მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209321.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
მე და ჰენრი ძლიერ ვწუხდით მათ მდგომარეობაზე და მეჯინიბე პერკინსს შევთავაზეთ ღამეები იქ გაეთია, მაგრამ სტეპლტონმა ამისი გაგონებაც კი არ ისურვა.
Sir Henry and I were concerned at their situation, and it was suggested that Perkins the groom should go over to sleep there, but Stapleton would not hear of it.
209322.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
საქმე ის არის, რომ ჩვენი მეგობარი ბარონეტი ძლიერ ინტერესს ამჟღავნებს ჩვენი მშვენიერი მეზობლის მიმართ.
The fact is that our friend, the baronet, begins to display a considerable interest in our fair neighbour.
209323.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
შუაში ეგდო ორი უზარმაზარი ლოდი, რომლებსაც თავები წაწვეტებული ჰქონდათ და რომელიღაც ურჩხულის გიგანტურ დამპალ ეშვებს მოგვაგონებდნენ.
In the middle of it rose two great stones, worn and sharpened at the upper end, until they looked like the huge corroding fangs of some monstrous beast.
209324.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
სერ ჰენრი ცნობისმოყვარეობით იყურებოდა აქეთ-იქით და ეკითხებოდა სტეპლტონს, ნუთუ მართლა გჯერათ ადამიანთა საქმეებში ზებუნებრივის ჩარევის შესაძლებლობისო.
Sir Henry was much interested and asked Stapleton whether he did really believe in the possibility of the interference of the supernatural in the affairs of men.
209325.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
უკან რომ ვბრუნდებოდით, სასადილოდ მერიპიტ-ჰაუსში დავრჩით და სერ ჰენრი მის სტეპლტონს მაშინ გაეცნო.
On our way back we stayed for lunch at Merripit House, and it was there that Sir Henry made the acquaintance of Miss Stapleton.
209326.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
სხვათა შორის, თუ საქმე ძლიერ გატაცებამდე მივა, მდგომარეობა გართულდება და მაშინ თქვენი დარიგების შესრულება, სერ ჰენრის თვალს ნუ მოაცილებო, შეუძლებელი გახდება.
By the way, your instructions to me never to allow Sir Henry to go out alone will become very much more onerous if a love affair were to be added to our other difficulties.
209327.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
ამ დღეებში, უფრო ზუსტად, ხუთშაბათს, ჩვენთან ისადილა ექიმმა მორტიმერმა.
The other day—Thursday, to be more exact—Dr. Mortimer lunched with us.
209328.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
მან „გრძელი დაბლობის“ ყორღანში გათხრების შედეგად იპოვა პრეისტორიული ადამიანის თავის ქალა, რამაც აუწერელი სიხარული მოჰგვარა.
He has been excavating a barrow at Long Down, and has got a prehistoric skull which fills him with great joy.
209329.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
შემდეგ მოვიდნენ სტეპლტონები და სერ ჰენრის თხოვნით, კეთილმა ექიმმა ყველანი ურთხელის ხეივანში წაგვიყვანა იმის საჩვენებლად, თუ როგორ მოხდა ყველაფერი იმ საბედისწერო ღამეს.
The Stapletons came in afterwards, and the good doctor took us all to the Yew Alley, at Sir Henry’s request, to show us exactly how everything occurred upon that fatal night.
209330.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
მის იქით გადაჭიმულია უნაპირო ჭაობები.
Beyond it lies the wide moor.
209331.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
მე გავიხსენე თქვენი თეორია აქ მომხდარ ამბებზე და შევეცადე წარმომედგინა, როგორ მოხდა ყოველივე ეს.
I remembered your theory of the affair and tried to picture all that had occurred.
209332.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
იქნებ ფერმკრთალი, ფრთხილი ბერიმორი იმაზე ნაკლებს ლაპარაკობს, ვიდრე იცის?
Did the pale, watchful Barrymore know more than he cared to say?
209333.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
ახლა, როცა შეგატყობინეთ ყველაფერი, რაც ვიცოდი – გაქცეულ კატორღელზე, სტეპლტონებზე, ექიმ მორტიმერსა და მისტერ ფრენკლენდზე ლეფტერ-ჰოლიდან, თქვენთვის ყველაზე საყურადღებო თემაზე გადავდივარ და მოგიყვებით ბერიმორებზე, კერძოდ, იმ ამბებზე, რომლებიც წუხელ მოხდა.
And now, having brought you up to date in the escaped convict, the Stapletons, Dr. Mortimer, and Frankland, of Lafter Hall, let me end on that which is most important and tell you more about the Barrymores, and especially about the surprising development of last night.
209334.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
ბერიმორმა თქვა, რომ ჰქონდა.
Barrymore said that he had.
209335.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
ბერიმორმა გაკვირვებით შეხედა და ცოტა ხანს ჩაფიქრდა.
Barrymore looked surprised, and considered for a little time.
209336.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
– არა, – თქვა მან, – მაშინ სხვენზე ვიყავი და დეპეშა ცოლმა გადმომცა.
"No," said he, "I was in the box-room at the time, and my wife brought it up to me".
209337.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
– თქვენ თავად უპასუხეთ?
"Did you answer it yourself?"
209338.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
საღამოს თვითონვე დაუბრუნდა ამ თემას.
In the evening he recurred to the subject of his own accord.
209339.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
დამაინტერესა მისის ბერიმორმა.
Mrs. Barrymore is of interest to me.
209340.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
მაგრამ უკვე გითხარით, რომ აქ პირველსავე ღამეს გავიგონე მწარე ქვითინი და მას შემდეგ არაერთხელ შემინიშნავს ცრემლის კვალი მის სახეზე.
Yet I have told you how, on the first night here, I heard her sobbing bitterly, and since then I have more than once observed traces of tears upon her face.