მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208901.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
როგორც ამბობენ, სერ ჩარლზის უახლოეს ნათესავად ითვლება მისტერ ჰენრი ბასკერვილი (თუ ცოცხალია).
It is understood that the next of kin is Mr. Henry Baskerville, if he be still alive.
208902.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ექიმმა მორტიმერმა გაზეთი დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.
Dr. Mortimer refolded his paper and replaced it in his pocket.
208903.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
– ეგ საქმე მართლაც არაა მოკლებული ერთგვარ ინტერესს, და ძალიან დიდ მადლობას გიცხადებთ ამისათვის, – თქვა შერლოკ ჰოლმსმა,
"I must thank you," said Sherlock Holmes, "for calling my attention to a case which certainly presents some features of interest".
208904.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ლეფტერჰოლელი მისტერ ფრენკლენდისა და ნატურალისტ მისტერ სტეპლტონის გარდა, რამდენიმე მილზე ვერც ერთ განათლებულ ადამიანს ვერ შეხვდებით.
With the exception of Mr. Frankland, of Lafter Hall, and Mr. Stapleton, the naturalist, there are no other men of education within many miles.
208905.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
მან ბევრი ძვირფასი სამეცნიერო მასალა ჩამოიტანა სამხრეთ აფრიკიდან და ჩვენ ერთად მრავალი სასიამოვნო საღამო გავატარეთ ბუშმენებისა და ჰოტენტოტების შედარებით ანატომიაზე მსჯელობაში.
He had brought back much scientific information from South Africa, and many a charming evening we have spent together discussing the comparative anatomy of the Bushman and the Hottentot.
208906.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ბოლო ხანებში ჩემთვის სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ სერ ჩარლზის ნერვების დაძაბულობა ზღვარს უახლოვდებოდა.
Within the last few months it became increasingly plain to me that Sir Charles’s nervous system was strained to the breaking point.
208907.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
უკანასკნელ კითხვას უფრო ხშირად იმეორებდა და მღელვარებისაგან ყოველთვის ხმა უთრთოდა.
The latter question he put to me several times, and always with a voice which vibrated with excitement.
208908.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ის ისე აღელდა და შეშინდა, რომ იძულებული გავხდი, მივსულიყავი იმ ადგილას, სადაც ეს ცხოველი გამოჩნდა, რათა გამერკვია, საით წავიდა იგი.
So excited and alarmed was he that I was compelled to go down to the spot where the animal had been and look around for it.
208909.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
სერ ჩარლზი, ჩემი რჩევით, ლონდონში გასამგზავრებლად ემზადებოდა.
It was at my advice that Sir Charles was about to go to London.
208910.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
იმავე აზრისა იყო მისტერ სტეპლტონი, რომელიც ჩვენი საერთო მეგობრის ჯანმრთელობაზე დიდი რუდუნებით ზრუნავდა.
Mr. Stapleton, a mutual friend who was much concerned at his state of health, was of the same opinion.
208911.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
უკანასკნელ წამს თავს დაგვატყდა ასეთი საშინელი უბედურება.
At the last instant came this terrible catastrophe.
208912.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ყველა ფაქტი, რაც აღნიშნული ჰქონდა ძიებას, შევამოწმე და ერთმანეთს შევუდარე.
I checked and corroborated all the facts which were mentioned at the inquest.
208913.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
მისი სიტყვით, მიწაზე გვამთან არავითარი კვალი არ ყოფილა. ვერ შენიშნა.
He said that there were no traces upon the ground round the body. He did not observe any.
208914.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
– კვალი? – კვალი. – კაცის თუ ქალის?
"Footprints?" "Footprints." "A man’s or a woman’s?"
208915.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 2
ექიმმა მორტიმერმა რაღაც უცნაურად გადმოგვხედა და გვიპასუხა: – მისტერ ჰოლმს, ეს იყო უზარმაზარი ძაღლის თათების კვალი.
Dr. Mortimer looked strangely at us and answered:– "Mr. Holmes, they were the footprints of a gigantic hound!"
208916.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– თვითონ ნახეთ? – ისევე მკაფიოდ, როგორც ახლა თქვენ გხედავთ.
"You saw this?" "As clearly as I see you".
208917.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– და არაფერი გითქვამთ!
"And you said nothing?"
208918.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– ნუთუ სხვამ ვერავინ შეამჩნია?
"How was it that no one else saw it?"
208919.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– კვალი გვამიდან დაახლოებით ოცდაათი ნაბიჯით იყო დაცილებული და ყურადღება არავინ მიაქცია.
"The marks were some twenty yards from the body and no one gave them a thought.
208920.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– რაღა თქმა უნდა. მაგრამ ის ქოფაკი არ გახლდათ.
"No doubt, but this was no sheep-dog".