მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208881.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
მოხდა ისე, რომ ჰუგოს შეუყვარდა (თუ შეიძლება მის ბნელ ვნებას ეწოდოს ეგზომ წმინდა სახელი) ერთი ფერმერის ქალიშვილი, რომელიც ბასკერვილების მამულთან ახლოს ცხოვრობდა.
It chanced that this Hugo came to love (if, indeed, so dark a passion may be known under so bright a name) the daughter of a yeoman who held lands near the Baskerville estate.
208882.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
და აი, ერთხელ – წმინდა მიქაელის დღეს – ჰუგო ბასკერვილმა აიყოლია ექვსი ყველაზე თავზე ხელაღებული, უწესო, ქარაფშუტა ამფსონი, ისარგებლა ქალის მამისა და ძმების შინ არყოფნით და გაიტაცა თავისი სასურველი.
So it came to pass that one Michaelmas this Hugo, with five or six of his idle and wicked companions, stole down upon the farm and carried off the maiden, her father and brothers being from home, as he well knew.
208883.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
იგი შიშმა იქამდე მიიყვანა, რომ ჩაიდინა ის, რასაც ვერ გაბედავდა ყველაზე გამბედავი და მოხერხებული მამაკაცი, სახელდობრ: სარკმლიდან გადავიდა, ჩამოჰყვა სუროს, რომელიც გასულიყო (და გადის ახლაც) სამხრეთ კედელზე და სირბილით გაუყვა ჭაობებზე გამავალ გზას მამის სახლისაკენ, რომელიც სამი მილის დაშორებით იყო ბასკერვილების მამულიდან.
At last in the stress of her fear she did that which might have daunted the bravest or most active man, for by the aid of the growth of ivy which covered (and still covers) the south wall she came down from under the eaves, and so homeward across the moor, there being three leagues betwixt the Hall and her father’s farm.
208884.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
თავგზააბნეული მხედრები შეჯგუფდნენ. ყველა შიშმა და ელდამ აიტანა, მაგრამ მაინც განაგრძეს გზა ჭაობის სიღრმისაკენ, თუმცა ნებისმიერი მათგანი, მარტო რომ ყოფილიყო, სიამოვნებით მოაბრუნებდა ცხენს.
Then the revellers rode close together, for a great fear was on them, but they still followed over the moor, though each, had he been alone, would have been right glad to have turned his horse’s head.
208885.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ბევრი მათგანი ვერც ბედავდა წინ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ სამმა, ყველაზე გაბედულმა ან იქნებ შექეიფიანებულმა, ხრამის სიღრმეში შევიდნენ.
The most of them would by no means advance, but three of them, the boldest, or it may be the most drunken, rode forward down the goyal.
208886.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
მთვარე მკაფიოდ ანათებდა კორდს, რომლის შუაგულშიც ეგდო შიშითა და დაქანცულობით მკვდარი ბედშავი ქალიშვილი.
The moon was shining bright upon the clearing, and there in the centre lay the unhappy maid where she had fallen, dead of fear and of fatigue.
208887.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
მაგრამ არც მისი გვამისა და არც მის გვერდით დაგდებული ჰუგო ბასკერვილის გვამის დანახვა არ იყო მიზეზი იმისა, რომ სამ თავზე ხელაღებულს თმა ყალყზე დადგომოდა.
But it was not the sight of her body, nor yet was it that of the body of Hugo Baskerville lying near her, which raised the hair upon the heads of these three daredevils.
208888.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
განა საჭიროა იმის უარყოფა, რომ ჩვენს გვარში მრავალი კვდებოდა უეცარი, საშინელი და იდუმალი სიკვდილით?
Nor can it be denied that many of the family have been unhappy in their deaths, which have been sudden, bloody, and mysterious.
208889.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
როცა ეს უცნაური ამბავი წაიკითხა, ექიმმა მორტიმერმა სათვალე შუბლზე აიწია და მისტერ შერლოკ ჰოლმსს მიაჩერდა.
