მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208861.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
თქვენ მეტისმეტად დამაინტერესეთ, მისტერ ჰოლმს.
You interest me very much, Mr. Holmes.
208862.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
სულ არ ველოდი, რომ ასეთი გრძელი თავის ქალა გექნებოდათ და ასე ძლიერ განვითარებული წარბზედა რკალები.
I had hardly expected so dolichocephalic a skull or such well-marked supra-orbital development.
208863.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
მლიქვნელობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ პირდაპირ მშურს ასეთი თავის ქალა.
It is not my intention to be fulsome, but I confess that I covet your skull.
208864.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
შერლოკ ჰოლმსმა უცნაური სტუმარი სავარძელში ჩასვა.
Sherlock Holmes waved our strange visitor into a chair.
208865.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
გრძელი, ოდნავ მთრთოლარე თითები ისევე მკვირცხლად და მოუსვენრად მოძრაობდნენ, როგორც მწერის საცეცები.
He had long, quivering fingers as agile and restless as the antennae of an insect.
208866.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– არა მგონია, სერ, რომ თქვენი გუშინდელი და დღევანდელი სტუმრობა და ჩვენდამი პატივის დადება მარტო ჩემი თავის ქალის გამოკვლევის მიზნით მომხდარიყოს.
"I presume, sir, that it was not merely for the purpose of examining my skull that you have done me the honour to call here last night and again to-day?"
208867.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
რამდენადაც თქვენ მიგიჩნევთ მთელ ევროპაში მეორე მაძებრად...
Recognizing, as I do, that you are the second highest expert in Europe—
208868.
ბასკერვილების ძაღლი | თავი I
– მეცნიერულად მოაზროვნე ადამიანებს ბატონ ბერტილიონის შრომები უფრო მეტ პატივისცემას უნერგავენ.
"To the man of precisely scientific mind the work of Monsieur Bertillon must always appeal strongly."
208869.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ბასკერვილების წყევლა.
The Curse of the Baskervilles.
208870.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ჯიბეში ერთი ხელნაწერი მაქვს, – თქვა ექიმმა ჯეიმს მორტიმერმა.
"I have in my pocket a manuscript," said Dr. James Mortimer.
208871.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
– ეს მაშინვე შევნიშნე, როგორც კი ოთახში შემოხვედით, – მიუგო ჰოლმსმა.
"I observed it as you entered the room," said Holmes.
208872.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
– მეტად ძველი ხელნაწერია.
"It is an old manuscript".
208873.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
– ადრეული XVIII საუკუნისა, თუ ყალბი არაა.
"Early eighteenth century, unless it is a forgery".
208874.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
შემთხვევით, ხომ არ წაგიკითხავთ ჩემი პატარა შრომა ამ საკითხზე?
You may possibly have read my little monograph upon the subject.
208875.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
მე თავს ვთვლიდი სერ ჩარლზის არა მარტო ექიმად, არამედ მის პირად მეგობრადაც.
I may say that I was his personal friend as well as his medical attendant.
208876.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ეს ერთი იმ თავისებურებათაგანია, რომელმაც დახმარება გამიწია თარიღის დადგენაში.
It is one of several indications which enabled me to fix the date.
208877.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
– მაგრამ, რამდენადაც მივხვდი, თქვენ ჩემთან მოხვედით უფრო პრაქტიკული და უფრო თანამედროვე საკითხის გამო რჩევის მისაღებად.
"But I understand that it is something more modern and practical upon which you wish to consult me?"
208878.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
მაგრამ ხელნაწერი ძალიან მოკლეა და მას მჭიდრო კავშირი აქვს საქმესთან.
But the manuscript is short and is intimately connected with the affair.
208879.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
თუ ნებას მომცემთ, წაგიკითხავთ.
With your permission I will read it to you.
208880.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ჰოლმსი სავარძელში გადაწვა, თითების ბალიშები ერთმანეთს მიაბჯინა და თვალები დახუჭა.
Holmes leaned back in his chair, placed his finger-tips together, and closed his eyes.