მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209501.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– თქვენ იცნობდით მას, ხომ?
"You knew him, did you not?"
209502.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
ლედიმ სწრაფი მზერა მტყორცნა და მის თაფლისფერ თვალებში ბოროტმა ნაპერწკალმა გაიელვა.
The lady looked quickly up with an angry gleam in her hazel eyes.
209503.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– რა არის ამ დაკითხვის მიზანი? – იკითხა მკაცრად.
"What is the object of these questions?" she asked sharply.
209504.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– გქონდათ თუ არა მიმოწერა სერ ჩარლზთან?
"Did you correspond with Sir Charles?"
209505.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– დიახ, მივწერე ორჯერ, დიდსულოვნება და თავაზიანობა დავუმადლე.
"I certainly wrote to him once or twice to acknowledge his delicacy and his generosity".
209506.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– ამ წერილების თარიღები გაქვთ?
"Have you the dates of those letters?"
209507.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– ოდესმე შეხვედრიხართ?
"Have you ever met him?"
209508.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
ერთი მათგანი იყო მისტერ სტეპლტონი, სერ ჩარლზის მეზობელი და ახლო მეგობარი.
One was Mr. Stapleton, a neighbour and intimate friend of Sir Charles’s.
209509.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
მისის ლაიონსი ისევ რისხვით აენთო.
Mrs. Lyons flushed with anger again.
209510.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– მაპატიეთ, ქალბატონო, მაგრამ მე იძულებული ვარ გავიმეორო.
"I am sorry, madam, but I must repeat it".
209511.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– მაშინ გიპასუხებთ: რა თქმა უნდა, არა!
"Then I answer, certainly not".
209512.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– არც სერ ჩარლზის სიკვდილის დღეს?
"Not on the very day of Sir Charles’s death?"
209513.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– აშკარად გღალატობთ მეხსიერება, - ვთქვი მე.
"Surely your memory deceives you," said I.
209514.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– მაშასადამე, არ არსებობენ ქვეყნად წესიერი ჯენტლმენები? – აღმოხდა მას.
"Is there no such thing as a gentleman?" she gasped.
209515.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– თქვენ უსამართლო ხართ სერ ჩარლზის მიმართ.
You do Sir Charles an injustice.
209516.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
მაგრამ ზოგჯერ შეიძლება დამწვარი წერილის წაკითხვაც.
But sometimes a letter may be legible even when burned.
209517.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– გავიგე, რომ მეორე დღეს ლონდონში მიემგზავრებოდა, იქნებ რამდენიმე თვითაც.
I had only just learned that he was going to London next day and might be away for months.
209518.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
ამაზე ადრე კი არ შემეძლო მისვლა, მქონდა მიზეზები.
There were reasons why I could not get there earlier.
209519.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– თქვენი აზრით, შეიძლება ასე გვიან ქალი უცოლო კაცის სახლში მარტო მივიდეს?
"Do you think a woman could go alone at that hour to a bachelor’s house?"
209520.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 11
– კარგი. რა მოხდა მაშინ, როცა მიხვედით?
"Well, what happened when you did get there?"