მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209341.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
მას ღრღნის რაღაც მძიმე კაეშანი.
Some deep sorrow gnaws ever at her heart.
209342.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
დაველოდე, სანამ თვალს მიეფარებოდა, და მივყევი.
I waited until he had passed out of sight and then I followed him.
209343.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
რაც შეიძლება უხმაუროდ გავიარე დერეფანი და კარის კუთხიდან შევიჭვრიტე.
I crept down the passage as noiselessly as I could and peeped round the corner of the door.
209344.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
მერე წყნარად დაიკვნესა და მოუთმენელი მოძრაობით ჩააქრო სინათლე.
Then he gave a deep groan and with an impatient gesture he put out the light.
209345.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
რულმორეულს დიდი ხნის შემდეგ მომესმა, როგორ გადატრიალდა სადღაც გასაღები, მაგრამ საიდან მოდიოდა ეს ხმა, ვერ გავარჩიე.
Long afterwards when I had fallen into a light sleep I heard a key turn somewhere in a lock, but I could not tell whence the sound came.
209346.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
რას ნიშნავს ყოველივე ეს, ვერ გეტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ პირქუშ სახლში რაღაც ბნელი ამბები ტრიალებს, რომელთა არსს ადრე თუ გვიან გავარკვევთ.
What it all means I cannot guess, but there is some secret business going on in this house of gloom which sooner or later we shall get to the bottom of.
209347.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
არ მინდა შეგაწუხოთ ჩემი თეორიებით, რადგან ჩემგან ითხოვდით მხოლოდ ფაქტების შეტყობინებას.
I do not trouble you with my theories, for you asked me to furnish you only with facts.
209348.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 8
დღეს დილით მე და სერ ჰენრიმ დიდხანს ვილაპარაკეთ და შევიმუშავეთ მოქმედების გეგმა, რომელიც ჩემს წუხანდელ დაკვირვებებს ემყარება.
I have had a long talk with Sir Henry this morning, and we have made a plan of campaign founded upon my observations of last night.
209349.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
ექიმ უოტსონის მეორე ანგარიში.
SECOND REPORT OF DR. WATSON.
209350.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
ბასკერვილ-ჰოლი, 15 ოქტომბერი.
BASKERVILLE HALL, Oct. 15th.
209351.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
მაგრამ ყოველივეს მოგითხროთ, რომ თვითონვე შეგეძლოთ განსჯა.
But I will tell you all and you shall judge for yourself.
209352.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
– მე ვიცი, რომ ბერიმორი ღამღამობით დასეირნობს, – მითხრა მან.
"I knew that Barrymore walked about nights" said he.
209353.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
– იქნებ ყოველ ღამე მიდის იმ ფანჯარასთან?
"Perhaps then he pays a visit every night to that particular window".
209354.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
საინტერესოა, როგორ მოიქცეოდა ამ შემთხვევაში თქვენი მეგობარი ჰოლმსი?
I wonder what your friend Holmes would do.
209355.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
– დარწმუნებული ვარ, ამასვე გააკეთებდა, – ვუთხარი მე.
"I believe that he would do exactly what you now suggest," said I.
209356.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
– მაშინ, მოდით ეს ერთად გავაკეთოთ.
"Then we shall do it together".
209357.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
მეც, რა თქმა უნდა, იგივე გავაკეთე.
As a matter of course I did the same.
209358.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
–რა, მოდიხართ, უოტსონ? – მკითხა და რაღაც უცნაურად შემომხედა.
"What, are you coming, Watson?" he asked, looking at me in a curious way.
209359.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
სერ ჰენრიმ კეთილი ღიმილით დამკრა ხელი მხარზე.
Sir Henry put his hand upon my shoulder with a pleasant smile.
209360.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 9
გამიგეთ?
You understand me?