიდან და არა მონადირეთა კლუბიდან; ხოლო როცა სამკურნალო დაწესებულების წინ ასოები „ჩკ“ სწერია, „ჩარინგ-კროსის“ სახელწოდება თავისთავად აგეკვიატება.
I would suggest, for example, that a presentation to a doctor is more likely to come from a hospital than from a hunt, and that when the initials "C.C." are placed before that hospital the words ’Charing Cross’ very naturally suggest themselves."
208822.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– შეიძლება მართალი ხართ.
"You may be right."
208823.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
და თუ ჩემს მოსაზრებას სამუშაო ჰიპოთეზად მივიღებთ, ჩვენი უცნობი სტუმრის პიროვნების დასადგენად დამატებითი მონაცემები გვექნება.
And if we take this as a working hypothesis we have a fresh basis from which to start our construction of this unknown visitor.
208824.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– კარგი. დავუშვათ, რომ „ჩკლს“ ნიშნავს „ჩარინგ-კროსის ლაბორატორია-საავადმყოფოს“. რა შემდგომი დასკვნები გამოდის აქედან?
"Well, then, supposing that "C.C.H." does stand for ’Charing Cross Hospital,’ what further inferences may we draw?"
208825.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– ნუთუ არაფერი მოგდით თავში? თქვენთვის ხომ ცნობილია ჩემი მეთოდი? გამოიყენეთ.
"Do none suggest themselves? You know my methods. Apply them!"
208826.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ეტყობა, მაშინ, როცა მან სამკურნალო დაწესებულება მიატოვა და კერძო პრაქტიკაზე გადავიდა.
Obviously at the moment when Dr. Mortimer withdrew from the service of the hospital in order to start in practice for himself.
208827.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ეს სავსებით შესაძლებელია.
"It certainly seems probable."
208828.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ახლა შენიშნეთ, რომ მას არ შეეძლო ყოფილიყო სამკურნალო დაწესებულების კონსულტანტების შტატში, რადგან ეს შესაძლებელია მხოლოდ დიდი პრაქტიკის მქონე ლონდონელი მკურნალისათვის, ასეთი ექიმი კი ქალაქიდან ძნელად თუ წავიდოდა.
"Now, you will observe that he could not have been on the staff of the hospital, since only a man well-established in a London practice could hold such a position, and such a one would not drift into the country.
208829.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
მაშ, ვინ უნდა ყოფილიყო?
What was he, then?
208830.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ამრიგად, ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენი დარბაისელი, ხნიერი ოჯახის ექიმი გაქრა, მის ნაცვლად კი მივიღეთ ოცდაათიოდე წლის უაღრესად სანდომიანი ახალგაზრდა კაცი, არაპატივმოყვარე, გულმავიწყი და დიდად მოყვარული თავისი ძაღლისა, რომელიც, ჩემი აზრით, ტერიერზე დიდია, მაგრამ მასტიფზე პატარა უნდა იყოს.
So your grave, middle-aged family practitioner vanishes into thin air, my dear Watson, and there emerges a young fellow under thirty, amiable, unambitious, absent-minded, and the possessor of a favourite dog, which I should describe roughly as being larger than a terrier and smaller than a mastiff.
208831.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
უნდობლად გავიცინე, შერლოკ ჰოლმსი კი სავარძელში გადაწვა და ჭერისაკენ გაუშვა კვამლის წვრილი, ჰაერში ლამაზად დარხეული რგოლები.
I laughed incredulously as Sherlock Holmes leaned back in his settee and blew little wavering rings of smoke up to the ceiling.
208832.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– რაც შეეხება უკანასკნელ ნაწილს, აქ თქვენი შემოწმება არაფრით არ შეიძლება, – ვთქვი მე, – მაგრამ ამ კაცის ასაკსა და კარიერაზე ზოგიერთ ცნობას კი ახლავე ვიპოვით.
"As to the latter part, I have no means of checking you," said I, "but at least it is not difficult to find out a few particulars about the man’s age and professional career".
208833.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
გრიმპენის, ტორსლის და ჰაი-ბეროუს სამრევლოების ექიმი.
Medical Officer for the parishes of Grimpen, Thorsley, and High Barrow.
208834.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– სიტყვაც არ არის ნათქვამი მონადირეთა კლუბზე, უოტსონ, – თქვა და ცბიერად გაიღიმა ჰოლმსმა, – სამაგიეროდ, ნამდვილად სოფლის ექიმია, როგორც შენიშნეთ.
"No mention of that local hunt, Watson," said Holmes with a mischievous smile, "but a country doctor, as you very astutely observed.
208835.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
რაც შეეხება ზედსართავებს, თუ არ ვცდები, ასეთები შევარჩიე: სიმპათიური, არაპატივმოყვარე და გულმავიწყი.
As to the adjectives, I said, if I remember right, amiable, unambitious, and absent-minded.
208836.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ეს კი ვიცი გამოცდილებით – მხოლოდ სიმპათიური ადამიანები ღებულობენ გამოსამშვიდობებელ საჩუქრებს, ყველაზე არაპატივმოყვარენი ცვლიან ლონდონის პრაქტიკას სოფლისაზე, და მხოლოდ გულმავიწყი ადამიანები ტოვებენ სავიზიტო ბარათის ნაცვლად ჯოხს სასტუმრო ოთახში ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ.
It is my experience that it is only an amiable man in this world who receives testimonials, only an unambitious one who abandons a London career for the country, and only an absent-minded one who leaves his stick and not his visiting-card after waiting an hour in your room.
208837.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ეს არც ისე მსუბუქი ჯოხია. ეტყობა, ძაღლი მას შუა ადგილას ჰკიდებდა პირს და კბილების კვალი სავსებით გარკვევით ჩანს.
Being a heavy stick the dog has held it tightly by the middle, and the marks of his teeth are very plainly visible.
208838.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ნაკბილართა შორის მანძილით თუ ვიმსჯელებთ, ტერიერისათვის ასეთი ყბები მეტისმეტად ფართოა, მასტიფისათვის კი – ძლიერ ვიწრო.
The dog’s jaw, as shown in the space between these marks, is too broad in my opinion for a terrier and not broad enough for a mastiff.
208839.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
შესაძლებელია, რომ... ღმერთო ჩემო! ჰო, რა თქმა უნდა! ხუჭუჭა სპანიელია.
It may have been—yes, by Jove, it is a curly-haired spaniel.
208840.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
მის ხმაში ისეთი მტკიცე რწმენა გამოსჭვიოდა, რომ გაკვირვებულმა გადავიხედე.
There was such a ring of conviction in his voice that I glanced up in surprise.