მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208921.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– თქვენ ამბობთ, რომ ძალიან დიდი იყო? – უზარმაზარი.
"You say it was large?" "Enormous".
208922.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– მაგრამ გვამს არ უახლოვდებოდა? – არა.
"But it had not approached the body?" "No".
208923.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– რას წარმოადგენს ეს ხეივანი?
"What is the Alley like?"
208924.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– ბუჩქნარსა და გზას შორის არის რაიმე?
"Is there anything between the hedges and the walk?"
208925.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– კი, ორივე მხარეს გაზონების ზოლია, რომლის სიგანე ექვსი ფუტი იქნება.
"Yes, there is a strip of grass about six feet broad on either side".
208926.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– დიახ, ეს ჭიშკარი ჭაობებისაკენ გადის.
"Yes, the wicket-gate leads on to the moor".
208927.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– სხვა გასასვლელი არ არის? – არა.
"Is there any other opening?" "None".
208928.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– არის კიდევ ერთი გასასვლელი – ფანჩატურიდან, ხეივნის ბოლოში.
"There is an exit through a summer-house at the far end".
208929.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– სერ ჩარლზი მივიდა იქამდე?
"Had Sir Charles reached this?"
208930.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– არა, იქიდან ორმოცდაათიოდე ნაბიჯზე ეგდო.
"No; he lay about fifty yards from it".
208931.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– ახლა, სერ მორტიმერ, მიპასუხეთ, ეს ფრიად მნიშვნელოვანია: თქვენ კვალი შენიშნეთ არა ბალახზე, არამედ გზაზე?
"Now, tell me, Dr. Mortimer–and this is important–the marks which you saw were on the path and not on the grass?"
208932.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– ბალახში კვალი არა ჩანს.
"No marks could show on the grass".
208933.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
კიდევ ერთი კითხვა: ჭიშკარი დახურული იყო?
Another point. Was the wicket-gate closed?
208934.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– დახურული და დაკეტილი, ბოქლომით.
"Closed and padlocked".
208935.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– რა სიმაღლისაა? – ოთხიოდე ფუტის.
"How high was it?" "About four feet high".
208936.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– ღმერთო ჩემო! ნუთუ იქაურობა არ დაგითვალიერებიათ?
"Good heaven! Did no one examine?"
208937.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– დიახ, მე თვითონ დავათვალიერე.
"Yes, I examined myself".
208938.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– და ვერაფერი იპოვეთ?
"And found nothing?"
208939.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– რატომ ფიქრობთ ასე?
"How do you know that?"
208940.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– მისი სიგარიდან ფერფლი ორჯერ დაცვივდა.
Because the ash had twice dropped from his cigar.