მოიძებნა 669199 ჩანაწერი
209621.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ეს ჩემი მეზობელია, – კატორღელი!
"It is my neighbour, the convict!"
209622.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ელვის სისწრაფით ვეცით გვამს, გადავაბრუნეთ გულაღმა და გასისხლიანებული წვერი ახლა პირდაპირ ცივ, ბადრ მთვარეს მიაჩერდა.
With feverish haste we had turned the body over, and that dripping beard was pointing up to the cold, clear moon.
209623.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ხომ არ შეიძლება მელიებსა და ძერებს აქ დავუტოვოთ?
We cannot leave it here to the foxes and the ravens.
209624.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
გთავაზობთ, რომელიმე ქოხში დავასვენოთ, სანამ პოლიციას შევატყობინებთ.
"I suggest that we put it in one of the huts until we can communicate with the police".
209625.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
უოტსონ! ეს რა არის?
Watson, what’s this?
209626.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
დაგვინახა, შეჩერდა, მერე ისევ ჩვენკენ წამოვიდა.
He stopped when he saw us, and then came on again.
209627.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– ექიმო უოტსონ! ნუთუ ეს თქვენა ხართ?
Dr. Watson, that’s not you, is it?
209628.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– ეს... ეს ვინ არის?
"Who—who’s this?"
209629.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– ეტყობა, აი იმ ფერდობიდან გადმოვარდა და კისერი მოიტეხა.
He appears to have broken his neck by falling over these rocks.
209630.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
მე და ჩემი მეგობარი ჭაობებში ვსეირნობდით და ყვირილი გავიგონეთ.
My friend and I were strolling on the moor when we heard a cry.
209631.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– რაღა მაინცდამაინც სერ ჰენრი?
"Why about Sir Henry in particular?"
209632.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
სხვათა შორის, – სტეპლტონმა მზერა ჩემგან ისევ ჰოლმსზე გადაიტანა, – ამ ყვირილის გარდა არაფერი გაგიგონიათ?
"By the way"—his eyes darted again from me to Holmes—"did you hear anything else besides a cry?"
209633.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– არა, – თქვა ჰოლმსმა, – თქვენა?
"No," said Holmes; "did you?"
209634.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ალბათ სიგიჟის შემოტევის დროს ჭაობში დარბოდა, ფერდობზე დაგორდა და კისერიც მოიტეხა.
He has rushed about the moor in a crazy state and eventually fallen over here and broken his neck."
209635.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– თქვენ რაღას ფიქრობთ ამაზე, მისტერ შერლოკ ჰოლმს?
"What do you think about it, Mr. Sherlock Holmes?"
209636.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
– რაც ექიმი უოტსონი გამოჩნდა, იმ დღიდან ყოველ ცისმარე დღე თქვენს მოლოდინში ვიყავით.
We have been expecting you in these parts since Dr. Watson came down.
209637.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ჰოლმსმა მხრები აიჩეჩა.
Holmes shrugged his shoulders.
209638.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 12
ჩემი მეგობარი სრულიად ბუნებრივი და მშვიდი კილოთი ლაპარაკობდა.
My friend spoke in his frankest and most unconcerned manner.
209639.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 13
მახე დაგებულია.
Fixing the Nets.
209640.
ბასკერვილების ძაღლი | თავი 13
შერლოკ ჰოლმსის ხილვა სერ ჰენრის ისე არ გაჰკვირვებია, როგორც გაუხარდა.
Sir Henry was more pleased than surprised to see Sherlock Holmes.