When Dr. Mortimer had finished reading this singular narrative he pushed his spectacles up on his forehead and stared across at Mr. Sherlock Holmes.
208890.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ჰოლმსმა დაამთქნარა და სიგარის ნამწვი ბუხარში შეაგდო.
Holmes yawned and tossed the end of his cigarette into the fire.
208891.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ექიმმა მორტიმერმა ჯიბიდან დაკეცილი გაზეთი ამოიღო.
Dr. Mortimer drew a folded newspaper out of his pocket.
208892.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ჩემმა მეგობარმა ოდნავ წინ წაიწია.
My friend leaned a little forward.
208893.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
თუმცა სერ ჩარლზი შედარებით ცოტა ხნის წინ დამკვიდრდა ბასკერვილ-ჰოლში, თავისი გულკეთილობითა და ხელგაშლილობით უკვე მოასწრო იმ ადამიანთა სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვება, ვისაც მასთან საქმე ჰქონია.
Though Sir Charles had resided at Baskerville Hall for a comparatively short period his amiability of character and extreme generosity had won the affection and respect of all who had been brought into contact with him.
208894.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
როგორც ცნობილია, სერ ჩარლზი აწარმოებდა ფრიად შემოსავლიან ექსპედიციებს სამხრეთ აფრიკაში.
Sir Charles, as is well known, made large sums of money in South African speculation.
208895.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
სერ ჩარლზი ბასკერვილ-ჰოლში დასახლდა სულ რაღაც ორი წლის წინ, მაგრამ ხმები სხვადასხვანაირ სრულყოფასა და მამულის ახლადგაშენებაზე, რაც მისმა სიკვდილმა შეაჩერა, უკვე დიდი ხანია გავრცელდა.
It is only two years since he took up his residence at Baskerville Hall, and it is common talk how large were those schemes of reconstruction and improvement which have been interrupted by his death.
208896.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
არავითარი საფუძველი არა გვაქვს, ეჭვი გამოვთქვათ, რომ სიკვდილი გამოიწვია არაბუნებრივმა მიზეზმა.
There is no reason whatever to suspect foul play, or to imagine that death could be from any but natural causes.
208897.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ექიმმა ჯეიმს მორტიმერმაც, განსვენებულის ახლო მეგობარმა და მკურნალმა, თავის ჩვენებაში იგივე დაადასტურა.
Dr. James Mortimer, the friend and medical attendant of the deceased, has given evidence to the same effect.
208898.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
სერ ჩარლზ ბასკერვილს ჩვევად ჰქონდა ძილის წინ ბასკერვილ- ჰოლის ურთხელის განთქმულ ხეივანში გასეირნება.
Sir Charles Baskerville was in the habit every night before going to bed of walking down the famous Yew Alley of Baskerville Hall.
208899.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
შუაღამისას, როცა უნახავთ, რომ შესასვლელი კარი ჯერაც ღია იყო, ბერიმორი შეშფოთებულა, ფარანი აუნთია და თავისი ბატონის საძებნელად გაუწევია.
At twelve o’clock Barrymore, finding the hall door still open, became alarmed, and, lighting a lantern, went in search of his master.
208900.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
სერ ჩარლზის სხეულზე არავითარი ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა და მართალია, სამედიცინო ექსპერტიზა აღნიშნავს განსვენებულის სახის შეცვლას ისე, რომ კაცი ვერა სცნობს – ექიმ მორტიმერს პირველად არც კი დაუჯერებია, რომ მის წინ ესვენა მისი მეგობარი და პაციენტი, მაგრამ ასეთი რამ ხშირია დახრჩობით ან სულის ხუთვით გამოწვეული სიკვდილისას.
No signs of violence were to be discovered upon Sir Charles’s person, and though the doctor’s evidence pointed to an almost incredible facial distortion—so great that Dr. Mortimer refused at first to believe that it was indeed his friend and patient who lay before him—it was explained that that is a symptom which is not unusual in cases of dyspnoea and death from cardiac exhaustion.