მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208801.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 20
– მართალს ამბობ! – წამოიყვირა მისტერ ვონკამ და ძლიერად მიუტყაპუნა ზურგზე ხელი ვაიოლეტს.
– Right you are! – cried Mr. Wonka, slapping Violet hard on the back.
208802.
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა | თავი 20
– ეს ყველაზე განსაცვიფრებელი, გასაოცარი და სენსაციური საღეჭი რეზინი გახლავთ მთელ მსოფლიოში!
- It’s the most amazing and fabulous and sensational gum in the world!
208803.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
მისტერ შერლოკ ჰოლმსი.
Mr. Sherlock Holmes.
208804.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
მისტერ შერლოკ ჰოლმსი, რომელიც, ჩვეულებრივ, გვიან დგებოდა, თუ არ ჩავთვლით იმ არცთუ იშვიათ შემთხვევებს, როცა ვერ ახერხებდა დაწოლას, მაგიდას მისჯდომოდა და საუზმობდა.
Mr. Sherlock Holmes, who was usually very late in the mornings, save upon those not infrequent occasions when he was up all night, was seated at the breakfast table.
208805.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
პატარა ნოხზე ვიდექი ბუხართან და ხელში იმ ჯოხს ვატრიალებდი, ჩვენს გუშინდელ სტუმარს რომ დარჩა.
I stood upon the hearth-rug and picked up the stick which our visitor had left behind him the night before.
208806.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ბუნიკის ქვემოთ მიჭედებულ პატარა ვერცხლის ფირფიტაზე წარწერა იყო: „ჯეიმს მორტიმერს, ჩ. კ. ჰ. ო., მისი მეგობრებისგან ჩკლს-დან“, მერე კი თარიღი: „1884“.
Just under the head was a broad silver band nearly an inch across. "To James Mortimer, M.R.C.S., from his friends of the C.C.H.," was engraved upon it, with the date "1884".
208807.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– საიდან იცით, რას ვაკეთებ? მგონი ზურგზედაც თვალები გაქვთ!
"How did you know what I was doing? I believe you have eyes in the back of your head."
208808.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– ჩემ წინ გაპრიალებული ვერცხლის ყავადანი დგას და ყველაფერს ირეკლავს, –თქვა მან, – მართლა, უოტსონ, რას იტყვით ჩვენი სტუმრის ჯოხზე?
"A well-polished, silver-plated coffee-pot in front of me," said he. "But, tell me, Watson, what do you make of our visitor’s stick?
208809.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– კარგია! – წამოიძახა ჰოლმსმა, – ჩინებულია!
"Good!" said Holmes. "Excellent!"
208810.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– ამას გარდა, ვფიქრობ, რომ სოფლის ექიმია და, მაშასადამე, ფეხით ბევრი ხეტიალი უხდება.
"I think also that the probability is in favour of his being a country practitioner who does a great deal of his visiting on foot".
208811.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– იმიტომ, რომ ეს ჯოხი, ეტყობა, უწინ არცთუ ურიგო ყოფილა, ახლა კი ისეა გაცვეთილი, ვერც კი წარმომიდგენია, ქალაქელ ექიმს რანაირად უნდა ეჭიროს ხელში.
Because this stick, though originally a very handsome one has been so knocked about that I can hardly imagine a town practitioner carrying it.
208812.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
რკინის ბუნიკი სრულიად მოსცვეთია, – ჩანს, ექიმ მორტიმერს ამის დახმარებით არაერთი მილი გაუვლია. – უაღრესად ჯანსაღი მსჯელობაა, – თქვა ჰოლმსმა.
"The thick-iron ferrule is worn down, so it is evident that he has done a great amount of walking with it." "Perfectly sound!" said Holmes.
208813.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– უოტსონ, თქვენ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეთ! – შესძახა ჰოლმსმა, სავარძელში გადაწვა და პაპიროსი გააბოლა.
Really, Watson, you excel yourself," said Holmes, pushing back his chair and lighting a cigarette.
208814.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩემი მცირე დამსახურების ჩვეული თავაზიანობით აღწერის დროს საკუთარ შესაძლებლობას ამცირებთ ხოლმე.
I am bound to say that in all the accounts which you have been so good as to give of my own small achievements you have habitually underrated your own abilities.
208815.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
ჰოლმსმა ჯოხი გამომართვა და მის შეუიარაღებელი თვალით დათვალიერებას შეუდგა.
He now took the stick from my hands and examined it for a few minutes with his naked eyes.
208816.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
შემდეგ, ეტყობა, რაღაცამ ძალიან დააინტერესა, პაპიროსი განზე გადადო, ფანჯარასთან მივიდა და ისევ განაგრძო ჯოხის დათვალიერება, ოღონდ უკვე გამადიდებელი მინით.
Then with an expression of interest he laid down his cigarette, and carrying the cane to the window, he looked over it again with a convex lens.
208817.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– სამწუხაროდ, ჩემო ძვირფასო უოტსონ, თქვენი დასკვნების დიდი ნაწილი მცდარია.
I am afraid, my dear Watson, that most of your conclusions were erroneous.
208818.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
მაგრამ ამჯერად არც იმდენად შემცდარი აღმოჩნდით.
Not that you are entirely wrong in this instance.
208819.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– მაშ, მართალი ვყოფილვარ.
"Then I was right."
208820.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– არა, არა, ჩემო ძვირფასო უოტსონ, ეს სულაც არ არის ყველაფერი.
"No, no, my dear Watson, not all—by no means all.