მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209461.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
– ძალიან კარგი, ბერიმორ, შეგიძლიათ წახვიდეთ.
"Very good, Barrymore; you can go".
209462.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
როცა ლაქია გავიდა, სერ ჰენრი მე მომიბრუნდა:
When the butler had left us Sir Henry turned to me.
209463.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
– აბა, უოტსონ, რას ფიქრობთ სინათლის ახალ სხივზე?
"Well, Watson, what do you think of this new light?"
209464.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
რას ფიქრობთ, ახლა როგორ მოვიქცეთ?
What do you think we should do?
209465.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
– ყოველივე დაუყოვნებლივ შევატყობინოთ ჰოლმსს.
Let Holmes know all about it at once.
209466.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
როგორ მინდა, რომ აქ იყოს!
I wish that he were here.
209467.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
წვიმა სახეში მცემდა, ქარი ყურებში მიწიოდა.
The rain beating upon my face and the wind whistling about my ears.
209468.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
ვინც ახლა დიდ ჭანჭრობში დაეხეტება, ღმერთი იყოს მისი მფარველი.
God help those who wander into the great mire now.
209469.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
ძალიან შეწუხებული იყო თავისი სპანიელის დაკარგვის გამო.
He was much troubled over the disappearance of his little spaniel.
209470.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
– მაშინ, იქნება მითხრათ სრული გვარი და სახელი ქალისა, რომლის ინიციალებია „ლ. ლ.“?
"Can you, then, tell me the name of any woman whose initials are L. L.?"
209471.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
თუმცა, მოითმინეთ, – დასძინა პაუზის შემდეგ,
Wait a bit though," he added after a pause.
209472.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
– არის ერთი ლაურა ლაიონსი, მისი ინიციალებია „ლ.ლ.“, მაგრამ ის კუმბ-ტრესიში ცხოვრობს.
"There is Laura Lyons—her initials are L. L.—but she lives in Coombe Tracey."
209473.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
– ვინ არის ეს ქალი?
"Who is she?"
209474.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
– ის ფრენკლენდის ქალიშვილია.
"She is Frankland’s daughter".
209475.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
– როგორღა ცხოვრობს?
"How does she live?"
209476.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
ხვალ დილით კუმბ-ტრესიში გავემგზავრები, და თუ მოვახერხე ამ მეტად საეჭვო რეპუტაციის ქალის, მისის ლაიონსის ნახვა, ამით ბევრად წავიწევთ წინ.
Tomorrow morning I shall find my way to Coombe Tracey, and if I can see this Mrs. Laura Lyons, of equivocal reputation, a long step will have been made.
209477.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
შერლოკ ჰოლმსთან გატარებულ წლებს ჩემთვის ამაოდ არ ჩაუვლია.
I have not lived for years with Sherlock Holmes for nothing.
209478.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
მორტიმერი ჩვენთან დარჩა და სადილის შემდეგ მან და ბარონეტმა ეკარტეს თამაში წამოიწყეს.
Mortimer had stayed to dinner, and he and the baronet played ecarté afterwards.
209479.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
ლაქიამ ბიბლიოთეკაში მოგვართვა ყავა და აქ შემთხვევა მომეცა, მისთვის რამდენიმე კითხვა დამესვა.
The butler brought me my coffee into the library, and I took the chance to ask him a few questions.
209480.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 10
– არ ვიცი, სერ.
I don’t know, sir.