მოიძებნა 669199 ჩანაწერი
208981.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
ჩემი სხეული აქ დარჩა, სავარძელში, და რა სამწუხაროდაც უნდა გეჩვენოთ ეს ამბავი, მოასწრო ერთ დღეში ორი დიდი ყავადნის დაცლა და თამბაქოს განუზომელი რაოდენობით მოწევა.
My body has remained in this arm-chair and has, I regret to observe, consumed in my absence two large pots of coffee and an incredible amount of tobacco.
208982.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– ვგონებ, რუკა დიდი მასშტაბისაა?
"A large scale map, I presume?"
208983.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– ძალიან დიდი, – ერთი სექტორი გაშალა და მუხლებზე დაიდო, – აი, ის უბანი, რომელიც გვაინტერესებს.
"Very large." He unrolled one section and held it over his knee. "Here you have the particular district which concerns us".
208984.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
შუაში ბასკერვილ-ჰოლი დგას.
That is Baskerville Hall in the middle.
208985.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– ტყით გარშემორტყმული? – ჰო, აგრეა.
"With a wood round it?" "Exactly".
208986.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
აი, ეს ნაგებობათა ჯგუფი სწორედ ის პატარა სოფელი გრიმპენია, სადაც დგას შტაბი – ბინა ჩვენი მეგობრის, ექიმ მორტიმერისა.
This small clump of buildings here is the hamlet of Grimpen, where our friend Dr. Mortimer has his headquarters.
208987.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
როგორც ხედავთ, ხუთი მილის რადიუსში საცხოვრებელი ძალიან იშვიათად გვხვდება.
Within a radius of five miles there are, as you see, only a very few scattered dwellings.
208988.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
აი, ეს ორი ფერმაა: „ქვის სვეტები“ და „დამპალი ჭაობი“.
Here are two moorland farm-houses, High Tor and Foulmire.
208989.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
აქედან თოთხმეტ მილზე პრინსტაუნის კატორღაა.
Then fourteen miles away the prison of Princetown.
208990.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
ამ ორ წერტილს შორის და მათ გარშემო გადაშლილია კუშტი, უსიცოცხლო ჭაობი.
Between and around these scattered points extends the desolate, lifeless moor.
208991.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
აი, ადგილი, სადაც გათამაშდა ეს ტრაგედია, და იქნებ ერთხელაც გათამაშდეს, ჩვენი დახმარებით.
This, then, is the stage upon which tragedy has been played, and upon which we may help to play it again.
208992.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
თუ ეშმაკმა ნამდვილად ისურვა ადამიანთა საქმეში ჩარევა...
If the devil did desire to have a hand in the affairs of men—
208993.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
თუმცა, სანამ აქამდე მივალთ, ჯერ სხვა ჰიპოთეზები უნდა შევამოწმოთ.
But we are bound to exhaust all other hypotheses before falling back upon this one.
208994.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
მოდი, დავხუროთ ფანჯარა, თუ წინააღმდეგი არა ხართ.
I think we’ll shut that window again, if you don’t mind.
208995.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– მორტიმერმა თქვა, თითქოს გზის ეს ნაწილი სერ ჩარლზს ფეხის წვერებზე შემდგარს გაევლოს.
"Mortimer said that the man had walked on tiptoe down that portion of the alley".
208996.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– მე მგონი, მან ვიღაც იდიოტის მიერ ძიების დროს წარმოთქმული სიტყვები გაიმეორა.
He only repeated what some fool had said at the inquest.
208997.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
რისთვის ივლიდა ადამიანი ხეივანში ფეხის წვერებზე?
Why should a man walk on tiptoe down the alley?
208998.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
– გარბოდა, უოტსონ. თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.
He was running,Watson—running desperately.
208999.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
რისგან გარბოდა?
"Running from what?"
209000.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 3
ვის ელოდა იმ საღამოს და რატომ უნდა ელოდა მას არა სახლში, არამედ ურთხელის ხეივანში?
Whom was he waiting for that night, and why was he waiting for him in the Yew Alley rather than in his own house?