მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209581.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– მაგრამ რაში დაგჭირდათ ჩემგან დამალვა?
"But why keep me in the dark?"
209582.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
სხვა რაღა უნდა ადამიანს?
What does man want more?
209583.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ჰოლმსმა ჯიბიდან ფურცლების დასტა ამოიღო.
Holmes took a bundle of papers from his pocket.
209584.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– აი, თქვენი წერილები, ჩემო მეგობარო, შესწავლილი უაღრესი გულმოდგინებით, რაშიაც ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ.
Here are your reports, my dear fellow, and very well thumbed, I assure you.
209585.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ჯერაც ვერაფრით შევრიგებოდი იმ ამბავს, რომ ასე მოხერხებულად გამაცურეს, მაგრამ ჰოლმსის გულთბილმა სიტყვებმა ცოტათი შვება მომგვარა.
I was still rather raw over the deception which had been practised upon me, but the warmth of Holmes’s praise drove my anger from my mind.
209586.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– ახლა კი მომიყევით მისის ლაურა ლაიონსთან შეხვედრის შედეგი.
And now tell me the result of your visit to Mrs. Laura Lyons.
209587.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
თქვენ რომ მასთან ამ დილით არ შეგევლოთ, ალბათ ხვალ დილით თვითონ ვესტუმრებოდი.
If you had not gone today it is exceedingly probable that I should have gone tomorrow.
209588.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
მზე უკვე ჩასული იყო, ჭაობებში ბინდი ჩამოწვა.
The sun had set and dusk was settling over the moor.
209589.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ჰაერში სუსხი ტრიალებდა და ჩვენ ქოხში შევედით.
The air had turned chill and we withdrew into the hut.
209590.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ქალი, რომელსაც სტეპლტონი მის სტეპლტონს უწოდებს, სინამდვილეში მისი ცოლია.
The lady who has passed here as Miss Stapleton is in reality his wife.
209591.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ამაში დარწმუნებული ხართ?
Are you sure of that?
209592.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ვიმეორებთ, ეს ლედი და კი არა, სტეპლტონის ცოლია.
I repeat that the lady is his wife and not his sister.
209593.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ყველა ჩემი ეჭვი, მთელი ჩემი ალღო, წინათგრძნობა ზედაპირზე ამოტივტივდა და ნატურალისტის გარშემო შეიკრა.
All my unspoken instincts, my vague suspicions, suddenly took shape and centred upon the naturalist.
209594.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– ასე ავხსენი ეს გამოცანა.
"So I read the riddle".
209595.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
საიდან იცით, რომ ის ქალი მისი ცოლია?
How do you know that the woman is his wife?
209596.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– თუ ეს ქალი მართლაც მისი ცოლია, მაშინ რა შუაშია მისის ლაურა ლაიონსი? – ვკითხე მე.
"If this woman is in truth his wife, where does Mrs. Laura Lyons come in?" I asked.
209597.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
თქვენი ადგილი ბასკერვილ-ჰოლშია.
Your place should be at Baskerville Hall.
209598.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
რას ნიშნავს ყოველივე ეს?
What is the meaning of it all?
209599.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ნუ მკითხავთ დაწვრილებით.
Do not ask me for particulars.
209600.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
უეცრად ტანჯვითა და საშინელებით აღსავსე საზარელმა გაბმულმა გმინვამ შეძრა მდუმარე ჭაობები.
A terrible scream—a prolonged yell of horror and anguish—burst out of the silence of the moor.